სიახლეები

12:45 | 6.06.2017 | ნანახია 1681 - ჯერ

„ჩაერთე რაგბიში“ ფესტივალზე მონაწილეებმა სამოასა და არგენტინის ნაკრებებთან ერთად ივარჯიშეს

ფესტივალინატახტარის ლიმონათის თასი" ფინალურ ეტაპზე მონაწილე სკოლების მოზარდებს მასტერკლასები სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ჩაუტარეს

1 ივნისს, მარტყოფში, რაგბის გადამზადების ცენტრში ფესტივალში მონაწილე საფინალო ეტაპზე გასული სკოლების მოზარდების საჩვენებელი ვარჯიში მოეწყო. მათ მასტერკლასები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფმა სამოასა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ჩაუტარეს. დასასრულს, პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ფარგლებში სკოლებს შორის საჩვენებელი თამაში გაიმართა.

ხოსე მიგელ გოროთხათეგუი, პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ ევროპის ქვეყნების მენეჯერი: “ძალიან მაგარი ღონისძიება გვაქვს, სამოას ეროვნულმა გუნდმა და არგენტინის ნაკრების წევრებმა ქართველ ბავშვებთან ერთად ითამაშეს და მათ მაღალი კლასის მასტერკლასები ჩაუტარეს. ამ მეგობრული შეხვედრით როგორც ბიჭები, ასევე გოგონებიც ძალიან გახარებული არიან”.

გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „პროექტის „ჩაერთე რაგბიში“ პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართა, რომლის ფარგლებში 2017 წლიდან თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით დაიწყო ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი“. საკმაოდ, მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც „ევროპარაგბის“ რეკომენდაციითა და სტანდარტებით, ასევე „ნატახტარის“ მხარდაჭერით ხორციელდება. ეს არის უპრეცენდენტო შანსი მოზარდებისთვის. ფესტივალის გამარჯვებული შემოდგომაზე ესპანეთში გაემგზავრება და ანალოგიურ ტურნირში იქაც მიიღებს მონაწილეობას“.

დავით კაჭარავა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი: „სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებულად პოპულარულია ახალ თაობაში. პროექტის საშუალებით კი უფრო ბევრმა მოზარდმა შეძლო ჩართულიყო რაგბიში, თუ ბოლომდე არ გაყვება სპორტის ამ სახეობას, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მაინც იქნება ყოველთვის. ეს პროექტი უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს რაგბის და გრძელვადიან ჭრილში უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქვეყანას მორაგბეების სახით. პროექტის მიზანსაც სწორედ, მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენდა”.

შეგახსენებთ, რომ პროექტიჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპარაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება. პროექტის მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა. პროექტში ჩართული იყო 118 სკოლა თბილისის მასშტაბით, ჯამში 7080 ბავშვი. ტურნირში მონაწილეობდა 53 გუნდი, გადამზადდა ფიზკულტურის 86 მასწავლებელი, პროექტში ჩართული იყო 20 ინსტრუქტორი, ამ ხნის განმავლობაში გაიმართა 9 ფესტივალი, ფინალურ ტურნირზე გავიდა 8 საუკეთესო გუნდი, გაიმარჯვა 192 სკოლამ (6 კლასელები).

®


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110207