ბორჯღალოსნები

21:01 | 12.03.2017 | ნანახია 5707 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: “ჩვენ ვთამაშობთ ისე, რის საშუალებასაც მეტოქე გვაძლევს”

საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მცირე კომენტარი გააკეთა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის განცხადებით, რუსეთის ნაკრებმა დაცვაში მაღალ დონეზე ითამაშა.

“მეტ ჯარიმას ველოდებოდით. თუ არ ვცდები დაახლოებით 16 ჯარიმა გახდა საჭირო, რომ სინ ბინი გვენახა. ჩვენ ვთამაშობთ იმდენად კარგად, რამდენადაც მეტოქე გვაძლევს ამის საშუალებას. დღეს კი, რუსეთის ნაკრებმა დაცვაში პირველი ნახევარი საათი მაღალ დონეზე ითამაშა. სწორედ ამის მიზეზი იყო, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 2 ლელო დავდეთ”, - თქვა ჰეიგმა.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 28:14 მოუგო და ევროპის ჩემპიონატს დამაჯერებლად, 4 თამაშიდან 4 გამარჯვებით ლიდერობს.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:43 | 14.03.2017
ukleba (77)

გზავნილი
შენ თვითოინვე უპასხე საკუთარ შეკითხვას მეგობარო. მე და შენი კამათი სხვა რამის გამო დაიწყო და გაგრძელება იმ კამათის დასაწყისს საერთოდ არ შეესაბამება. ეს კი აქ აბსოლუტურად ვთანხმდებით რაც ქვემოთ დაწერე. მაგრამ რასაც აპროტესტებდი იქ გიპასუხე უბრალოდ. შენ თვითონ დამეთანხმე ჩემს კრიტიკულ შეფასებაში ქვემოთ მოყვანილი პუნქტებით. ვინ ამბობს რომ როტაცია ცუდია, ან ვინ ამბობს რომ ეს ზედმეტია. პირიქით ეს ფუფუნებაა და კარგია ამის შესაძლებლობა რომ მოგვეცა. რუსეთთანაც არ დააყენებდა მამუკას და ნარიაშვილს ჰეიგი მარა საზოგადოების დიდი ინტერესეს და "ე მანდ რამე არ მოხდეს " შიშით დააყენა. თან ხალხის მოთხოვნაც (მათ შორის ჩემიც) იყო რომ ეთამაშათ ბიჭებს სახლში ერთი თამაში მაინც. მე და შენ განვითარების გეგმაში ვთანხმდებით.. აგერ პერვუხინმა შვიდკაცა ისე დაასუსტა რო ყველა ტამაში წააგეს მსოფლიო სერიაზე, ყველა მორაგბე ნაკრებში ყავს. ჩემი აზრი ასეთია: განვითარების ერთადერთ სწორ გზად საკლუბო რაგბის აღორძინება მიმაჩნია. ის რომ რეზერვი გვყავდა ჩვენ ეს ვიცოდით ვინც ამ ბიჭებს, რომელთაც ეროვნულშI ითამაშეც 4-5 წელია უკვე თვალს ვადევნებთ. მათ ადაპტაცია სჭირდებათ ეს ცალსახაა და აქვთ კიდეც ამის შანსი, მაგრამ სანამ საკლუბო რაგბი არ განვითარდება, მანამ გაჭირდება წინსვლა. არადა 2 მილიონი უნდა ერთი კარგი გუნდის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფას 2 მილიონი. 4 მილიონი 2 კლუბი და აი მერე ნახე განვიტარება. ეს ბავშვები, რომლებიც არ ჩანან იმიტო რო ვერ ვითარდებიან, ან თუ მიდიან მათი უმრავლესობა ესპუარებში იკარგება ევროპაში. აი მერე იქნება განვითარება მარა ვერ დაადგა საშველი

12:43 | 14.03.2017
ukleba (77)

ცოტა აბდაუბდა კი დავწეერე მარა საერთო გულისტკივილს მიხვდები

15:34 | 13.03.2017
ukleba (77)

გზავნილი
მეგობაროშედეგს საერთოდ არ ვუყურებ და ანგარიში საერთოდ არ მაინტერესებს,. რა 100 ქულით რო მოგვეგო რუმინეთთან მოსაგებად არ უნდა გავიდეთ??? რა შუაშია აქ შედეგი. აქ მტავარია თამაშის ხარისხი და არა შედეგი. დაშვებული შეცდომები, რომლებსაც არც ერთი საშუალოზე მარალი დონის გუნდი არ გაპატიებს. რა შუაშია აქ უმადურობა, დავდგეთ და პოლიქრონიონ ვიძახოთ??? ნაკრები მაშინ განვითარდება სწორად, თუ გულშემატკივარ და კრიტიკოსი ეყოლება სწორი და არ მისცემს არც ერთი წამით მოდუნების საშუალებას. მე ზოგადად ერთადერთ რამეში ვარ შეჯიბრის მომხრე და ამ ერთადერთს სიყვარული ჰქვია. ხოდა თუ გინდა 100 წელი შევეჯიბროთ მე და შენ ჩვენი ბიჭების სიყვარულში მე არ ვარ წინააღდეგი, მარა რაც თვალსაჩინოა წარსული დიდების ხათრით ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ასე ვერ განვვითარდებით. ამ ლოგიკით მაშინ დინამოს 81 წლის გამარჯვების გამო ვუკრათ ტაში დღევანდელ დღესაც და ვიყოთ ბედნიერები. მთავარი მოგება არ არის სწორედაც, მთავარია თამაშის ხარისხი და კონცენტრაციის 1-დან ბოლო წუთამდე შენარჩუნება. აი ასე განვვითარდებით.

10:02 | 14.03.2017
გზავნილი (81)

ყოველგვარი ირონიის გარეშე გეკითხებით - ჩამოთვალეთ ქმედებები რომლითაც განვითარდებით? ოღონდ რეალური ქმედებები, რომელიც ჩვენი რაგბის 17 მილიონიანი ბიუჯეტი გაწვდება...
აქვე ჩემს მოსაზრებას გეტყვით - ფაქტები:
1) ნაკრების მწვრთნელმა გამოცადა ყველა მორაგბე, რომელიც შეიძლება გამოეცადა და თუ ვინმე დარჩა დარწმუნებული ვარ გამოცდის.
2. ნაკრები მუდმივად პროგრესირებს - მუდმივად ზრდის განსხვავებას 6 ერის მონაწილეებზე, ოკეანეთის გუნდებზე და ამცირებს განსხვავებას 6 ერის გუნდებთან (ეს რომ ასე არ იყოს საქართველოს ხსენებაზე უარს კი არ იტყოდნენ არამედ საშინლად დაგვცინებდნენ... გვაქვს ამის გამოცდილება წარსულში), ეს ფაქტია.
3. უდუდესი პატივისცემით ნაკრების ყველა წევრთან, მაგრამ უკანა ხაზი შერკინების აჩრდილია ფაქტია. თუ გაიხსენებთ ბოლო 7-8 წლის შემადგენლობას ის თითქმის არ შეცვლილა, იმიტომ რომ ვერავინ გაბედა ამის გაკეთება იმის გამო რომ ფაქტიურად შემცვლელი არ ჩანს. მხოლოდ ახლა როცა მსოფლიო თასი გარანტირებული გვაქვს მწვრთნელი აკეთებს ექსპერიმენტებს და ცდის ახალ ხალხს რომლებსაც საგზური რომ მოსაპოვებელი გვქონდეს ვერ შეძლებდა.
4. ფაქტია, რომ თურმე გვყოლია რეზერვი და არც თუ ხელწამოსაკრავი. მინიმუმ 4 მათგანი ძალიან მაღალი დონის რაგბს ითამაშებს.
5. ლოგიკურია, რომ ექსპერიმენტები უნდა გაგრძელდეს რომ მსოფლი თასის ბოლო წელს ჩამოყალიბდეს ის კონტინგეტი რომელიც მსოფლიო თასისთვის მოემზადება.
6. ფაქტია და ტანაც ჩვენი ოპონენტები 6 ერიდან გვეუბნებიან, რომ 10-15 წლით ჩამოვრჩებით.

კითხვა მაქვს თუ ჩვენ ამ ნაბიჯებით ვივლით როგორსაც ახლა ვდგამთ დავეწევით ოდესმე? მაშინ რა უნდა ვქნათ უნდა დავნებდეთ? პასუხი არის არა, მხოლოდ უნდა გადავდგათ არაორდინალური ნაბიჯები:
1. უნდა შეიქმნას 20 წლამდელთა გუნდი რომელიც მუდმივად მიიღებს მონაწილეობას დიდ 10იანში ან 12ში! 20 წლის ასაკის შემდეგ დაუბრუნდებიან თავის გუნდს ან უკვე სერიოზულად მომზადებული გადავლენ სერიოზულ ლიგებში და არა - საფრანგეთის მე4 დივიზიონში.
2. უნდა მოიყვანონ მაღალი კვალიფიკაციის სამხრეთელი მწვრთნელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოამზადებს გუნდს. როდესაც 30-ს მიღწეული მორაგბე ერთ თამაშში რამდენჯერმე უშვებს ერთი და იგივე შეცდომას მას მილტონ ჰეიგი ვეღარ უშველის და ალბათ ვერც ვერავინ.
3. ჩვენ ევროპას უნდა ვაჩვენოთ რომ მარტო ახლანდელი ნაკრები კი არა მომავალი გვყავს საიმედო და ეს უნდა მოხდეს რამდენჯერმე გადაბმულად რომ დარწმუნდნენ მომავალ 8-10 წლის პერსპექტივაში მაღალ შედეგებს ვაჩვენებთ.
იქ 6 ერში თუ ვინმუ 6 ერიდან სერიოზულად გვიYურებს ამას უთუოდ შეამჩნევს.

რაგბის კავშირი ამ მიმართულებით საერთოდ არაფერს აკეთებს.

14:40 | 13.03.2017
temuchin (431)

კარგი თამაში იყო, ამ ეტაპზე ნუ ვიქნებით მომთხოვნები, გარდამავალი ეტაპია რომლის განმავლობაშიც ჩვეული ძალისმიერი რაგბიდან კომბინაციურზე უნდა გადავერთოთ. რათქმა უნდა თავიდან ეს ისე ვერ წავა როგორც საჭიროა. ძველ სტილში ისევ დიდი ანგარიშით დავამარცხებდით რუსებს, მაგრამ შევთანხმდეთ რომ დროა ახალ სიმაღლეებზე ვიმუშაოთ და აღარ გვინდა მუდმივად ეს აიღე და მიეძალე, ჩემდა სასიხარულოდ ახლებს მეტნაკლებად კარგად აქვთ გამჯდარი ხელის ტექნიკა, დროსთან ერთად გაუმჯობესდება ყველაფერი, თუ სადმე ბურთი შენელდა ისევ ძველი გვარდიის გამო რომელთა მიმართ დიდი სიყვარულის მიუხედავად უნდა ვაღიარო რომ რამდენიმე შემთხვევაში მათი მხრიდან კონტაქტზე წასვლას ხელდახელ კომბინაციის გაგრძელება ჯობდა. რაც ყველაზე მთავარია ვითვისებთ ახალ სტილს, დამუღამების დროს კი აუცილებლად მოგვივა არაერთი შეცდომა. საბოლოო ჯამში თამაში კარგი იყო!

11:41 | 13.03.2017
BEERTRANCE (1073)

მეც ვფიქრობ რომ ჰეიგმა არ მოქოქა სათანადოდ. ნამეტანი ადვილი მოგება გვეგონა. ის ნამდვილად სწორად გათვალა რო ზერელე თამაშითაც მოვუგებდით. უბრალოდ რუმინეთთან არ გაგვივა ეგეთები.

08:24 | 13.03.2017
გზავნილი (81)

ძალიან იშვიათად ვაკეთებ კომენტარს, არ მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ შემეძლო არ გამომეთქვა ჩემი აზრი აქ ნანახ კომენტარებზე. ორი რამე რაც ძალიან მომწონს და ძალიან არ მომწეონს:
1. ძალიან მიხარია რომ აქ კომენტარებს წერენ ადამიანები, რომლებიც ეტყობათ რომ ფეხბურთის გულშემატკივრები არიან და ნაკლებად ერკვევიან რაგბში.
2. ძალიან მომწონს რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოდის სტადიონზე რიგით თამაშზე, რომლის 100% შედეგი წინასწარ იცის.
3. ძალიან მომწონს ბებერი ლომების გვერდით როგორ იყენებენ ფაფარს ახალი ბოკვრები რომლებიც არანაკლებ თვისებებს, გონიერებას და ძალას აჩვენებენ.
4. შესანიშნავი ახალი თაობა მოდის და მომავალი უცილობლად უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი დღეა.
5. გვყავს საქართველოზე არანორმალურად შეყვარებული და უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი, რომელსაც გათვითცნობიერებული აქვს ქართული რეალობა და მენტალიტეტი და ჩვენს უარყოფით თვისებებს პოზიტიურად იენებს. არ ვამტკიცებ რომ მასზე მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ ეჭვი მაქვს ბევრი მოიძებნებოდეს კვალიფიკაციური, რომელსაც ქვეყანა ასე ეყვარება და იზრუნებს მასზე.
საშინლად აქ მომწონს:
ა) უმადურობა! უმადურობა ჩვენი ძველი გვარდიის მიმართ, რომლებმაც მოახერხეს ის რომ რიგით თამაშებზე ათიათასობით ადამიანი მოდის.
ბ) საშინლად არ მომწონს უმადურობა მწვრთნელის მიმართ, რომელიც 100% იხარჯება, არა მარტო ამ ნაკრებისთვის, არამედ ქართული რაგბის მომავლისთვის. 3-4 წელიწადში უკეთ გამოჩნდება რა აქვს უკვე გაკეთებული ქართული რაგბისთვის.
გ) საშინლად არ მომწონს რაგბის კავშირის უმოქმედობა 20 წლამდელთა ნაკრების მიმართ - არ მიეცა გუნდს საშუალება ყოლოდა მაღალი დონის მწვრთნელები რომლებსაც არ ექნებოდათ შიში მოწინააღმდეგის და არ განაწყობდნენ გუნდს ყველა თამაშის წინასწარ წასაგებად (იტალიის გარდა). არ იწუწუნებდნენ გამოუცდელობაზე, ექნებოდათ მცირედი სპორტული თავხედობა რათა ნებისმიერი მეტოქისთვის თავი არ დაეხარათ. ყველა კარგად ვხედავთ რომ შარშანდელი 20 წლამდელებიდან 5-6 კაცი ეროვნულის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ახალმა გუნდმა გაიარა მხოლოდ ერთი შეკრება - მენტალური გამძლეობის (საინტერესოა მწვრთნელებმა თუ გაიარეს?). 3 თვეში მსოფლიო თასი გვაქვს და ბაიბური არ ისმის ნაკრებზე - ნეტა ხომ გამოვდივართ?
ვერასდროს ვერ შევალთ 6 ერში სანამ 20 წლამდელებს არ ეყოლებათ ისეთივე კვალიფიკაციის მწვრთნელი როგორიც ეროვნულს და არ იზრუნებს ისე როგორც ზრუნავს ეროვნულზე მილტონ ჰეიგი.
მადლობა ბატონო მილტონ თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის და ჩემი სამშობლოს სიყვარულისთვის!

10:31 | 13.03.2017
buratino (480)

თითქმის ყველაფერში გეთანხმები

01:05 | 13.03.2017
პანტელეიმონი (1218)

დაცვას მიხედე მელიტონ, დაცვას ! ! !

მახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ რუმინეთში ჩვენმა ბიჭებმა მატჩის ბოლოს ლელოს ხაზთან, 15 თუ 20 წუთი რა გმირული დაცვა ითამაშეს ატალახებულ მინდორზე და გაიმარჯვეს.

არ არის გამორიცხული იმ ინტესივობის თამაში გვქონდეს ერთ კვირაში, ამიტომ მელიტონ სრული მობილიზაცია უნდა გამოაცხადო.

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

22:58 | 12.03.2017
ukleba (77)

მელიტონ ბიჭებს მობილიზება და მოტივავაცია აკლდათ. ეს არაა მათი ბრალი, ეს შენი პრობლემაა და სარუმინეთოდ აქედანვე იფიქრე ამ პრობლემის მოსაგვარებლად,. ჩვენ კარგი გულშემატკივარი იმიტომ გვქვია რომ ანალიზს ვაკეთებთ და კორექტულად და ნორმალურად ვამბობთ იმას რასაც ვფიქრობთ. შეგრძნება მქონდა რომ ბიჭები სავარჯიშოდ გამოვიდნენ. არ იყვნენ "დაქოქილები". ასე არ შეიძლება. ჩვენ წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ გვაქ თბილისში ან სამჯერ სარაგბო ზეიმის ფუფუნება და პატივი დაგვდეთ და გამოდით ისე სათამაშოდ როგორც ეს ვენ და თქვენ გეკადრებათ თორე ქართული რეალობაა სამწუხაროდ ისიც რომ წლობით ნალოლიავებ და ნაგროვებ სიყვარულს წამში კარგავ. ეს ასეა და ამაში ალბათ ბიჭებიც დამეთანხმებიან. არ ენთო არავის თვალებში ტამაშის ჟინი სამწუხაროდ.

04:04 | 16.03.2017
გზავნილი (81)

ორი კითხვა მაქვს თქვენთან პატივცემულო:
1. რა შედეგი გსურდათ ამ თამაშიდან მიგეღოთ - გახეული წინდასავით გადმოტრიალებული რუსეთი თუ იაპონიის მსოფლიო თასისთვის მომზადებული გუნდის შენება, რომელიც უკეთესს შედეგს დადებს ვიდრე წინა მსოფლიო თასზე.
2. ხომ არ დაგავიწყდათ ძველი გვარდიის ასაკი? რამდენი შეძლებს მსოფლიო თასზე თამაშს? ან როდის უნდა გამოცადოს მწვრთნელმა როზერვი, თუკი წელიწადში მხოლოდ 7-8 თამაში გვაქვს?

08:38 | 13.03.2017
გზავნილი (81)

ორი კითხვა მაქვს თქვენთან პატივცემულო:
1. რა შედეგი გსურდათ ამ თამაშიდან მიგეღოთ - გახეული წინდასავით გადმოტრიალებული რუსეთი თუ იაპონიის მსოფლიო თასისთვის მომზადებული გუნდის შენება, რომელიც უკეთესს შედეგს დადებს ვიდრე წინა მსოფლიო თასზე.
2. ხომ არ დაგავიწყდათ ძველი გვარდიის ასაკი? რამდენი შეძლებს მსოფლიო თასზე თამაშს? ან როდის უნდა გამოცადოს მწვრთნელმა როზერვი, თუკი წელიწადში მხოლოდ 7-8 თამაში გვაქვს?

11:53 | 13.03.2017
otia-83 (13)

რეზერვს საერთოდ არაფერი არ გაუფუჭებია, პირიქით ყველაზე კარგები და მონდომებულები იყვნენ, მეკოსთან ერთად. ძველი გვარდია კი უმოტივაციო იყო მართლაც. გორგოძემაც აღნიშნა ეს ინტერვიუში.

00:35 | 13.03.2017
პანტელეიმონი (1218)

გეთნხმები 100% -ით.

22:34 | 12.03.2017
BEERTRANCE (1073)

მელიტონ ამ ერთა თასზე ეგ ფრაზის გამოყენება არ უნდა გჭირდებოდეს. ჩვენ მივეცით იმ უჯიშოებს თამაშის საშუალება.

21:26 | 12.03.2017
maxo_65 (458)

მეოთხე თამაში ჩავატარეთ და პირველ ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით ყველა სხვადასხვა შემადგენლობით ვითამაშეთ..I ხაზში ტაბიძეს და ბეკოშვილს გაუჭირდა, რუმინეთისთვის ჩილაჩავა გვინდა..მესამე ხაზშიც უნდა დავუძახოთ ძირითადებს..I ტაიმში უდიდესი უპირატესობა უნდა გამოგვეყენებინა..ვფიქრობ ზედმეტად თვითდაჯერებულები გამოვედით..რაც შეეხება რუსებს, ეტყობა ჩვენთვის ინახავდნენ ძალებს, წინა 3 თამაშში უსუსურად გამოიყურებოდნენ, შეგვაკლეს თავი, შეიძლება გერმანელებთან წააგონ კიდეც...

21:11 | 12.03.2017
ukleba (77)

შევაფასოთ თამაში. დავიწყოთ შერკინებით: 4 იანი შერკინებას. არც ერთი მოგებული მეტოქის რკენა. ეს რუსეთს კი არა ტონგა სამოა ფიჯის უჭირს ჩვენტან. მიზეზს ვერ ვხდები ოღონდაც სიმართლე გითხრათ რატომ. 2) ღერძი: მიუხედვად ვასკას ორი ლელოსა და კარგი პასისა (ან8უ მიუხედავად კარგი თამაშისა შეტევაში-მას ჰქონდა ლაფსუსები ტექნიკური და ეს აშკარად უთამაშებლობის ბრალია. 3) უკანა ხაზი. დღეს ის იშვიათი თამაშI იყო, სადაც უკანა ხაზმა უფრო უკეთ იტამაშა ვიდრე შერკინებამ, და სავარაუდოდ ეს ახალი სისხლის, მოტივირებული ბიჭების დამსახურებაა. დღეს მომეწონა მიყოლა ბურთიან კაცზე, აშკარად უკეთესი იყო ვიდრე წინა თამაშებში, მარა ეს ბურთის წინ გადავარდნა, ეს უბედური სენი სენადვე გვრჩება. ჰეიგი ბურთის ხელში დაჭერას და შემაგრებას ვერ ასწავლის შემდგარ მორაგბეს, ეს ბავშვობაში უნდა ისწავლოს კაცმა. დასკვმა: მთლიანად ნაკრებს გაჭირვებული 4-იანი ამ თამაშში. იყო პოზიტიური და ნეგატიური მომენტები. კარგი იყო ცუცქირიძე, კოშაძე, მოკლედ ახლები მომეწონნენ. სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე კაჭი. იმედია სარუმინეთოდ ბიჭები მობილიზებულნი გავლენ სტადიონზე, თორე რუმინეთი მიუხედავად იმისა რო ვეღარ ბრჭყინავს, ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს საკუტარ კედლებში და მინიმუმ ძალიან ბევრი ნერვიულობა მოგვიწევს. ჰეიგის მინუსი კი ის იყო რომ ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ ისე, რომ არ იყვნენ მობილიზებული. ჩათვალეთ რო ეს ტამაში წააგეთ ბიჭებო, წაგებული თამაშის მერე კი როგორც ვთამაშობთ ეს ყველამ ვიცით, ხოდა ველოდები ფსიქოლოგიურად მომზადებულ და მოტივირებულ ნაკრებს რუმინეთში.

0.311851