დიდი 10-ის მე-14 ტურში ორი მატჩი გაიმართა და ხვალამდე სატურნირო ცხრილის სათავეში „ბათუმი“ მოექცა.
ზღვისპირელები საქართველოს ვიცე-ჩემპიონ „ლოკომოტივს“ „ავჭალაზე“ ეწვივნენ. რკინიგზელებმა თებერვლის დასაწყისში ორივე თამაში დათმეს და პოზიციების დასაბრუნებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. მათ ტაიმი 17:13 მოიგეს და შესვენების შემდეგ ლელო-გარდასახვა მიითვალეს, თუმცა პასუხად 11 ქულა მიიღეს და საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ - 24:24. ეს მესამე ფრეა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში და აქედან ორი - „ლოკომოტივის“ მონაწილეობით.
ქუთაისში „ბაგრატს“ თბილისის „არმია“ ეწვია, რომელიც ევსეულისთვის იბრძვის. პირველი ტაიმი არმიელებმა 11:3 მოიგეს, საბოლოოდ 28:8 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც აიღეს. ამრიგად, ამ მომენტისთვის სამ წყვილს თანაბარი ქულები აქვთ - „ბათუმი“ და „აია“ 43-43 ქულით ლიდერობენ, მათ 41-41 ქულით კვალში უდგანან „ლოკომოტივი“ და „ლელო-სარასენსი“, ხოლო „არმია“ და „აკადემია“ 32-32 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ.
ხვალ სამი მატჩია: „ავჭალაზე“ „არმაზი“ „აკადემიას“ ეთამაშება, დიდ დიღომში „ლელო-სარასენსი“ ქუთაისის „აიას“ დაუხვდება, ხოლო გორში „ჯიქი“ ბოლნისის „ყოჩებს“ შეერკინება.
2016/2017 წლების. დიდი 10
XIV ტური
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 24:24
ბაგრატი (ქუთაისი) - არმია (თბილისი) 8:28
26 თებერვალი
არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)
ლელო-სარასენსი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
ჯიქი (გორი) - ყოჩები (ბოლნისი)
საქართველოს პირველობა 2016-17 * დიდი 10
25/02 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 14 | 9 | 1 | 4 | 2 | 3 | 0 | 315:181 | +134 | 30/13 | 43 | |
2 | 13 | 10 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 228:176 | +52 | 23/15 | 43 | |
3 | 14 | 8 | 2 | 4 | 1 | 4 | 0 | 252:191 | +61 | 27/19 | 41 | |
4 | 13 | 8 | 2 | 3 | 4 | 1 | 0 | 289:233 | +56 | 37/19 | 41 | |
5 | 13 | 7 | 1 | 5 | 5 | 3 | 0 | 258:168 | +90 | 31/14 | 38 | |
6 | 14 | 7 | 0 | 7 | 1 | 3 | 0 | 230:240 | -10 | 22/26 | 32 | |
7 | 13 | 7 | 0 | 6 | 1 | 3 | 0 | 199:185 | +14 | 19/21 | 32 | |
8 | 14 | 3 | 0 | 11 | 0 | 6 | 0 | 195:391 | -196 | 18/52 | 18 | |
9 | 13 | 3 | 0 | 10 | 1 | 3 | 0 | 205:276 | -71 | 21/35 | 16 | |
10 | 13 | 2 | 0 | 11 | 0 | 3 | 0 | 171:301 | -130 | 22/36 | 11 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 25/02 @ 16.10 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1