სიახლეები

20:08 | 4.06.2017 | ნანახია 4316 - ჯერ

“ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.

პირველ ნახევარში ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა (15-20 წუთი ჯობდა კიდეც), თუმცა მეტოქემ მცირე შეცდომები არ გვაპატია და ტაიმი 12-ქულიანი უპირატესობით მოიგო.

ანგარიში მე-17 წუთზე აუგუსტუსმა გახსნა, რომელმაც საკუთარი გუნდის შტურმი ლელოთი დაასრულა, ხოლო გარდასახვა ლიბოკმა შეასრულა ზუსტად. ამის შემდეგ “ბორჯღალოსნებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და დაახლოებით 15 წუთი თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ძალიან მალე ნაკრების კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა, რომელიც შეხვედრის მთავარმა მსაჯმა ძალიან საეჭვოდ გააუქმა.

29-ე წუთზე ქართველების ლელო მაინც ვიხილეთ: მესხის და აფრასიძის მშვენიერი გარჯა უჩა ჭეიშვილმა იდეალურად დააბოლოვა, ხოლო გარდასახვა აფრასიძემ შეასრულა ზუსტად და ანგარიში გათანაბრდა.

შეხვედრა ისე გაგრძელდა რომ საგანგაშო თითქოს არაფერი იყო, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა: ქართველებმა საკუთარი დერეფანი წააგეს და ჩვენი შეტევის ნაცვლად, სტუმრებმა მშვენიერი კონტრშტევა წამოიწყეს, რასაც სიმალანეს შესანიშნავი ინდივიდუალური თამაში და ლელო მოჰყვა, ხოლო გარდასხვა კვლავ ვიბოკმა შეასრულა ზუსტად. ორიოდე წუთში ჩვენები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ამისთვის ლიბოკმა ლელოთი დაგვსაჯა – 7:19.

მეორე ნახევარშიც ზუსტად იგივე შედეგი დაფიქსირდა: აფრიკელებმა სამი ლელო დაგვიდეს, ხოლო “ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს ერთი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ თამაშის ხარისხის მხრივ, ჩვენმა გუნდმა პირველ ტაიმში გაცილებით კარგი თამაში აჩვენა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო და 49-ე წუთზე მოედანზე ახლადშემოსული გოგიჩაშვილი გაასინბინეს. რიცხბოვრივ უმცირესობაში დარჩენილ საქართველოს ძალიან გაუჭირდა და მალევე ორი ლელო გაუშვა: სიმალანემ 53-ე და 57-ე წუთებზე დაგვალელოვა. ქართველებმა სხვაობა 64-ე წუთზე შეამცირეს: გოგოლაძემ საპასუხო ლელო დადო, ხოლო გელა აფრასიძემ გარდასახვა შეასრულა ზუსტად. 70-ე წუთზე ლიბოკმა მეექვსე ლელო გაგვიტანა და ამის შემდეგ ახალგაზრდა “ბორჯღალოსნები“ მატჩის დასრულებამდე უტევდნენ და პრესტიჟის ლელოს დადებას ცდილობდნენ, მაგრამ აღარაფერი გამოგვივიდა და მატჩი 14:38 დასრულდა.

მატჩის ბოლო წუთზე მოთამაშეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რაც ჯალაღონიასთვის ყვითელი, ხოლო დევიდსისთვის წითელი ბარათით დასრულდა.


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:40 | 06.06.2017
krasni (587)

კარგი, ხო ს. აფრიკაა და ვიცით, რომ ელიტაა, მაგრამ არ ჩათვლილი საპასუხო ლელო, 7-7-ზე მაღალ ბურთზე ამხტარ ტაბუცაძე-ზე უხეში თამაშის იგნორი და ამ ეპიზოდის გაგრძელებაზე მეორე გადაცემა წინ პასი იყო 13 ნომერზე, რომელმაც ლელო დადო. მარტო ეს ეპიზოდები რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა შეცდომებად ჩგვეთვალა. ჩვენ რას ვაკეთებთ, ვისაც გვეკითხება აღნიშნულზე რეაგირება და გულშემატკივრისთვის პასუხის გაცემა?

12:47 | 05.06.2017
buratino (480)

გახლდით თამაშზე და ყველაფერი ცემი თვალით ვნახე (ბიჭების თავდადებაც და შეცდომებიც, მსაჯის მიკერძოება, აფრიკელების სისწრაფეები და ჯანიანობა, კიდევ ბევრი რამ). რა უნდა ვთქვა?!
ფაქტია, დიდი პატივისცემის მიუხედავად, შარშანდელზე უარესი გუნდი გვყავს (მარტო ვასკას და გორგაძის არყოფნა რად ღირს) და ელტაში ადგილის შენარჩუნება ასეთი თამაშით გაგვიჭირდება. საჩქაროდ არის საჭირო გარკვეული გადაწყობა-ცვლილებები და მეტი ძალისხმევა

12:19 | 05.06.2017
ICEMAN (162)

კაროჩე კარგი იქნება ყველა თუ მივალთ არგენტინა აფრიკის თამაშზე და მაგრად ვუქომაგებთ არგენტინას. მე იმ სამხრეთ აფრიკის რომელსაც მსაჯის დახმარება დაჭირდება ჩვენს დასამაცხებლად

12:14 | 05.06.2017
ICEMAN (162)

ყველაზე ვაჯკაცური სპორტია რაგბი მაგრამ მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების გადამკიდე ყველაზე უსამართლო, სპორტული პრინციპებისგან საერთოდ მოწყვეტილ და არაკაცურ სპორტად იქცა რაგბი. ერთადერთი გამოსავალი ისაა რომ ხმამაღლა გავაპროტესტოთ და პარალელურად ბიძინა უნდა ჩაერიოს უფრო აქტიურად. არ ეშლება ბიძინას ესეთებთან ურთიერთობა, ეგენი ყველაფერს ფულით საზღვრავენ და მაგ მსოფლიო ფედერაციას და მსაჯებს ცოტა ფული რომ ჩავუკუჭოთ ჩვენს დაკრულზე მშვენივრად იცეკვებენ

11:08 | 05.06.2017
maxo_65 (458)

მოლი იმდენჯერ ჩაგვიქციეს, ერთი ტექნიკური ლელო გვეკუთნოდა..მსაჯის მოქმედება იყო უსაზიზღრესი მთელი თამაშის მანძილზე, შერკინებაში აშკარად ადრე გვაწვებოგნენ, ანის ხარჯზე დაგვჯაბნეს 1-2-ჯერ, მინიმუმ ერთი ლელო წინპასებით დაგვიდეს, 100 პროცენტიანი ლელო არ ჩაგვითვალეს..ვიცი რომ, ბევრი გვიკლია ე.წ. I ეშელონის გუნდებთან, მაგრამ იმას ვერ ხვდები რაში ჭირდებათ ასეთი მოქმედება..თუ 6 ერის ტურნირზე არ შეშვებაზეა საუბარი, გამოვაცხადოთ რომ ჩვენც გვკიდია ისინი და ძალიან ნუ ინერვიულებენ..ერთის თქმაც მინდოდა, ბევრისგან განსხვავებით მე უფრო რეალულად ვუყურებ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებს და ვთვლი ამ ეტაპზე ჩვენთვის აუცილებელია ელიტაში ადგილის შენარჩუნება, ამიტომ მადლობა მოვუხადოთ ამ პატარა ბიჭებს მათი თავდადებისთვის და იმედი ვიქონიოთ რომ უფრო კარგ რაგბს ვითამაშებთ ახლო მომავალში..

12:05 | 05.06.2017
ICEMAN (162)

მთლიანობაში გეთანხმები მაგრამ არ ვთვლი რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი უკლია პირველი ეშელონის გუნდებამდე. გუშინ მსოფლიოს ერთ-ერთ უზლიერს გუნდთან ვდომინირებდით და ბურთი არ დავანეხეთ სანამ მსაჯი არ ჩაერია საქმეში. და ჩვენი ფედერაცია მაგარი უუნარო აღმოჩნდა, თავზე გვაჯ...ენ და ჩვენი ფედერაცია არც აპროტესტებს

12:08 | 05.06.2017
ICEMAN (162)

აზერებიც კი გვჯობიან. მასპინძელი რომ ასე დაეჩაგრათ სიტყვაზე აზერბაიჯანში ეგ მსაჯი შეიძლება საერთოდ დაეჭირათ, მაგრამ აქამდე არც მივიდოდა საქმე რადგან სხვა ქვეყნებში მასპინძელს ამდენს ვერ უბედავენ. მე რომ ფედერაციის პრეზიდენტი ვიყო ვებშე ჩავშლიდი ამ ტურნირს. მაინც არ გვაძელვენ წინსვლის შანსს და დასაკარგიც არაფერი გვაქვს.

10:04 | 05.06.2017
geogoli (367)

დავიწყებ იმით რომ შევაქებ ჩვენს ბიჭებს და მათ დიდ მადლობას ვეტყვი. მათ ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ძალიან მაგარი იყო მომენტი როცა ლელო არ ჩაგვითვალეს, მაგრამ ბიჭებმა ყურები არ ჩამოყარეს და მალევე შეძლეს მეტოქის დალელოვება. აი მანდ ისეთი მუხტი წამოვიდა მოედნიდან მეგონა რომ ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. მაგრამ, სწორედ აქ იჩინა თავი აფრიკელთა გამოცდილებამ და მრავალფეროვანი თამაშის უნარმა, როცა ნახეს რომ ფიზიკურ ბრძოლაში ვერ გვჩაგრავდნენ მთლიანად უკანა ხაზზე გადააწყვეს თამაში და "წაუშვიდკაცეს". ერთი ლელო რომ ადვილად გავატარეთ მიხვდნენ ჩვენი სუსტი წერტილი სად იყო და ბოლომდე გამოიყენეს.
პირველი ტაიმი რომ გაგვეძო 7-7-ზე მაგრად გაუჭირდებოდათ მერე აფრიკელებს.
რაც შეეხებეა მწვრთნელებს, ჩემი პირადი აზრია, რომ ყოველი თამაშის მერე უმატებენ გუნდთან ერთად და დარწმუნებულიც ვარ რომ ელიტაში ადგილის შენარჩუნებას მოვახერხებთ.
და ბოლოს, მე მიმაჩნია რომ მაისურაძის ნაკრები უფრო სანახაობრივ რაგბს თამაშობს ვიდრე ჰეიგის

09:02 | 05.06.2017
shotai-olimpi (89)

თანაბრად რომ გვეთამაშა მსაჯი მაინც წაგვაგებინებდა ისე იყო განწყობილი, თითქმის ყველა მოლში ჯარიმა იყო, ჩვენი კრიტიკა იმითაა გამოწვეული რომ მანამდე არსებული პრობლემები გადაუჭრელია თუ არ ჩავთვლით აუტებს, სამხრეთ აფრიკასთან მოგებას არავინ ითხოვდა და ვერც მოთხოვ გუნდს რომელიც პირველადაა მსოფლიო ჩემპიონატზე და ეთამაშება ტურნირის ერთერთ ფავორიტს. მაგრამ როდესაც შერკინება უძლიერესი გვყავდა და პირწმინდად აგებ მალევე გამოცვალე რა პირველი ხაზი სანამ გაგისინბინებენ, 3 ჯერ ზედიზედ დაჯარიმდა 3 ნომერი შერკინებაში და შეცვალე რა რაღას უყურებ?

03:09 | 05.06.2017
federer (17) (469)

ახლა მინდა კიდევ ერთ ფაქტორს შევეხოო
რატო არ არის ბილეთები როდესაც ნახევარზე მეტი ადგილი თავისუფალია?
3 საათით ადრე მივედი და ბილეთი ვერ ვიყიდე და სტადიონი მინიმუმ 30%-ით იყო ცარიელიი
მართალია შესვლა მაინც მოვახერხე მაგრამ რასთან გვაქ საქმე ვერ ვხვდებიიი

03:06 | 05.06.2017
federer (17) (469)

ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით ამ თამაშში მაგრამ მსაჯმა არანაკლები შეცდომები დაუშვა ჩვენს საწინააღმდეგოდ.
არ შეიძლება ასე დაჩაგრო გუნდი რომელიც ისედაც ძალიან ბევრად ჩამორჩება მეტოქეს

03:07 | 05.06.2017
federer (17) (469)

მეტოქის 5 მეტიანი შერკინება მოვიგეთ ზედიზედ ორჯერ და მათი პირველხაზელი არ გაუგდია და მაგის შემდეგ 5 წუთში ჩვენი პირველხაზელი დააჯარიმა შერკინების ჩაქცევისათვის და ეგრევე გააგდოო

12:33 | 05.06.2017
ICEMAN (162)

დავაკვირდი რომ როგორც კი მოლის დაყენებას ვცდილობდით მათი ერთი მოთამაშე ეგრევე დაბლა წვებოდა რომ წინ ვერ წავსულიყავით, ჩვენიანს რომ იგივე გაეკეთEბინა დარწმუნებული ვარ მაშინვე გააგდებდა მსაჯი

02:38 | 05.06.2017
dinamo222 (692)

თანდათან ვრწმუნდები რომ მსოფლიო რაგბის მამები გვებრძვიან და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ანგარიშით წაგვაგებინონ ბობოლებთან და ჩვენზე სუსტებთანაც გავიხსენოთ 2015 წლის მსოფლიოზე ნაბიბიასთან რა უნამუსოდ გვიმსაჯეს რამდენი "შეცდომა" დაუშვეს ნამიბის სასარგებლოდ@ ეს იმიტომ ხდება რომ პრეტენზია არ გვქონდეს 6 ერზე და სხვა ბობოლებთან თამაშზე @@@

00:30 | 05.06.2017
test (124)

ჯერ ერთი ექვსი მოთამაშე გვაკლდა, მერე არგენტინა და სამხრეთ აფრიკა ფიზიკური გუნდებია რომლებსაც თამაში ტრადიციულად შერკინებაზე აქვთ აგებული შესაბამისად ფიზ მომზადება უმაღლეს დონეზე აქვთ, არგენტინასთან თამაშის მერე აღდგენა ვერ მოახერხეს, პლიუს გამოცდილება სად თამაშობენ ჩვენი კონკურენტები და სად თამაშობენ ეს ბიჭები, მილიონი ფაქტორია, ფსიქოლოგიურად რაგინდ მომზადებულიც არ უნდა იყო, უფრო გამოცდილ გუნდს მეტი უპირატესობაც აქვს და სათამაშო არსენალიც ესაა და ეს ...

00:17 | 05.06.2017
mindia (74)

კონცენტრაცია გვაკლია, მოდუნება გვჩვევია (ორივე ფსიქოლოგიური პრობლემაა ალბათ), სიჩქარეც გვაკლია და მაინც ნორმალურად ვთამაშობთ, თუ გავითვალისწინებთ რომ დონით მხოლოდ მეათე ვართ დაახლოებით. შერკინება ისე ვერ ყოჩაყობს როგორც წინა მსოფლიოზე ისე.

23:24 | 04.06.2017
qomagi (248)

ჩემს კომენტარებში სულ იმას ვწერ, რომ სასწრაფო წესით უნდა მოვახერხოთ და გავიყვანოთ გუნდები ევროთასებზე. საკლუბო რაგბის განვითარების გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ასევე ასაკობრივ ნაკრებებში და აკადემიებში საჭიროა უცხოელი მწვრთნელები. არ ყოფნით ჩვენებს სათანადო ცოდნა, ძალიან დაბალი დონე აქვთ საერთაშორისო დონის საზომებით. ფაქტი სახეზეა. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის. მათ არ წაუგიათ ეს თამაში, წააგეს მწვრთნელებმა იმ ბრმა, ყრუ და ნამუსგარეცხილი მსაჯის მონდომებით. ჩვენ კიდევ ერთი და იგივე კომენტარებს ვწერთ და ვსაუბრობთ, მაგრამ ვინ გვისმენს. ადრე გია ნიჟარაძის დროს ხშირი იყო შეხვედრები, ახლა სულ 2 იყო თუ სწორად მახსოვს და შეხვედრის დეტალები და თემატიკა არც გახმაურებულა.

22:58 | 04.06.2017
Torres9 (48)

ამაზრზენი იყო ჩვენის მხრიდან ამ 2 თამაშში დაშვებული შეცდომების რაოდენობა,უბრალოდ ესე თამაში
ა რ
შ ე ი ძ ლ ე ბ ა ...

22:56 | 04.06.2017
Torres9 (48)

ყველაფრის გათვალისწინებით ჩემი აზრით მისაღები ანგარიშია,მაგრამ...ვიმეორებ,აუცილებელია მაისურაძის ჩანაცვლება გამოცდილი უცხოელი მწვრთნელით.

22:01 | 04.06.2017
Kala94 (151)

კიბატონო ფაქტია, რომ შორს ვართ ამ დონის გუნდებისგან .. მაგრამ ამ მსაჯის საკმაო არაპროფესიონალიზმი რომ არა თამაშიც ბევრად დაძაბული იქნებოდა და ანგარიშიც უფრო მისაღები.. სხვა რა უნდა ვთქვა - ბიჭები აშკარად ყველაფერს აკეთებენ.. საფრანგეთთან მაქსიმალურად დიდი ყურადღება შერკინებაში - აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს უპირატესობა.. აბა წარმატებები ლომებს !!!

21:55 | 04.06.2017
dede (87)

ეს რა იყო კაცო შერკინებაშიც როგორ დაგვჩაგრეს. რაღაცა სასწრაფოდაა შესაცვლელი

21:12 | 04.06.2017
shotai-olimpi (89)

საერთაშორისო საკლუბო დონეზე თუ არ გავალთ შეუძლებელია პროგრესი შეუძლებელიიიიიი. ახალგაზრდები პროგერსირებენ მაგრამ კუს ნაბიჯებით, როდესაც გაცილებით მეტი შეიძლება. დაფინანსება რაგბს მემგონი რომ საკმაოდ აქვს და ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე უკვე მწყობრშია, უკვე დროა ევროპისკენ გავიხედოთ!!

21:09 | 04.06.2017
sabonis (74)

ღმერთმა ქნას ყველას მოუგოთ, მარა რის საფუძველზე გქონდათ იმის იმედი, რომ მოუგებდით არგენტინას, ააფრიკას, ან აწი საფრანგეთს არ მესმის.

21:53 | 04.06.2017
mitro (18)

მეგობარო მოგებაზე არაა აქ ლაპარაკი... ყველაფერიში გვაჯობეს თამაშში საერთოდ არაფერი გამოგვივიდა რა რგოლიც გინდა აიღე!!! ყველა კოზირი რაც კი გვქონდა ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიენეს ეს არაა არ ბიჭების ბრალი და არც მსაჯის!!! უბრალოთ მწვრთნელებმა არასწორი გადაწყვეტიელებები მიიღეს და პლიუს ფიზ.მომზადების სპეციალისტი არ ვიცი ვინაა მარა გასაშვები რომ არის ფაქტია ამდენი ტრავირებული არ შეიძლება 2 თამაშში... შესაცვლელია შერკინების სპეციალისტი რომელმაც ისე ავარჯიშა ბიჭები რომ მეტოქემ გვაჯობა, დაცვის სპეციალისტე ხომ აღარც კი ვლაპარაკობ მგონია საერთოდ არ გვყავს დაცვის მწვრთვნელი! რა ბურთიც ჩაიგდეს მეტოქეებმა ორივე თამაშში ყველამ ხაზი ისე გაჭრა გეგონება არ იდგა იქ არავინ.. ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიურად არ არიან ბიჭები მზად არ ჩათვილილმა ლელომ სულ დაანგრია ჩვენი შემართებაც მოტივაციაც და თუ რამე გაგვაჩნდა თამაშის დაწყებამდე!!!

21:02 | 04.06.2017
orioni (88)

სამოამ ავსტრალიასთან და იტალიამ ზელანდიასთან მოახერხა ქულის გაკეთება, ეს ის გუნდებია რომელიც უშუალო კონკურენტია ჩვენი, ასეთი თამაშით კი წარმოიდგინეთ რა შანსები გვაქვს ამათ დასამარცხებლად, საპანიკოდ არ არის საქმე მაგრამ, ახლა თუ არ შემოვძახეთ მერე გვიანი იქნება...

20:59 | 04.06.2017
orioni (88)

მეტად უხეირო თამაში, თითქმის ყველა სათამაშო ასპექტში ჩავარდით. არა და პრემიალურ ქულას ველოდი 7 ქულიანი სხვაობით წაგებაში. რამე თუ არ შეიცვალა ასე შევრცხვებით და მასპინძელ გუნდს მოგვიწევს ალაფაზე გადასვლა....წარმატებები შემდეგ შეხვედრებში!

20:56 | 04.06.2017
giogobi (68)

მართალი ხარ, მსაჯი აშკარად ტენდენციური იყო, მაგრამ ... ასე არ შეიძლება თამაში, არ ვართ მზად, შემდეგ თამაშამდე რადიკალური გადაწტვეტილებებია მისაღები. რამე უნდა შეიცვალოს, ასე არ შეიძლება

20:52 | 04.06.2017
პანტელეიმონი (1218)

თითქმის ყველა ჩვენი მოლის დროს გასაფთხილებლები იყვნენ, მაგრამ დაბრამავდა მსაჯი და გადაწყვიტა, რომ მოლი არ გვეთამაშა.

ამასთან შერკინებაში რამდენჯერმე საეჭვოდ დაგვაჯარიმა.

ბოლოს, ჩასათვლელი ლელო გაგვიუქმა.

რა თქმა უნდა არ ვამართლებ ჩვენი ბიჭების დაბნეულ თამაშს, მაგრამ არ შემეძლო მსაჯის ტედეციურობაზე არაფერი არ მეთქვა.

0.317445