ექვსი ერის დაწყებამდე ორიოდე კვირით ადრე, პორტალმა Americas Rugby News საინტერესო კვლევა ჩაატარა - რომელ გუნდში რამდენი ისეთი მორაგბე თამაშობს, რომელსაც სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლება ექნებოდა.
აღმოჩნდა, რომ ევროპის მოწინავე ექვსეულიდან ამ მხრივ პირველ ადგილზე შოტლანდიის ნაკრებია: 2017 წლის ექვსი ერის გათამაშებისთვის განაცხადში შეყვანილი 37 მორაგბიდან 18-ს სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშის უფლება ექნებოდა.
ასეთები არიან ალექს ალანი, ტიმ სუინსონი, რობ ჰარლი, ჰემიშ უოტსონი, რაიან უილსონი, ელი პრაისი, ჰენრი პირგოსი, დუნკან ტეილორი (ყველას ინგლისური ფესვები აქვს), ალან დელი, კორნელ დიუ პრი, ჯოშ შტრაუსი (ყველას - სამხრეთაფრიკული ფესვები), საიმონ ბერგანი, ჯონ ჰარდი, შონ მეიტლენდი (ყველას - ახალზელანდიური ფესვები), ბენ ტულისი (ავსტრალია), ჯონ ბარკლეი (დაიბადა ჰონკონგში), ტომი სეიმური (დაიბადა აშშ-ში), ტიმ ვიზერი (დაიბადა ჰოლანდიაში).
შედარებისთვის, უელსის ნაკრებში ასეთი 10 მორაგბეა, იტალიაში - 8, ინგლისში - 7, ირლანდიაში - 6 და საფრანგეთში - 4.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტადაც, რომ ნატურალიზება აიკრძალოს!!! ეს არც ფეხბურთია და არც ბალეტი.. მესმის ერთი ან ორი კაცი დაიმატო მაგრამ ნახევარი გუნდი? მარაზმია!!
სისულელეა აკრძალვა ნატურალიზებული მოთამაშეზე, პირიქით ყველა ნაკრებს უნდა მიეცეს საშუალება რომ რომელი და რამდენი მორაგბეც უნდათ იმდენი დაიმატონ, ძალიან ბევრი მორაგბეა წაყვან სარაგბო ქვეყნებში რომელთაც არასდროს მოუწევთ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში, ისინი საკმაოდ გააძლიერებენ სხვა ნაკრებებს და სათამაშო დონე ჩამორჩენილ ქვეყნებში ძალიან სწრაფად აიწევს, რაც რაგბის პოპულარიზაციას გაზრდის და რაც ასევე ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც და საკლუბო რაგბისთვისაც.
ხალხნო რომელ ეპოქაში ვცხოვრობთ, რა მნიშვნელობა აქვს მაგას. რა გასაკვირია რომ ბრიტანული ქვეყნის ნაკრებში ყოფილი კოლონიებიდან მომავალი ხალხის სიჭარბეა. მერე კიდევ აქვთ ისეთი პირობები, რომ უცხოელი მოთამაშის უმოკლეს დროში ინტეგრირება შეძლონ და რატომ არ იზამენ. იგივეს იტყვი ესპანეთზეც და პორტუგალიაზეც, მართალია დონეში სხვაობა დიდია მაგრამ მაინც. ჩვენ მაგალითად საერთოდ არ გვაქვს მაგ დონეზე აყვანილი ინფრასტრუქტურა და პირობები. ჯერ საკუთარი მორაგბეების ნორმალურ ინტეგრირებაზე ვმუშაობთ.
საფრანგეთში ვინ არიან? ვაკატავა, ნაკაიტაჩი, ატონიო და 4?