ამბები

12:24 | 19.04.2017 | ნანახია 3812 - ჯერ

საქართველოს წილი: 12 ათასი 8,5 მილიონიდან

მსოფლიო რაგბის ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისისთვის რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 8,5 მილიონი ადამიანი თამაშობს, თუმცა, მათგან ოფიციალურად მხოლოდ 3,2 მილიონია რეგისტრირებული.

ყველაზე მეტი მორაგბე, 2 მილიონზე ოდნავ მეტი ინგლისს ჰყავს, მეორე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც რაგბის 1,5 მილიონი ადამიანი თამაშობს. ხუთეულში შედიან ავსტრალია (669 ათასი), საფრანგეთი (634 ათასი) და სამხრეთ აფრიკა (467 ათასი).

საქართველოში 12 ათასი მორაგბეა, ჩვენს მეზობელ რუსეთში - 98 ათასი, ხოლო რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩვენს მთავარ კონკურენტ რუმინეთში - 24 ათასი. ყველაზე ცოტა, 245 მორაგბე წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო ნიუეს კუნძულებზეა.

რაგბს პლანეტის 121 ქვეყანაში თამაშობენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:39 | 19.04.2017
GiorgiG83 (525)

მოსახლეობის 0.35 % ზე ნაკლები

ერთი %-ის მესამედი

ბოლო აღწერით 3,7M ვართ


0.085718