კელტების ლიგა

11:30 | 8.06.2017 | ნანახია 1874 - ჯერ

პრო 12 აფრიკელებს იწვევს

BBC-ს ცნობით, პრო 12-ის დირექტორთა საბჭო სამხრეთაფრიკული ფრანშიზებისთვის ოფიციალური მიწვევის გაგზავნას აპირებს.

ყოფილ „კელტების ლიგაში“ ირლანდიის და უელსის ოთხ-ოთხი და შოტლანდიის და იტალიის ორ-ორი კლუბი თამაშობს. ლიგის ხელმძღვანელობა ფინანსური მოგების გასაზრდელად ახალ ბაზრებზე გასვლას უკვე დიდი ხანია ფიქრობს. ლიგაში ქართული ფრანჩიზის ჩართვის შესაძლებლობაც განიხილება, თუმცა პრო 12-ს თვალი უფრო ოკეანის გაღმა, ამერიკისკენ ეჭირა.

მას შემდეგ, რაც პლანეტის უძლიერესი საკლუბო ტურნირის, სუპერ რაგბის ხელმძღვანელებმა გუნდების რაოდენობის 18-იდან 15-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს (გარიყვის კანდიდატებად ორი სამხრეთაფრიკული და ერთი ავსტრალიური ფრანშიზები მოიაზრებიან), პრო 12-მა სამხრეთ აფრიკისკენაც გაიხედა. ვარაუდობენ, რომ სუპერ რაგბს სამხრეთ აფრიკიდან „ჩიტასი“ (ბლუმფონტეინი) და „კინგზი“ (პორტ ელიზაბეთი) გამოაკლდებიან.

პრო 12-ში სამხრეთაფრიკელთა ჩართვის იდეა ლიგის ხელმძღვანელობისთვის უფრო მიმზიდველია, რადგან სამხრეთ აფრიკა და ევროპა ერთ სარტყელში იმყოფებიან და თამაშების დაწყების დროის მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. სამხრეთაფრიკულ პრესაში ადასტურებენ, რომ „ჩიტასმა“ და „კინგზმა“ მიწვევა უკვე მიიღეს, ახლა ფინანსურ დეტალებს ადგენენ და პასუხს ამის შემდეგ გასცემენ. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ოფიციალური განცხადების გავრცელებას არ ჩქარობს, თუმცა პირობას დებს, რომ ივნისის ბოლომდე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

ამავდროულად, „კელტების ლიგაში“ ამერიკული ფრანშიზის ჩართვის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და თუ რომელიმე აფრიკული გუნდი უარს იტყვის, ამერიკული ვარიანტი კვლავ აქტუალური გახდება.

განიხილება ახალი ლიგის სახელის და ფორმატის შეცვლის საკითხიც. აფრიკელთა დამატების შემთხვევაში ის პრო 14 გახდება და ორ კონფერენციად გაიყოფა:

კონფერენცია 1: მანსტერი (ირლანდია), კონახტი (ირლანდია), ოსპრეიზი (უელსი), კარდიფ ბლუზი (უელსი), გლაზგო უორიორზი (შოტლანდია), ძებრე (იტალია), სამხრეთ აფრიკა 1;

კონფერენცია 2: ლენსტერი (ირლანდია), ოლსტერი (ირლანდია), სკარლეტსი (უელსი), ნიუპორტი (უელსი), ედინბურგი (შოტლანდია), ბენეტონი (იტალია), სამხრეთ აფრიკა 2.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:31 | 09.06.2017
qomagi (248)

ამ დროს ჩვენი რაგბის ფედერაცია უფულობის გამო ერთ ადგილს იფხანს, ახლა ალბათ 2020 წლისთვის შეგვპირდებიან რომელიმე საკლუბო ტურნირში გუნდის ჩართვას. ასე რა პროგრესზეა საუბარი, კარგით რა.

12:41 | 08.06.2017
krasni (587)

თუ წელსაც არ გადაწყდა საკლუბო ევროპაზე რომელიმე ფორმით ჩართვა, საერთოდ აღარ ყოფილა საშველი.

12:35 | 08.06.2017
geogoli (367)

რა მაგარი იქნება აქ ერთი ქართული ფრნაჩიზის ჩართვა - თუნდაც ქართულ-რუმინულის

0.075741