დიდი 10

11:58 | 3.04.2017 | ნანახია 3549 - ჯერ

„ჯიქმა“ ჩემპიონი დაამარცხა

დიდი 10-ის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩში „ჯიქმა“ გორში თბილისის „ლელო სარასენსი“ 17:13 დაამარცხა და პლეი-ოფში მეორე ადგილიდან გასვლა თითქმის გაინაღდა.

თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყის წუთებში ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს ჰქონდათ, როდესაც ბურთი ჩაჭრეს, მაგრამ გორელ მორაგბეს მდევარი დაეწია. პასუხად სწრაფი კონტრშეტევა „ლელო სარასენსმა“ წამოიწყო, ჯარიმის უფლება მოიპოვა და ირაკლი ყიასაშვილმა ზუსტად დაარტყა.

გორელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ორჯერ ჰქონდათ, მაგრამ რამაზ ხარაზიშვილს გასატანი ჯარიმები გაუცუდდა. „ჯიქი“ 33-ე წუთზე მაინც დაწინაურდა. თბილისელთა 22-ში დანიშნულ შერკინებაში უპირატესობა მოიპოვა, კიკნაძემ გრძელი გადაცემით მარცხნივ ბიწაძე მოძებნა და მანაც ლელო გაიტანა, ხოლო ხარაზიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ტაიმის მიწურულს ყიასაშვილს 45 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა და შესვენებაზე „ჯიქი“ 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში „ლელო სარასენსმა“ ტემპს მოუმატა, მეტოქის ნახევარზე 11 წუთი გაატარა, „ჯიქი“ ხშირად ჯარიმდებოდა და სინბინით დაისაჯა, ხოლო ყიასაშვილი ახლოდან ზუსტი იყო - 7:6. შემადგენლობები მალე გათანაბრდა. „ჯიქი“ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა და ხშირი ჯარიმებისთვის სინბინით უკვე მათი ბურჯი დაისაჯა. ამან გორელები გამოაფხიზლა და მათი მრავალფაზიანი შეტევა „ლელომ“ წითელ ზოლში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. ახლა უკვე „ჯიქი“ იყო მეტობაში, თანაც შერკინებაში უპირატესობა ჰქონდა, შერკინება ირჩია და იქიდან ლელოს სუხაშვილი მიწვდა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახა.

„ლელოს“ პასუხმა არ დაახანა. დერეფნიდან ცნობილი მოლის აგორების მცდელობა ორჯერ ჩაეფუშა, მესამედ კი გამოუვიდა, შოთა თევზაძის შეფასებით ის მცველებმა განზრახ ჩააქციეს და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. „ჯიქმა“ კიდევ ერთხელ შეძლო ინიციატივის დაუფლება, ჯარიმა გამოიმუშავა და „ლელო სარასენსს“ ფიქრად მხოლოდ ლელოზე თამაში დაუტოვა. სტუმრებს დასკვნით წუთებზე კარგი შეტევები ქონდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და „ჯიქმა“ 17:13 იმარჯვა.

დიდი სხვაობებით დასრულდა დანარჩენი ორი შეხვედრა. ქუთაისში „აიამ“ თბილისის „აკადემიას“ 35:5 სძლია და პრემიალური ქულაც მიიღო. პრემიით, 64:14 იმარჯვა „ბათუმმაც“, რომელიც ქუთაისის „ბაგრატს“ ეთამაშებოდა.

2/04 @ 16.10

სხვ

მ-წ *ფ

$

აია ქუთაისი

58

+127

13-4

6

ჯიქი გორი

56

+164

11-5*1

10

ბათუმი

54

+169

11-4*2

6

ლელო სარასენს

53

+87

10-4*3

7

ლოკომოტივი

51

+106

10-5*2

7

აკადემია

42

+17

9-8

6

არმია

37

-45

8-9

5

არმაზი

19

-128

3-13*1

5

ბაგრატ ქუთ

18

-297

3-14

6

ყოჩები ბოლნისი

14

-200

2-14*1

4


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:21 | 04.04.2017
temuchin (431)

ჯიქები და აია იმ რაგბს თამაშობენ რომელსაც ჩვენი მომავლის იმედი უკავშირდება!

18:29 | 03.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ასე მგონია რომ გორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარაგბო ცენტრი გახდება საქართველოში.

0.091691