ამბები

17:57 | 28.12.2016 | ნანახია 8662 - ჯერ

„ბორჯღალოსანთა“ ზაფხული: კანადა, აშშ და არგენტინა!

მოგეხსენებათ, მსოფლიოს სარაგბო ნაკრებები ყოველ ზაფხულს ტესტ-მატჩებს მართავენ და არც 2017 წელი იქნება გამონაკლისი. „მსოფლიო რაგბი“ თანდათან ყალიბდება ამ მხრივ და უკვე ბევრი რამ გაირკვა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში 3 ტესტს გამართავს - ორ შემთხვევაში მეორე დონის ნაკრებებს შეხვდება და მესამე თამაში პირველი დონის წარმომადგენელთან ექნება. მაშ ასე:

10 ივნისი. კანადა - საქართველო

17 ივნისი. აშშ - საქართველო

24 ივნისი. არგენტინა - საქართველო

ქალაქები, სადაც გაიმართება ეს მატჩები, ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ გაისად, ივნისში „ბორჯღალოსნებს“ მეტოქედ არგენტინელი „პუმები“ ეყოლებათ, ბევრს ნიშნავს.

აქვე შემოგთავაზებთ იმ ტესტების განრიგს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, თუმცა ეს საბოლოო კალენდარი არაა, ცვლილებები და დაზუსტებები კიდევაა მოსალოდნელი. მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ „ბორჯღალოსნების გარდა, მეორე დონის სხვა ნაკრებებსაც მიუჩინეს ელიტური მეტოქეები. მაგალითად, ამერიკელები და იაპონელები ირლნადიას ეთამაშებიან, ტონგა - უელსს და ა.შ.

ზაფხულის ტესტები

28.05 ინგლისის - ბარბაროსები (ლონდონი, ინგლისი)

10.06 კანადა - საქართველო (გამართვის ადგილი უცნობია)

10.06 არგენტინა - ინგლისი (სანტა ფე, არგენტინა)

10.06 ავსტრალია - ფიჯი (მელბურნი, ავსტრალია)

10.06 ბრაზილია - პორტუგალია (გამართვის ადგილი უცნობია)

10.06 იაპონია - რუმინეთი (გამართვის ადგილი უცნობია)

10.06 სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (პრეტორია, სამხრეთ აფრიკა)

10.06 აშშ - ირლანდია (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 აშშ - საქართველო (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 ავსტრალია - შოტლანდია (სიდნეი, ავსტრალია)

17.06 არგენტინა - ინგლისი (სან ხუანი, არგენტინა)

17.06 ბრაზილია - ბელგია (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 კანადა - რუმინეთი (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 ფიჯი - იტალია (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 იაპონია - ირლანდია (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 მაორი ოლ ბლექსი - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები (როტორუა, ახალი ზელანდია)

17.06 მექსიკა - კუკის კუნძულები (გამართვის ადგილი უცნობია)

17.06 სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (დურბანი, სამხრეთ აფრიკა)

17.06 ტონგა - უელსი (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 არგენტინა - საქართველო (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 ავსტრალია - იტალია (ბრისბენი, ავსტრალია)

24.06 ბრაზილია - კუკის კუნძულები (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 ფიჯი - შოტლანდია (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 იაპონია - ირლანდია (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 ახალი ზელანდია - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები (ოკლენდი, ახალი ზელანდია)

24.06 სამოა - უელსი (გამართვის ადგილი უცნობია)

24.06 სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა)

24.06 კანადა - აშშ (მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო, გამართვის ადგილი უცნობია)

01.07 ახალი ზელანდია - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები (ველინგტონი, ახალი ზელანდია)

01.07 აშშ - კანადა (მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო, გამართვის ადგილი უცნობია)

08.07 ახალი ზელანდია - ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები (ოკლენდი, ახალი ზელანდია)


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:18 | 29.12.2016
krasni (587)

კარგი ტესტებია და კარგადაც უნდა გამოვიყენოთ. თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია, კანადა ამერიკას უნდა მოვუგოთ.

09:08 | 29.12.2016
zulu (12)

თუ დააკვირდებით ირლანდია გასვლაზე თამაშობს აშშ-სთან და იაპონიასთან, შოტლანდია გასვლაზე ფიჯისთან, და ჩვენ სულ სტუმრად გვიწევს თანაში პირველი დონის გუნდებთან. მე მგონი ქართული რაგბის ხელმძღვანელობამ ეს საკითხი უნდა გაითვალისწინოს და თუნდაც ნოემბრის ტესტზე მოითხოვოს ერთი გრანდის სტუმრობა თბილისში (იგივე არგენტინის, უელსის, საფრანგეთის ან ყველაზე საინტერესო იტალიის).

11:01 | 29.12.2016
zurageorgevich (45)

იტალია გრანდი არაა

00:13 | 29.12.2016
buratino (480)

კარგი ტესტებია და მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა ღირსეულად ვიასპარეზოთ. ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ ოპტიმალური ან ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობა შევკრიბოთ ვინაიდან ჩვენი თამასა უკვე აწეულია და სასწორზე რეიტინგი (კიდევ ბევრი სხვაც) დევს

20:30 | 28.12.2016
temuchin (431)

მშვენიერია! კი მშურს იაპონიის ორი მატჩი ირლანდიასთან მაგრამ ამ ეტაპზე მაგათ ჩვენზე მეტად დაიმსახურეს სიმართლე რომ ითქვას. კანადა უსერიოზულესი გუნდია! აშშც კარგია და არგენტინა ხომ უდაოდ ძალიან ძლიერი სპარინგ პარტნიორია!

19:07 | 28.12.2016
პანტელეიმონი (1218)

მეტოქეები კარგია, მაგრამ აკლიმატიზაციის პრობლემა გვექნება, წარმოუდგენლად დიდ მანძილებზე მოგვიწევს ფრენა.

18:46 | 28.12.2016
geogoli (367)

მშვენიერი სიახლეა. კანადა და აშშ რა თქმა უნდა ჯობია ურუგვაის და ბრაზილიის ვარიანტს. იმედია შემადგენლობაც მეტ-ნაკლებად ოპტიმალური გვეყოლება და საბრძოლველად მზად ვიქნებით.

0.087359