თბილისის „ლოკომოტივის“ მარცხით „ბათუმმა“ და ქუთაისის „აიამ“ ისარგებლეს და სატურნირო ცხრილში თითო საფეხურით დაწინაურდნენ.
დიდი 10-ის 2016/2017 წლების სეზონი მე-12 ტურის მატჩებით განახლდა და ოთხ მათგანში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს. უკვე ვწერდით, რომ თითქმის მთელი მატჩი იგებდა სტუმარი „არმიაც“, თუმცა 78-ე წუთზე გაშვებული ჯარიმით ჩემპიონ „ლელო-სარასენსთან“ 26:27 დამარცხდა. პორველ სათამაშო დღეს, პირველ ტაიმში მოპოვებული 10-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და „ლოკომოტივთან“ 10:6 იმარჯვა „აკადემიამ“.
მეორე დღეს „ბათუმი“ თბილისში ბოლნისის „ყოჩებს“ ეწვია და „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე 40:10 სძლია. ზღვისპირელებს თავბრუდამხვევი დასაწყისი ჰქონდათ და სწრაფი შეტევებით 20 წუთში სამი ლელო დაამიწეს. თავი გარემარბებმა გამოიჩინეს - ბებიაშვილმა ორჯერ და ტუჩაშვილმა ერთხელ. „ყოჩებმა“ ხიდეშელის ლელოთი და ჯინაშვილის გარდასახვით და ჯარიმით გაიბრძოლა, თუმცა შესვენებამდე სოხაძისგან არეკნი და კობახიძისგან ჯარიმა გაუშვა - 10:23.
მეორე ტაიმში კობახიძემ ლელო, ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა, ხოლო ერთი ლელო გოგიტიძის ანგარიშზე. ეს კურიოზული ლელო იყო - კობახიძის დარტყმული ჯარიმა მიზანს აცდა, მაგრამ სანამ ბოლნისელებმა ბურთის დამიწება მოიფიქრეს, მასთან ბათუმელმა მიმყოლმა მიირბინა.
გორში „ჯიქი“ ქუთაისის „აიას“ დაუხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ 3:15 ჩამორჩა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ჯარიმა გაუშვა. მასპინძლებმა გაიბრძოლეს, ჩამორჩენა შეამცირეს და ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს აქტივში - 13:18.
ქუთაისში გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი გუნდები თამაშობდნენ და დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ასე არ მოხდა. თბილისის „არმაზმა“ ქუთაისის „ბაგრატი“ 57:0 გაანადგურა და მასთან ჩამორჩენა შეამცირა.
დიდი 10. XII ტური
ლოკომოტივი - აკადემია 6:10
ლელო-სარასენსი - არმია 27:26
ყოჩები - ბათუმი 10:40
ჯიქი - აია 13:18
ბაგრატი - არმაზი 0:57
5/02 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 12 | 8 | 2 | 2 | 4 | 1 | 0 | 276:204 | +72 | 36/17 | 41 | |
2 | 12 | 9 | 0 | 3 | 2 | 2 | 0 | 272:136 | +136 | 27/10 | 40 | |
3 | 12 | 9 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 209:161 | +48 | 22/13 | 39 | |
4 | 12 | 8 | 1 | 3 | 1 | 3 | 0 | 213:148 | +65 | 22/16 | 38 | |
5 | 12 | 6 | 1 | 5 | 5 | 3 | 0 | 237:149 | +88 | 31/13 | 34 | |
6 | 12 | 6 | 0 | 6 | 1 | 3 | 0 | 170:172 | -2 | 17/20 | 28 | |
7 | 12 | 5 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 186:223 | -37 | 17/25 | 23 | |
8 | 12 | 3 | 0 | 9 | 0 | 5 | 0 | 167:336 | -169 | 15/45 | 17 | |
9 | 12 | 3 | 0 | 9 | 1 | 2 | 0 | 196:260 | -64 | 21/34 | 15 | |
10 | 12 | 1 | 0 | 11 | 0 | 3 | 0 | 144:281 | -137 | 19/34 | 7 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია