სიახლეები

16:57 | 4.06.2017 | ნანახია 2350 - ჯერ

ბორჯღალოსანთა ჯგუფი: ფრანგებმა ბოლო წუთზე იმარჯვეს

მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღე ავჭალის სტადიონზე არგენტინის და საფრანგეთის ნაკრებების მატჩით გაიხსნა. შეხვედრამ მაყურებლის იმედები გაამართლა და დაძაბულ მატჩში, საფრანგეთის ნაკრებმა გამარჯვების მოპოვება ბოლო წუთზე დადებული ლელოთი მოახერხა.

პირველი ნახევარი “პუმების” გამარჯვებით დასრულდა: ნტამაკის ჯარიმას, არგენტინელებმა დაირეოს ლელოთი და კარერასის ზუსტი გარდასახვით უპასუხეს და საწყისი 40 წუთი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა. 44-ე წუთზე დაირეომ კიდევ ერთი ლელო დადო და ამჯერად გარდასახვაც თავად შეასრულა ზუსტად. ამის შემდეგ “სამფეროვნებმა“ გამოფხიზლდნენ, ორი ლელო (რომელთაგან ერთი გარდასახვა ზუსტი არ იყო) და ერთი ჯარიმა გაიტანეს და 64-ე წუთისთვის წინ გასვლაც მოახერხეს. სამ წუთში არგენტინამ კვლავ დაალელოვა მეტოქე და ანგარიში 19:18 გახდა. 71-ე წუთზე არატემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ფრანგებს მორიგი სამი ქულა შესძინა, მაგრამ ოთხ წუთში ტომას ალბორნოზიმ ჯარიმა გაიტანა, ერთ წუთში კი არეკნი შეასრულა ზუსტად და “გალები” რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

არგენტინელებმა უპაირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნეს: 79-ე წუთზე მედრანომ უბურთო მეტოქე შებოჭა, რასაც მისი გასინბინება მოჰყვა, ჯარიმა ფრანგებმა კიდეზე გადაიტანეს, საკუთარი დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომელიც ბონიფასის ლელოთი დასრულდა – 25:26.

ორივე გუნდმა 6-6 ქულა დააგროვა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:28 | 04.06.2017
პანტელეიმონი (1218)

დაგვრჩა საფრანგეთი ბოლო შანსად

17:42 | 04.06.2017
mindia (74)

სამწუხაროდ, ფრანგებთან მიზერული შანსები გვექნება, არც ს.აფრიკასთან გვაქვს შანსები მიზერულზე მეტი, იმედია შევინარჩუნებთ ადგილს. სამოამაც მაგარი მატჩი ჩაატარა დღეს და იტალიაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

0.086964