ამბები

11:40 | 18.04.2017 | ნანახია 4925 - ჯერ

ჟვანია „სტად ფრანსეს“ დატოვებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც კვაჭის პოზიციაზეც თამაშობს, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სტად ფრანსეს“ დატოვებს.

25 წლის მორაგბეს პარიზელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, მაგრამ ჟვანიას გუნდის გამოცვლა მყარად აქვს გადაწყვეტილი. ის კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

Midi Olimpique-ს ცნობით, ზურა კარიერას „ტულუზში“, ან „ბრივში“ გააგრძელებს.

ჟვანია საფრანგეთში 2011 წლიდან თამაშობს. 6 წლის წინ ის „სტად ფრანსეს“ ესპუარებში გადავიდა და მომდევნო სეზონში პირველი გუნდის შემადგენლობაში გამოჩნდა. მაგრამ მას სათანადო სათამაშო დრო არ ეძლეოდა და 5 წლის განმავლობაში ტოპ 14-ში 47-ჯერ ითამაშა (2 ლელო), ჩემპიონთა თასზე - 4-ჯერ (1 ლელო) და ჩელენჯ კაპზე - 25-ჯერ (3 ლელო).

რაც შეეხება მისი გადაბირების მსურველებს, „ბრივისთვის“ ჟვანია ამ ეტაპზე პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ მოიაზრება, ხოლო ტულუზელები ზურას ტრავმირებული სირილ ბელის ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად განიხილავენ. ცნობისთვის, „ბრივში“ ჟვანიას თანაამპლუელი კარლენ ასიეშვილია, ხოლო „ტულუზის“ მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი მომავალი სეზონიდან „რასინგის“ ღირსებას დაიცავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:36 | 20.04.2017
GiorgiG83 (525)

მეტი სათამაშო დრო!

20:05 | 19.04.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებ ზურა ! ! !

08:38 | 19.04.2017
dinamo222 (692)

მერე ლილეს უნდა პარიზიდან წასვლა ? რატომ არ ეკითხება ? DD

0.078562