შიდა რაგბი

18:11 | 5.03.2017 | ნანახია 2628 - ჯერ

ფრე ბათუმში და 7 მებრძოლი

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული პირველობის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, საჩემპიონო ექვსეულისთვის კვლავ შვიდი გუნდი იბრძვის, პირველ-მეორე პოზიციაზე გასვლის შანსს კი ხუთი ინარჩუნებს.

მე-15 ტურის სამი შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართა და მასში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ზღვისპირელებმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს ფრედ (წინა ტურში ვიცე-ჩემპიიონ „ლოკომოტივს“ დაუზავდა), ხოლო თბილისის „ლელო-სარასენსმა“ მიმდინარე სეზონში მესამე ფრე დააფიქსირა.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა, ირაკლი ყიასაშვილმა შორიდან ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მეორე ჯერზე იმავე დისტანციიდან მიზანმა უმტყუნა და ახლოდან არეკნიც გაუცუდდა. მანამდე „ბათუმმა“ ლელო დაამიწა, მრავალფაზიანი შეტევა ზურაბ ერისთავმა დაასრულა. ტაიმის შუაში „ლელო-სარასენსი“ 10 წუთით მოედანზე კაცნაკლული დარჩა და მასპინძლებმა მეტობა მალევე გამოიყენეს, ბურთი სწრაფად ჩაათამაშეს და ლელო ალამთან დადეს.

გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო. ყიასაშვილმა 29-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, მერე „ლელო-სარასენსმა“ საფირმო მოლი ააგორა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო ყიასაშილმა მონაგარი 2 ქულით გაზარდა. სულ ბოლოს „ბათუმს“ მესამე ლელოს დადების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მიზნამდე 5 მეტრში შემტევმა ბურთი ვერ შეინარჩუნა - 10:13 პირველი ტაიმის შემდეგ. მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და რამდენჯერმე მიიღეს ჯარიმის შესრულების უფლება, თუმცა კობახიძემ მხოლოდ ერთხელ შეძლო ბურთის ძელებსშუა გატარება და საფინალო სასტვენმა 13:13 დააფიქსირა.

„შევარდენზე“ აუტსაიდერი ბოლნისის „ყოჩები“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ადრეული ლელოთი დაწინაურდა, თუმცა შესვენებამდე ორი ლელო თავად გაუშვა. რამაზ ჯინაშვილმა შესვენებამდე ჯარიმა გაიტანა და ტაიმი რკინიგზელებმა 10:8 მოიგეს. შესვენების შემდეგ თბილისელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, „ყოჩებმა“ ლელო-გარდასახვით უპასუხა და სულ ბოლოს ჯარიმაც რომ გაეტანა გამარჯვებას იზეიმებდა, ასე კი, „ლოკომოტივმა“ 16:15 იმარჯვა და ბოლნისელები პრემიის ამარა დატოვა.

მეორე დღეს გორის „ჯიქმა“ ქუთაისის „ბაგრატს“ 34:7 აჯობა და პრემიაც გამოიმუშავა. გორელთაგან რამაზ ხარაზიშვილმა სამი ლელო დაამიწა. ამ მოგებით „ჯიქი“ მეორე ადგილზე აღზევდა. პრემიით იმარჯვა ლიდერმა ქუთაისის „აიამ“, რომელმაც თბილისის „არმაზი“ 46:0 დაამარცხა.

დაძაბული გამოდგა თბილისური დერბი „აკადემიასა“ და „არმიას“ შორის. მხატვრები გამარჯვების შემთხვევაში ექვსეულს ინაღდებდნენ, არმიელებს შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად გამარჯვება ჭირდებოდათ. შეხვედრაში ერთადერთი ლელო „აკადემიამ“ დაამიწა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა. „არმიამ“ ორი ჯარიმით უპასუხა და 6:5 იმარჯვა. ამრიგად, არმიელებმა ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნეს, „აკადემიამ“ კი ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯერჯერობით მე-6 ადგილზე რჩება.

დიდი 10. XV ტური

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:16

ბათუმი (ბათუმი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:13

ჯიქი (გორი) - ბაგრატი (ქუთაისი) 34:7

აკადემია (თბილისი) - არმია (თბილისი) 5:6

აია (ქუთაისი) - არმაზი (თბილისი) 46:0

5/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია ქუთაისი

15

11

0

4

2

3

0

299:204

+95

32/19

49

2

ჯიქი გორი

15

9

1

5

7

3

0

329:175

+154

41/15

48

3

ლელო სარასენს თბილისი

15

9

3

3

4

1

0

330:271

+59

42/24

47

4

ლოკომოტივი თბილისი ^

15

9

2

4

1

4

0

268:206

+62

29/21

45

5

ბათუმი ბათუმი

15

9

2

4

2

3

0

328:194

+134

32/14

45

6

აკადემია თბილისი

15

8

0

7

1

4

0

224:202

+22

22/22

37

7

არმია თბილისი

15

8

0

7

1

3

0

236:245

-9

22/27

36

8

ბაგრატქუთაისი

15

3

0

12

0

6

0

202:425

-223

19/57

18

9

არმაზი თბილისი

15

3

0

12

1

3

0

216:342

-126

22/43

16

10

ყოჩები ბოლნისი

15

2

0

13

0

4

0

186:354

-168

24/43

12

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

5/03 @ 17.00

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:38 | 06.03.2017
პანტელეიმონი (1218)

წელს უკეთესი "დიდი 10" გვაქვს, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესი გვინდა.

0.086277