ამბები

17:35 | 17.09.2014 | ნანახია 2435 - ჯერ

მსოფლიოში ყველაზე დიდი შერკინება

გინესის მსოფლიო რეკორდის დამყარებით აღნიშნა სარაგბო სამყარომ რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის ბილეთების საყოველთაო გაყიდვების სტარტი.

ლონდონურ “თვიქენჰემზე” შეკრებილმა 1008 ადამიანმა შესძლო მსოფლიოში ყველაზე დიდი შერკინების ფორმირება, რაც გინესის მსოფლიო რეკორდად იქნა აღიარებული.

იმისათვის, რომ შერკინება გინესის მსოფლიო რეკორდად აღიარებულიყო, შემდეგი წესების დაცვა გახდა საჭირო:

- ჩვეულებრივი შერკინების პროპორციების დაცვის მიზნით, ორივე მხარეს მონაწილეები სამ ხაზად დადგნენ (3:2:3).

- ბურთი 9 ნომერმა შეაგდო და კვაჭმაც მოიგო და უკან მეორე და მესამე ხაზელებს გადაუგორა. 9 ნომერმა ბურთი გამოიტანა.

შერკინება რაგბის საერთაშორისო საბჭოს არბიტრმა უეინ ბარნსმა იმსაჯა.

http://www.youtube.com/watch?v=zCI0vMBiXeI


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117702