18-წლამდელები

14:50 | 17.03.2017 | ნანახია 2226 - ჯერ

18-წლამდელები: პირველი მატჩი ფრანგულ შეკრებაზე

დღეს საღამოს ფრანგულ შეკრებაზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ საკონტროლო თამაშს გამართავენ.

"მონპელიეს" ბაზაზე შეხვედრა ადგილობრივი ფროით 18 საათზე (21 საათზე თბილისის დროით) დაიწყება და ქართველი 18-წლამდელების მეტოქე ‘მონპელიესა’ და ‘ბეზიეს’ თანატოლთა გაერთიანებული გუნდი იქნება.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდები რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატისთვის (ყოფილი ელიტ დივიზიონისთვის) ემზადებიან, რომელიც 6-16 აპრილს საფრანგეთში, ბრეტანში გაიმართება და ისინი მონპელიეში 12-დღიანი შეკრებით 13 მარტს გაემგზავრნენ.

22-ში უმცროსი ბორჯღალოსნები მეორე თამაშს გამართავენ და მეტოქე "მონპელიესა" და ‘ნარბონის’ გაერთიანებული გუნდი იქნება. შეკრების დასრულების შემდეგ, ჩვენი 18-წლამდელები შინ ბრუნდებიან და 2 აპრილს კვლავ საფრანგეთში, უკვე ოფიციალური ტურნირისთვის მიემგზავრებიან.

მეოთხედფინალში მათი მეტოქე კანადის ნაკრები იქნება (7 აპრილი) და ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში იაპონია-ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

დღევანდელ თამაშს ჩვენი 18-წლამდელები ასეთი შემადგენლობით იწყებენ: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. გია ხარაიშვილი, 4. საბა ჯღარკავა, 5. ნიკა წივწივაძე, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

შეკრებაზე არიან: გიორგი ახალაძე, ირაკლი მეთაფლიშვილი, ვანო კარკაძე, იროდიონ ქუცნიაშვილი, ლუკა გელაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, იოანე იაშაღაშვილი, კობა კოლოტაური; ანდრო ახვლედიანი, მიხეილ ალანია, დავით გობეჯიშვილი, რევაზ ხარაზიშვილი, გოჩა ჩანადირი, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თეიმურაზ ჭიჭინაძე, გიორგი ჭედია.

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გიორგი მაისურაძე - ფიზ. მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - მასაჟისტი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079581