ინტერვიუ

22:47 | 2.02.2017 | ნანახია 5609 - ჯერ

ფლორინ სურუჯუ: „ქართველებთან შეხვედრა სეზონის მთავარი მოვლენაა“

რუმინეთის რაგბის ფედერაციის საიტზე ამ ქვეყნის ნაკრების ვეტერანის, შერკინების ნახერმცველის, ფლორინ სურუჯუს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. 32 წლის სურუჯუს 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასზე უთამაშია და ამ ინტერვიუში მორაგბე ნაკრების გეგმებზე, მათ შორის „ბორჯღალოსნებთან“ მომავალ შეხვედრაზე საუბრობს.

- როგორ მიდის ნაკრების მზადების პროცესი?

- ბევრს ვერაფერს მოვასწრებდით, რადგან მხოლოდ კვირას საღამოს შევიკრიბეთ. ორშაბათს მსუბუქად ვივარჯიშეთ და სამედიცინო შემოწმება გავიარეთ. ბიჭები თავს მშვენივრად გრძნობენ, ჩელენჯ კაპზე „ტიმიშოარას“ შემადგენლობაში თამაშმა ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაში კარგი სამსახური გაუწიათ.

- გუნდში მრავალი ახალბედაა. როგორ შეხვდით მათ?

- ძალიან კარგად. ბიჭებს სწავლისა და წინსვლის სურვილი ეტყობათ. ნაკრებში სრულიად სხვა დონეა და ყველა ცდილობს, თავი გამოიჩინოს და ეროვნულ გუნდში დამკვიდრდეს. სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ რა კარგად გამოიყურება რუმინეთის მომავალი.

- რას ელით პორტუგალიასთან მატჩისგან? (4 თებერვალს რუმინეთი პორტუგალიასთან ტესტ-მატჩს გამართავს - ს.გ.)

- პორტუგალიელებთან შეხვედრა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ეს დაპირისპირება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სათამაშო კავშირების აღდგენაში დაგვეხმარება. დავინახავთ, თუ სად გვაქვს ხარვეზები და რაზე გვმართებს მეტი მუშაობა.

- გასული სეზონის ბოლოს პორტუგალია უძლიერესთა დივიზიონიდან გავარდა...

- ამიტომაცაა, რომ ხისტ და უკომპრომისო თამაშს ველით. ჩვენი მეტოქე იმის დამტკიცებას ეცდება, რომ ქვედა ეშელონში გავარდნა შემთხვევითობა იყო. ოპონენტები სათანადოდ უნდა შევაფასოთ. პორტუგალიელებს პატივისცემით მივუდგებით და შევეცდებით, ჩვენის აუკეთესო რაგბი ვითამაშოთ.

- „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ოფიციალურ მატჩს რუმინეთი გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. რა მოლოდინები გაქვთ ამ თამაშისგან?

- ეს იქნება ევროპული პირველობისა და მსოფლიო თასის კვალიფიკაციის პირველი მატჩი. მთავარი მიზანი გერმანელების ბონუსით ძლევაა. თუკი სერიოზულად მოვემზადებით და ამოცანაზე კონცენტრაციას მოვახდენთ, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ხომ სავსებით მისაღწევი შედეგია.

- საქართველოსთან მომავალ თამაშზე უკვე ნაფიქრი გექნებათ...

- „ბორჯღალოსნებთან“ თამაშის გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ, ბარიერები გადავლახოთ და შეცდომებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. რამდენიმე წელია, ქართველებს ვერ ვამარცხებთ. ეს იქნება სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი რუმინეთის ნაკრებისთვის.

- რას მიიჩნევთ რუმინეთის ძლიერ მხარედ?

- ალალად გიპასუხოთ? ჩვენი თამაშის სტილი მომწონს - შეტევების სისწრაფე და დინამიკა. ადრე გაცილებით ნელა ვმოქმედებდით. ახლა გახსნილ თამაშში ძალიან სახიფათონი ვართ, ერთმანეთს კარგად ვგრძნობთ. გუნდში ნდობა და ურთიერთგაგება სუფევს.

- შორეული პერსპექტივის კუთხით, რა გეგმები და მიზნები გაქვთ?

- 2019 წელს, ტოკიოში მსოფლიო თასზე თამაში მსურს. ამისთვის ფორმის შენარჩუნება და ჯანმრთელობის გაფრთხილებაა საჭირო. ჩემთვის ეს ბოლო მსოფლიო თასი იქნება, ანუ მასზე მოხვედრის მეტი შანსი აღარ მექნება. ასე რომ, 100%-ით დავიხარჯები, ყველაფერს გავიღებ, რათა გუნდთან ერთად იაპონიაში გავემგზავრო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:52 | 03.02.2017
buratino (480)

სურუჯუა თუ სირიჯუ, იმედგაცრუება მაინც არ ასცდება მასაც და მის თანაგუნდელებსაც ჩვენგან

14:28 | 03.02.2017
krasni (587)

რუმინეთშიდაც კარგი ანგარიშით უნდა მოუგოთ, ამგენის დანდობა და დაზოგვა საერთოდ არ შეიძლება.

10:39 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

უნდა ჩაგიმწაროთ მაგ მოვლენა.

12:24 | 03.02.2017
meleksa (132)

რა ბოროტი ხარ გიგა ნეტა რისი იმედი აქვთ?

12:49 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

სწორედ რო მაგ იმედი უნდა მოვუსოთ არა-ოპტიმალური შემადგენლობით.

12:43 | 03.02.2017
grinchi (18)

იმიტომ რომ მეორე შემადგენლობით ვიქნებით ალბათ, რადგან ჩვენს ამ ერთა თასზე არ ჩაგვეთლება ქულები არც წაგებაზე (როგორც ვიცი). ანუ ჩვენთან თამაშებს არ გაითვალისწინებენ სატურნირო ცხრილში

15:51 | 03.02.2017
buratino (480)

არავითარი მეორე შემადგენლობა! რუსმინეთი პრინციპული მეტოქეა, რომელსაც სავსებით ხელეწიფება ჩვენი დამარცხება (თანაც კარგად ეხსომებათ შარშან ჩვენს მთავარ არენაზე მტკივნეული მარცხი). ამიტომაც, არ უნ და მივცეთ საშუალება ანთიმოზ ივერიელი თასი წაგვართვან. თანაც, ეს მარცხი რეიტინგში საკმაოდ დაგვხევს უკან

12:49 | 03.02.2017
BEERTRANCE (1073)

ქულები დაითვლება, თუ ვინ მოიგებს ამ ჟანგიან თასს, უბრალოდ მსოფლიოსთვის ცალკე ცხრილი იქნება სადაც ჩვენთან ნათამაშევი შედეგები ამოვარდება

0.096253