ბორჯღალოსნები

23:31 | 11.04.2017 | ნანახია 4400 - ჯერ

18-წლამდელთა ნაკრებმა იაპონია იოლად დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში იაპონია იოლად 42:17 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება. უმცროსი "ბორჯღალოსნები" ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

პირველი ტაიმი საქართველომ 15:3 მოიგო, მეორე ნახევარში კი იაპონელები შეეცადნენ შეხვედრაში გარდატეხა მოეხდინათ, თუმცა 18-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა და ფინალში გასვლა დაიმსახურა. მეორე მატჩში საფრანგეთმა პორტუგალია 47:0 დაამარცხა. ფინალი 15 აპრილს გაიმართება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:07 | 12.04.2017
BEERTRANCE (1073)

რაც არ უნდა იყოს, აშკარაა მეორე ტაიმის თამაში შეგვიძლია, და 1-2 ლაფსუსი იმას უნდა მივაწერო რო იგებდნენ და მოეშვენ, თუმცა მალევე მოაჯინეს თავის ადგილას სამურაები, მარა მამლაყინწებთან ეგ წამიერი მოდუნებაც არ გვეპატიება.

10:40 | 12.04.2017
beeq777 (35)

კარგი თაობა მოდის და მშვენიერი შევსება ექნება ნაკრებს უახლოეს წლებში. პირადად მე განსაკუთრებულად თვალში მხვდება 11 ნომრის ოთან ძაგნიძის თამაში რომელმაც 2 თამაშში 4 ლელო მიითვალა და 10 ნომრის თედო აბჟანდაძის სტაბილური , გონივრული და სწორი თამაში მათშორის ფეხით. მგონია ეს ორნი უთუოდ ითამაშებენ დიდ რაგბს თუ სხვა კიდევ ბევრი არა ამ ნაკრებიდან. მომავალი მართლა ჩვენია ამ ბიჭებს რომ ვუყურებ. საკლუბო რაგბს თუ მიეხედება ყველაფერი მოგვარდება და დალაგდება.

10:25 | 12.04.2017
buratino (480)

ყოჩაღ, ჩვენო ბოკვერებო, მაგრები ხართ! ამჯერად უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ფინალზე. ფრანგებთან მოგება უძნელესი იქნება, თუმცა ვინ იცის, იქნებ მოვახდინოთ სენსაცია. თუ არადა, ის ნაღდად მჯერა რომ წინა წლებთან შედარებით ჩვენი ბიჭები გაცილებით დიდ ბრძოლას გაუმართავენ მასპინძლებს

08:51 | 12.04.2017
shotai-olimpi (89)

ფრანგებს წინა ფინალზე უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მგონია, პორტუგალია საზომად არ გამოდგება ფრანგების ძალის. იაპონიას ასე ადვილად თუ მოვუგებდით არ მეგონა, ფაქტიურად ინიციატივა არ გაგვიშვია ხელიდან.

08:15 | 12.04.2017
ogafa (407)

ფრანგებსაც მოუგებენ

00:16 | 12.04.2017
BEERTRANCE (1073)

კმაყოფილი ვარ, არ ველოდი რო მეორე ტაიმშიც დაჯაბდნიდენ და ჟინს მოუკლავდენ, რამდენი დაგვიდეს იქვე უპასუხეს. ყოჩაღ. ახლა იმედია ფრანგებსაც დავამწუხრებთ,

00:39 | 12.04.2017
ოვალური კორბენი (276)

დამწუხრება რთული იქნება, მაგრამ იმედია ისეთი სხვაობით არ დამარცხდებიან, ფრანგ თანატოლებთან როგორც ადრინდელ ფინალებში.

0.085594