ამბები

14:35 | 31.05.2017 | ნანახია 3122 - ჯერ

ინგლისი - სამოა 74:17, ახალი ზელანდია - შოტლანდია 42:20

ავჭალის სარაგბო სტადიონზე დასრულდა ინგლისისა და სამოას ნაკრებთა მატჩი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ინგლისელმა ახალგაზრდებმა მეტოქე დაჯაბნეს და დიდი ანგარიშით - 74:17 დაამარცხეს. ეს იყო ა ჯგუფის მატჩი.

პარალელურად ქუთაისში ბ ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ახალი ზელანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიელი თანატოლები 42:20 დაამარცხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.500643