ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი ექვსი ერის გახსნას და მის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის პლეი ოფის სისტემის დანერგვას ემხრობა.
ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელმაც ინგლისს ექვსი ერი ზედიზედ ორჯერ მოაგებინა, დარწმუნებულია, რომ ეს ტურნირს დამატებიით ხიბლს შემატებს.
„საქართველოს და რუმინეთს უდიდესი პოტენციალი და რაგბისთვის შესანიშნავი გენოფონდი აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. იდეალური იქნება, თუ რაგბის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულსა და ექვსი ერის ბოლოადგილოსანს შორის პლეი ოფი შედგება. ნუთუ ეს საინტერესო არაა? წარმოიდგინეთ, რომ ეთამაშებით საქართველოს თბილისში, 60 ათასი მაყურებლის წინაშე, რათა ექვს ერში თამაშის უფლება მოიპოვოთ!“ - ამბობს ჯონსი.
ექვსი ერის აშკარა აუტსაიდერი იტალიაა, რომელიც ტურნირს 2000 წელს დაემატა, 18 გათამაშებიდან 12-ჯერ ბოლო ადგილზე დარჩა და უკანასკნელი 20 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მიუხედავად სპეციალისტთა თუ გულშემატკივართა მოთხოვნისა, ექვსი ერი იტალიას უფრთხილდება და მინიმუმ 2020 წლამდე პლეი ოფის დანერგვაზე საუბარიც არ სურს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.ultimaterugby.com/?page=4')>0?'http://www.ultimaterugby.com/?page=4':'http://www.ultimaterugby.com/?page=4'))
"წარმოიდგინეთ, რომ ეთამაშებით საქართველოს თბილისში, 60 ათასი მაყურებლის წინაშე, რათა ექვს ერში თამაშის უფლება მოიპოვოთ!“![](/img/Smileys/1.gif)
![](/img/Smileys/1.gif)
![](/img/Smileys/1.gif)
.
მემგონი ეკაიფება იტალიას
ზუსტად მაგის წარმოდგენისას აკანკალებთ, მაგრამ მოუწევთ კი 3-ი წლის მერე მაინც.
მაინც იქნებ აყვეს სხვებიც, მაინც ჩნდება იმედი რო ლღვება ყინული.
მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმე აჰყვეს 6 ერის შეფებიდან
მაინც, უელსის მწვრთნელსაც ჰო წამოცდა 1-2ჯერ. აქამდე მარტო ჟურნალისტები იყო ახლა მწვრთნელებმაც თქვეს. ნუ დიდხანს გაიწელება, მარა მაინც ტრენდი მცირე მარა პოზიტიური ჩანს.
ვინ უსმენს მერე ჭკვიან ხალხს? როცა შეიძლება ხვალვე პროგრესი, რატომ დებენ 10 წლის შემდეგ? ასე ვერასდროს გაზრდიან რაგბის პოპულარობას!!
ედი, გაიხარე ! ! !
სამართლიანი კაცი ხარ ! ! !
ყოჩაღ
საღოლ ჯონს, ყოველთვის მევასებოდი და აწი ხომ საერთოდ![](/img/Smileys/3.gif)
ცირკები ის იქნება წელსვე რომ ჩაატარონ პლეი ოფი და წელს კი ევროპის ჩემპიონი რუმინეთია DDD
ცირკი კი არა, ახი იქნება ანტიპროფესიონალური მიდგომის გამო...
DDDDDDDDDD
დაუჯერეთ ამ კაცს, რომელმა იცით მასზე უკეთ რაგბი
ვინ უსმენს მერე ჭკვიან ხალხს? როცა შეიძლება ხვალვე პროგრესი, რატომ დებენ 10 წლის შემდეგ? ასე ვერასდროს გაზრდიან რაგბის პოპულარობას!!
ჭკვიანი კაცია ედი ჯონსი