სხვა

13:47 | 16.03.2017 | ნანახია 3435 - ჯერ

„კრასნი იარი“ 18-ში გვესტუმრება

როგორც რამდენიმე ხნის წინ მოგახსენებდით, რუსეთის ვიცე-ჩემპიონი „კრასნი იარი“ ჩელენჯ კაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის პირველ მატჩს რუსთავში, ახალ სარაგბო სტადიონზე გამართავს. მოგეხსენებათ, კრასნოიარსკელები საქართველოში იმიტომ ჩამოდიან, რომ მატჩი 1 აპრილს უნდა გაიმართოს და EPCR კატეგორიული წინააღმდეგია, ევროთასის თამაშს კრასნოიარსკმა უმასპინძლოს, სადაც იმ დროისთვის რაგბისთან ჯერაც შეუსაბამო კლიმატური პირობები იქნება.

ჰოდა, რუსებმაც ალტერნატივად საქართველო, კერძოდ კი რუსთავი აირჩიეს, სადაც შარშან ხანგრძლივი და, როგორც თვითონ ამბობენ, მეტად ნაყოფიერი საწვრთნელი შეკრება გაიარეს. კრასნოიარსკელებს ქართულ კლუბებთან რამდენიმე ტესტიც ჰქონდათ და რუსთავში მომზადებულებმა შემდგომში ჩელენჯ კაპის ხსენებულ სტადიასაც უწიეს.

ამდენად, კრასნოიარსკელები რუსთავში 1 აპრილამდე თითქმის 2 კვირით ადრე ჩავლენ - 18 მარტს ახალ სარაგბო სტადიონზე მათი ახალი მოსამზადებელი შეკრება დაიწყება. შეგახსენებთ, 1 აპრილს „კრასნი იარი“ რუმინულ „ტიმიშოარას“ შეხვდება. როგორც ზემოთ ვთქვით, თამაში რუსთავში შედგება. დასაწყისი 15 საათზე. იმასღა დავამატებთ, რომ „კრასნი იარის“ შემადგენლობაში ორი ქართველია - გუნდის მგეზავი და ბომბარდირი, 30 წლის ლაშა მალაღურაძე და ბურჯი-უნივერსალი, 31 წლის მიხეილ წიკლაური.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:10 | 17.03.2017
BEERTRANCE (1073)

ფინანსურ სარგებელზე არ ვდავობ, მარა მაგ უჯიშოების თავისებური აზროვენბა არ იცით?

სიტყვაზე თურქებზე რო ყოფილიყო ანალოგიური და ბათუმში ეთამაშათ ჰო წავიდოდა 1 ამბავი?

ანალოგიური არის ეს. ინტერპრეტაცია მიეცემა რო ვუმასპინძლეთ რუსთავში ანუ შინ ვითამაშეთ რუსთავში და არც იმას დააკლებენ რო ქართველები მივიდენ და გვიქომაგენ კიდევო.

22:33 | 16.03.2017
qomagi (248)

დიდად არც მე მეხატებიან გულზე რუსები, მაგრამ ჩამოეთრნენ და ფინანსურ სარგებელს მაინც ვნახავთ. ისე ეგ ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, იგივე რუსებს ტრაპიზონში ვეთამაშეთ.

12:33 | 17.03.2017
BEERTRANCE (1073)

ტრაპზონში თამაში სულ სხვა სიტუაცია იყო. ომის გამო იყო რო ნეიტრალურზე გვთხოვეს თამაშის ჩატარება და ამ ამხელა საღორეთ ქვეყანაში 1 სტადიონი რანაირად ვერ გამონახეს თამაშის ჩასატარებლად?

19:37 | 16.03.2017
LA.paata (38)

სად კრასოიარსკი სად რუსთავი, სად ერეკლე სად ჩემი ყურებიანი ქუდი....? რუს რეგბისტებს აკლდათ საქართველ დასაკუთრება, ესეც მცოცავი ანექსიის ნაწილია?

16:21 | 16.03.2017
BEERTRANCE (1073)

რატო უნდა დავთანხმებულიყავით, ეგ უჯიშოები მერე იტყვიან აი საქართველოს ტერიტორიაზე მასპინძლების რანგში ვთამაშობთ და ჩვენიაო.

17:15 | 16.03.2017
პანტელეიმონი (1218)

არა ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და მგონი შეკრებისთვის და მატჩის ორგანიზებისთვის კარგ ფულსაც გავაკეთებთ.

0.082561