უცხოური

12:11 | 7.02.2017 | ნანახია 2748 - ჯერ

ჰიგინბოთამი დააპატიმრეს

ავსტრალიის ნაკრების მორაგბე სკოტ ჰიგინბოთამი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

მესამე ხაზის მოთამაშე 4 თებერვალს ბრისბენის ერთ-ერთ ღამის კლუბში ერთობოდა. ალკოჰოლis ზემოქმედების ქვეშ მყოფი მორაგბე მოსასაქმად ქუჩაში გავიდა, რა დროსაც მასთან პოლიციელი მივიდა და შენიშვნა მისცა. ჰიგინბოთამს ეს არ მოეწონა და “არამკითხე” ოფიცერს შეუტია, რის შემდეგაც დააპატიმრეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

„რედსის“ ფორვარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და სასამართლო სხდომა 21 თებერვალს ჩაინიშნა. 32 წლის ჰიგინბოთამს ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში 32 თამაში აქვს ჩატარებული. ის 2011 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:32 | 07.02.2017
kakhaberry (30)

რაზე ზიხარ და მოფსმაზეო რო უპასუხებს ციხეში

0.086392