18-წლამდელები

2:52 | 11.04.2017 | ნანახია 5793 - ჯერ

18-წლამდელები: იაპონიასთან იგივე შემადგენლობით

უმცროსი ბორჯღალოსნების (18-წლამდელები) სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კანადასთან გამარჯვებული შემადგენლობა არ შეიცვლება და ბრეტანში (საფრანგეთი) მიმდინარე რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს ის 15-ეული დაიწყებს, რომელმაც 7 აპრილს მეტოქეს 35 წუთში 4 ლელო დაუმიწა.

ჩვენმა 18-წლამდელებმა კანადასთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს. მორკინალებმა ბევრი იმუშავეს და უპირატესობები შექმნეს, რომლებიც ხაზის მოთამაშეებმა სათანადოდ გამოიყენეს და 31:0 დავწინაურდით. მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელო დავდეთ და საბოლოოდ მეტოქეს 43:3 ვძლიეთ. 6 ლელოდან 3 ოთარ ძაგნიძის ანგარიშზეა, ხოლო თითო-თითო კონსტანტინე მარჯანიშვილმა, ლაშა ლომიძემ და გია ხარაიშვილმა დაამიწეს. თედო აბჟანდაძემ 5 გარდასახვა და 1 ჯარიმა გაიტანა.

სასიხარულოა, რომ ზორბა კანადელებთან ჯახში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტრავმების არიდება მოახერხეს. განვლილი სამი დღე აღდგენებს დაეთმო და ახლა ეს ბიჭები თასის ნახევარფინალში იაპონელ თანატოლებს შეხვდებიან, რომლებმაც მეოთხედფინალში ბელგიას 36:10 სძლიეს.

კანადელთა მსგავსად, იაპონია ევროპის ღია ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს. მეოთხედფინალში ბელგიამ აზიელებს პირველ ტაიმში დიდი ბრძოლა გაუმართა და 0:10 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მეორე ტაიმში იაპონიამ მეტოქე გატეხა, კიდევ 4 ლელო დაუდო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. 5 ლელოდან სამი, მორკინალების ანგარიშზეა. თავი შერკინების შემკვრელმა შოთა ფუკუიმ, მეორეხაზელმა კინოშიტამ და ფლანკერმა იამამოტომ გამოიჩინეს. ბოლო ორი ლელო ფულბეკი ინაიოშის და შუამარბო ოსადას ანგარიშზეა. ჯარიმა და 4 გარდასახვა მეორე შუამარბმა ტაირა მაინიმ გაიტანა.

იაპონელი 18-წლამდელები იმავე სტილის რაგბის მიმდევრები არიან, რასაც მათი ეროვნული ნაკრები თამაშობს. ისინი არიან სწრაფები და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძვიან. ხვალინდელი თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მისი ხილვა RUGBYEUROPE.TV-ის სთრიმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

თასის მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი პორტუგალიას ეთამაშება. მანამდე მე-5 ადგილის ნახევარფინალში კანადა ბელგიას, ხოლო ესპანეთი აშშ-ს შეხვდება.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი

11 აპრილი | ნახევარფინალი

საქართველო - იაპონია (21:00 საქ დროით)

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (45)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:14 | 12.04.2017
BEERTRANCE (1073)

ასეთ მოგებას არ ველოდი, მეორე ტაიმი მაგრა ჩაატარეს, კი ლელოები არ უნდა გაგვეშვა მარა ეგრევე მოაჯინეს იაპონელები ადგილზე. იმედია ფრანგებს გავაოცებთ

22:59 | 11.04.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

22:52 | 11.04.2017
maxo_65 (458)

რაც მთავარია ჩვენი მწვრთნელებიც იზრდებიან

22:51 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

Грузия в финале юношеского Евро
Юные "Лелос" прогнозируемо разгромили Японию и вышли в решающую стадию турнира.
Первую попытку горцы организовали в первой же атаке и захватив инициативу уже не отдали ее до конца встречи. Даже играя в меньшинсвте грузинцы смотрелись интереснее и монолитнее японцев, которые просто не нашли контраргументов качественному регби от грузин.
Грузия 42:17 Япония
В финале турнира как и год назад Грузия сыграет с Францией.

0?'>http://rugger.info/news/13429':'>http://rugger.info/news/13429'))

22:51 | 11.04.2017
maxo_65 (458)

ვულოცავ ბიჭებს, იაპონელებს ხელით თამაშშიც ვაჯობეთ..თუ ამ ბიჭებმა გავითარება გააგრძელებს, წარმომიდგენია 5 წელიწადში რა გუნდი გვეყოლება..

22:51 | 11.04.2017
გზავნილი (81)

ყოჩაღ ლომებო, ყველას გილოცავთ. გამორჩეული თაობაა უდავოდ.
პესიმისტების გულისცემა მესმის მაგრამ სად არიან, რატომ არ ჩანან...
ამ გუნდს ჭირდება სეროზული ყურადღება, სეროზული გამოცდილი მწრთნელთა შტაბით და ძალიან ბევრს გაამწარებენ .
წარმატებები ლომებო, ვამაყობთ თქვენით

22:27 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

რაც მთვარია ეს გუნდი წინა ასაკობრივზე კარგი ჩანს, შეცდომები იყო მაგრამ ზედმეტმა სითამამემ იმუშავა უფრო, მოლით მთელი სტადიონი გადაგვქონდა ბურთი და აუტებშიც კარგები ვიყავით!! შერკინება ნუ რათქმაუნდა.

22:26 | 11.04.2017
krasni (587)

მაგარი ბიჭები გვყავს. იაპონიაც წავაქციეთ, მიაყოლეთ ბარემ ფრანგებიც. იქნება ფინალი მაინც გვაჩვენონ ნორმალულად.

22:25 | 11.04.2017
ჰუკერი (22)

კარგი გუნდი გვყავს, რა!

22:24 | 11.04.2017
dede (87)

ბოლოში მაგრა მოუმატეს კაია, მარა პატარა შეცდომებიც თვალშისაცემია

22:23 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გილოცავთ!!!

22:22 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

42-17

22:21 | 11.04.2017
dinamo222 (692)

დამთავრდა 42-17 !

22:21 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

გილოცავთ ბიჭებო

22:12 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

ბრავო

22:09 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

32 -17

22:03 | 11.04.2017
dinamo222 (692)

კიდევ დაგვიდეს ლელო @ ამ ხელით თამაშში რა ყველა გვჩაგრავს და გვჯობნის რა არიიიიი @@@

21:56 | 11.04.2017
dinamo222 (692)

არიიიის 25-10

21:56 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

წინა ჯარიმა უეჭველი კარებში დასარტყმელი იყო, კაი დამრტყმელი გვყავს და ახლოს იყო კარებთან.

21:57 | 11.04.2017
dinamo222 (692)

ქარია და ამიტომ არ დაარტყა

21:54 | 11.04.2017
dinamo222 (692)

ეეეე რა დროს ხელით თამაში იყო მიაწექით რაა და დაუდეთ ლელო და 40-10 რო გახდება მერე ითამაშეთ ხელით @@

21:51 | 11.04.2017
dinamo222 (692)

ლელო დაგვიდეს 20-10

21:49 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

აუ რა უაზრო ჯარიმა ავიღეთ

21:43 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

არის მესამე ლელო

21:43 | 11.04.2017
dede (87)

ლელო გავიტანეთ მაგრამ რანაირად ვერ დავინახე((((((

21:49 | 11.04.2017
dinamo222 (692)

ჩვენმა 8 ნომერმა გაჭრა ხაზი და ბოლომდე ირბინა

21:30 | 11.04.2017
dinamo222 (692)

მპლით 30 მეტრი ათრიეს ბაქები ვირგლა იაპონელები DD

21:32 | 11.04.2017
dinamo222 (692)

მოლით

21:29 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

კარგია კიდევ უფრო უნდა მოვინდომოდ პირველ ტაიმში უნდა მოვკალთ თამაშის სურვილი!!!

21:28 | 11.04.2017
dinamo222 (692)

15-3

21:27 | 11.04.2017
dinamo222 (692)

13-3 !

21:27 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/13298')>0?'http://rugger.info/news/13298':'http://rugger.info/news/13298')) აქ უყურეთ

21:26 | 11.04.2017
tokageo (45)

stripslashes((strlen('http://www.dailymotion.com/video/x5h29yf_rugby-europe-u18-championship-2017-prod1-pont-l-abbe-concarneau_sport')>0?'http://www.dailymotion.com/video/x5h29yf_rugby-europe-u18-championship-2017-prod1-pont-l-abbe-concarneau_sport':'http://www.dailymotion.com/video/x5h29yf_rugby-europe-u18-championship-2017-prod1-pont-l-abbe-concarneau_sport')) აქაა ბიჭებო ლაივი

21:24 | 11.04.2017
dinamo222 (692)

8-3 ვიგებთ

21:24 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

8-3 ვიგებთ 25-ე წუთი

21:22 | 11.04.2017
ჰუკერი (22)

ჩაირთო, მაგრამ რაღაცას აჩმახებს

21:19 | 11.04.2017
dinamo222 (692)

მთელი დღე ჩართული იყო და მაინც და მაინცდ ჩვენ თამაშზე დაემართათ თვიური მაგ ჩემანალებს @@@@

21:09 | 11.04.2017
dinamo222 (692)

გაჭედა მაგ საიტმა @@

21:05 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

საიტზეც კი ვერ შევდივარ

21:03 | 11.04.2017
dede (87)

ირთვება თქვენთან?

21:04 | 11.04.2017
ჰუკერი (22)

აარა

20:52 | 11.04.2017
dinamo222 (692)

თუ კიდევ ისე დურაკულად აჩვენებენ ამ თამაშსაც მასშინ მართლა მაგათი დედააც @ საერთოდ არ ჩანდა არაფერი წინა თამაშში ზედ მოედნის დონიდან რომ იღებდნენ კამერები @@

20:45 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ფრანგები სულ სხვა გუნდია ვიდრე ესპანეთთან იყო. ფინალში კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან.

19:29 | 11.04.2017
არჩილ სოხუმელი (484)

5 ადგილისათვის ბელგია - ესპანეთი. თუ 7 ადგილი თამაშდება მაშინ იქ კანადა და აშშ ითამაშებენ.

მეტის ნახვა
0.101112