უცხოური

12:14 | 7.02.2017 | ნანახია 2840 - ჯერ

აშშ უმწვრთნელოდ დაგვხვდება?

„არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა ჯონ მიტჩელმა აშშ-ის რაგბის კავშირთან კონტრაქტი შესაძლოა გაწყვიტოს.

ამის მიზეზი პრო დ2-ის ლიდერი „ოიონაა“, რომელმაც ახალზელანდიელ სპეციალისტს წინადადებით მიმართა და მხარეები შეთანხმების გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.

მიტჩელმა აშშ-ის ნაკრები შარშან ჩაიბარა და ადგილობრივ რაგბის კავშირთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ივნისში „არწივები“ „ბორჯღალოსნებს“ დაუხვდებიან და შესაძლოა, იმ დროისთვის მიტჩელი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარც იყოს. რაც შეეხება „ოიონას“, მის შემადგენლობაში ქართველი ბურჯები - ირაკლი მირცხულავა და გიორგი ვეფხვაძე თამაშობენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078417