ამბები

10:19 | 31.03.2017 | ნანახია 1661 - ჯერ

ბრიტანელი მოსწავლეების ქართული ტურნე

რაგბის ეროვნული აკადემიის საგაზაფხულო მატჩების სერია გრძელდება. 25, 27 და 29 მარტს საქართველოში იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებული საამიროების "აბუ დაბი ჰარლიქვინზის" 15 წლამდელთა გუნდი, რომელიც პირველ ორ მატჩში აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიის 15 წლამდელთა გუნდს ეთამაშა, ხოლო მესამეში ჰარლიქვენზებს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს აკადემიის ჭაბუკებმა უმასპინძლეს. სამივე მატჩში აკადემიის აღსაზრდელებმა იმარჯვეს.

ახლა ბრიტანელების ჯერია

აბუ დაბის შემდეგ ესტაფეტა "სენთ დევიდს კოლეჯის" 15-წლამდელთა გუნდმა გადაიბარა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს აკადემიის 15 წლამდელთა გუნდთან 2 მატჩიან სერიას გამართავს. "სენთ დევიდს კოლეჯი" ჩრდილო უელსიდანაა და აღსანიშნავია, რომ ის პირველი ბრიტანული სასკოლო გუნდია, რომელიც საქართველოს სარაგბო ტურნეთი ესტუმრება. პირველად ქართველი და უელსელი ჭაბუკები მარტყოფის სარაგბო ბაზაზე 1 აპრილს, დილის 11 საათზე ირაგბებენ. სერიის მეორე მატჩი 4 აპრილს შევარდენზე 16 საათზე გაიმართება.

სენთ დევიდს კოლეჯი 1965 წელს დაარსდა და სწავლება ალტერნატიული მეთოდით მიმდინარეობს. ეს მიზნად მოზარდის ყოველმხრივ განვითარებას ემსახურება და სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენება სპორტი, კერძოდ რაგბი.

დღეისათვის კოლეჯში 13-იდან 16 წლამდე 250 მოსწავლე სწავლობს და მას ოთხივე ასაკობრივი კატეგორიის გუნდი ყავს. გუნდი მონაწილეობს Eyruri cup-ში და ბოლო ორი გათამაშების ფინალისტია და "ჯონი ვილქინსონის" თასის მოქმედი გამარჯვებულია. ამ გუნდის დევიზია "ძალა ერთობაშია".

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:51 | 31.03.2017
პანტელეიმონი (1218)

ქართველ ბოკვრებს წარმატებას ვუსურვებ ! ! !

0.085223