ფრანგული „მონპელიეს“ მეპატრონე და ქუთაისის „აიას“ სპონსორი მოედ ალტრადი ინგლისის „ავივა პრემიერშიპის“ კლუბ „გლოსტერის“ აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას გეგმავდა, მაგრამ სწორედ პრემიერშიპმა მას ამის უფლება არ მისცა.
სირიელ ბიზნესმენს აქციების 45%-ის შეძენა სურდა, მაგრამ ბრიტანელებმა მას მხოლოდ 20%-ის შეძენის ნება დართეს, რის შემდეგაც მილიარდერმა საკუთარ წამოწყებაზე საერთოდ უარი განაცხადა.
„პრემიერშიპმა იმედი გამიცრუა. არა მგონია, მათი გადაწყვეტილებით რაგბი მოგებული დარჩეს. „გლოსტერი“ უფრო ძლიერი გახდებოდა როგორც ინგლისში, ისე ევროპულ არენაზეც, და გულშემატკივრების დიდ ინტერესს გამოიწვევდა. გაჩნდებოდა შესაძლებლობა ბრიტანეთში ახალი ინვესტორების მოსაზიდად. მოლაპარაკება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და მისმა შედეგებმა გული დამწყვიტა. სამწუხაროდ, დღესაც არ ვიცი, რა იყო უარის მიზეზი“, - განაცხადა ალტრადმა Sky Sports-თან საუბარში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან ამპარტავნები არიან, ყველას ზემოდან უყურებენ და ამიტომაც ყველა ქვეყანა გაასწრებს ნელნელა!!
Mohed Altrad is a Syrian-born French billionaire businessman, rugby chairman and writer, born in March 1948 in the desert of Syria
საიტი:
სირიელი ბიზნესმენიო და წარმოშობით სირიელი, საფრანგეთის მოქალაქე
52 წელია რაც საფრანგეთის მოქალაქეა და ე.წ. "მსხვილი გადამხდელი"
"დღესაც არ ვიცი, რა იყო უარის მიზეზი, - განაცხადა ალტრადმა Sky Sports-თან საუბარში".
.
ის, რომ სირიელი ხარ წარმოშობით - აი ეგ იყო რეალური მიზეზი