კვირას, 12 მარტს, 18 საათზე, "დინამო არენაზე" საქართველო რუსეთს კარგად შეზავებული გუნდით ერაგბება:
15-დან 7 დამწყებს 50-ზე მეტი კეპი აქვს მოგროვილი, სხვა 6 კი შარშან, 20-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა
მატჩი "რაგბი ევროპის" ჩემპიონატისაა. სამი ტურის შემდეგ საქართველო 14 ქულით ლიდერობს შეჯიბრს და ერთი მოგებით უსწრებს უახლოეს მდევარს – რუმინეთს, რუსეთი კი 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა
წინა, ესპანეთში ბრძოლით მოგებული, თამაშიდან ბორჯღალოსანთა ზელანდიელმა მწვრთნელმა, მილთონ ჰეიგმა მარგი დასკვნები გააკეთა:
8 ნომრად აღადგინა რუსთაველი ბექა გორგაძე, მარბიელებად კი დააწინაურა გიორგი ცუცქირიძე და იხმო თვით"გულივერაც" – მამუკა გორგოძე, ვინც 70-ე კეპს ხომ მიითვლის და კაპიტნობასაც ითავებს, რაკი მერაბ შარიქაძე დაშავებულია
მარცხენა ბურჯად დაგვიბრუნდა დაღვინებული მიხეილ ნარიაშვილი; კვაჭია გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, მარჯვნივ კი დადგება არმაზში აღზრდილი ლაშა ტაბიძე, ვინაც აქამდე ორივე კეპი მარქაფიდან მიიღო
შერკინების მეორე ხაზი და გუნდის ღერძიც უცვლელია. შუამარბად – შარიქაძის ნაცვლად – დავით კაჭარავას შეუწყვილდება ნორჩი რუსთაველი გიორგი კოშაძე, მის ტოლ ირაკლი სვანიძეს (ხულიგანა | ჯიქი) კი გარემარბად ვიხილავთ
ცენტურიონი მერაბ კვირიკაშვილი, ლოგიკით, პირველ ტაიმშივე დაძლევს 800-იან მიჯნას, რადგან მის ანგარიშზე უკვე 793ქულაა
ძირძველ ლელოელებს – "მეკოსა" და "გულივერას" კარიერაში უკვე 11-ჯერ უძლევიათ რუსეთი, ყოჩი "კაჭის" ანგარიშზე კი10 გამარჯვებაა
ჩრდილოელ მეზობელს ნაკრებთა დონეზე 1993 წლიდან ვეთამაშებით და ერთობ ვჯობნით:
18 მოგება - 1 წაგება * 1 ფრე (ქულა 500:231, ლელო 55/14)
საქართველოში წინა სტუმრობაზე, შარშანწინ, დათვები "მესხზე" 0:33 დამარცხდნენ
საქართველოს ბორჯღალოსნები
"რაგბი ევროპის" ჩემპიონატი 2017 * IV რაუნდი - რუსეთი
კვი 12/03 * თბილისი, დინამო არენა * 18.00
რაგბი ევროპა 2017 * წლევანდელი რაზმი * მონაგარი 1989-2016
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
| |||||
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 101 | 14ლ 141გ 144ჯ 3ა [793 ქ] 5სბ |
14 | ირაკლი სვანიძე | გორის ჯიქი [საქ დ 10] | 1996 | 1 | : |
13 | გიორგი კოშაძე | რუსთავის ხარები [საქ Iლ] | 1996 | 3 | 3ლ |
12 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 97 | 20ლ [4 კაპ] 2სბ |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 62 | 7ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 51 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 19 | 3ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 39 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 41 | ლ 2სბ |
3 | ლაშა ტაბიძე | ბორდო [სფრ ტოპ 14] | 1997 | 2 | : |
4 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 68 | 12ლ 4სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 46 | 2ლ 3სბ |
6 | გიორგი ცუცქირიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 2 | : |
7 | მამუკა გორგოძე^კაპ | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 69 | 26ლ [11 კაპ] 5სბ |
8 | ბექა გორგაძე | მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2] | 1996 | 9 | 5ლ სბ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | ბექა წიკლაური | ლოკომოტივი [საქ დ 10] | 1989 | 27 | 4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ] |
22 | რევაზ ჯინჭველაშვილი | ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] | 1995 | 3 | : |
21 | გელა აფრასიძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1998 | 1 | : |
16 | ზურაბ ჟვანია | სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 26 | 8ლ 2სბ |
17 | გიორგი თეთრაშვილი | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 7 | : |
18 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 3 | : |
19 | ლაშა ლომიძე | ბეზიე [სფრ პრო დ2] | 1992 | 28 | 5ლ სბ |
20 | საბა შუბითიძე | აკადემია [საქ დ 10] | 1994 | 9 | : |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გამოვიდა იმათი გაძევებული და ლელოც დავუდეთ DD რუსებმა ეხლა უნდა ეცადონ რომ ისე დარღვიონ წესები რომ გაუძევონ მოთამაშეები ! კაცნაკლულები უკეთ თამაშობენ DDD
ძალიან ცუდად ავთამაშდით რაც იმათ კაცი გაუძევეს @@ შერკინებაშიც გვჯობვის იმათი 7 კაცი 8 კაცს და ვერც მოლს ვერ ვაგორებთ და კიდევ რაღაცა უაზრო ტაქტიკას ვთამაშობთ აქეთ ჩვენი 4 კაცი იყო იმათ 2 ს წინაღმდეგ და იმის მაგივრად რომ აქეთ გადმოგვეშალა მარაოთი და ლელო დაგვედო რატომღაც ისევ დაჯახება გადაწყვიტესდა ბურთიც დავკარგეთ @@
დღეს რუსთა რბევა გარდაუვალია!
რაც არ უნდა ზრდილობიანად ელაპარაკათ თამაშის წინ +30-ს ველი. და იმედია გამიმართლებენ იმედს.
ისე არ შეიძლება ამ საიტზე 6-ერის შესახებ დაიდოს სტატიები ან სუპერრაგბზე
ნუ ტოპ-14 -ს კიდე ეხებიან ხანდახან, მაგრამ დეტალური სტატიები არც საფრანგეთის ჩემპიონატზე არ იწერებაა
კარგია ჩვენს ნაკრებში მამუკას ხილვა, მაშინ სხვებიც სხვა დონეზე თამაშობენ
მშვენიერია გორგაძე და ცუცქირიძე მამუკას გვერდიგვერდ ძალიან ბევრ დეტალს ისწავლიან, მილტონმა ფაქტიურად ყველას მისცა თავის გამოჩენის შანსი 1 თამაში მაინც ყველამ დაიწყო ძირითადში სამომავლოდ კი უკვე გამოტანილი ექნება დასკვნა ვისგან რას უნდა მოელოდეს ოთიასგან მეტს მოველით ყველა და დიდი პერსპექტივა აქვს, აი სვანიძე კაი ხანია არ მინახავს და ვნახოთ, 30-40 ქულით უნდა მოვიგოთ ალბათ
ბიჭებო, უნდა გავაფარჩაკოთ ღრუსები ! ! !
დავანგრიოთ ღრუსები, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დიდი ანგარიშით მოგება ისე რა მოგება არ დაგვაკმოყოფილებს!!!
დიდი სხვაობით მოგება მინდა.
+30 იქნება