საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვესმა, 2016 წლის ექვსი ერის მეორე რაუნდის მატჩისთვის, პირველთან შედარებით შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ფრანგებმა იტალია პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ ბოლოში გატანილი ჯარიმით 23:21 დაამარცხეს და 13 თებერვალს იმავე „სტად დე ფრანსეზე“ ირლანდიას მასპინძლობენ. უკანა ხაზში, მარჯვენა ფლანგზე უგო ბონაველის ნაცვლად თამაშს ტედი ტომა იწყებს, ხოლო ცენტრში გაელ ფიკუს მაქსიმ მერმოზი ჩაანაცვლებს. ლუი პიკამოლის ტრავმის შემდეგ, შერკინების შემკვრელად დემიენ შული გადაინაცვლებს, ხოლო ფლანკერად მის ნაცვლად იაკუბა კამარა დადგება.
პირველ ხაზში ორივე ბურჯი შეიცვალა და რაბა სლიმანისა და ედი ბენ არუს ნაცვლად თამაშს უინი ატონიო და ჟეფერსონ პუარო დაიწყებენ, ხოლო მეორე ხაზში ალექსანდრ ფლანკარი პოლ ჟედრასიაკს შეცვლის.
საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა 13 თებერვალს, თბილისის დროით 18:25 საათზე დაიწყება.
პარიზი. „სტად დე ფრანსე“. 18:25 საათი
საფრანგეთი: 15. Maxime Medard, 14. Teddy Thomas, 13. Maxime Mermoz, 12. Jonathan Danty, 11. Virimi Vakatawa, 10. Jules Plisson, 9. Sébastien Bezy, 8. Damien Chouly, 7. Yacouba Camara, 6. Wenceslas Lauret, 5. Yoann Maestri, 4. Alexandre Flanquart, 3. Uini Atonio, 2. Guilhem Guirado (c), 1. Jefferson Poirot.
სათადარიგოები: 16. Camille Chat, 17. Rabah Slimani, 18. Eddy Ben Arous, 19. Paul Jedrasiak, 20. Loann Goujon, 21. Maxime Machenaud, 22. Jean-Marc Doussain, 23. Hugo Bonneval.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია