საფრანგეთი ტოპ-14

16:13 | 23.12.2016 | ნანახია 2524 - ჯერ

ბუჯელალი "ტულონს" აღარ შეელევა

მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონის” პრეზიდენტმა მურად ბუჯელალმა თანამდებობის დატოვება გადაიფიქრა. ალჟირელი ბიზნესმენი ბოლო დროს აცხადებდა, რომ საფრანგეთის ვიჩე-ჩემპიონი კლუბის გაყიდვას აპირებს, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ მას გეგმები შეეცვალა.

“გადავწყვიტე, კლუბი აღარ გამეყიდა. ვრჩები”, - თქვა ბუჯელალმა.

ცნობისთვის, მურად ბუჯელალმა “ტულონი” 2006 წელს შეიძინა. მის ხელში კლუბი პრო დ2-დან ტოპ 14-ში აღზევდა და 2014-ში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2013, 2014 და 2015 წლებში ჩემპიონთა თასიც დაისაკუთრა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:09 | 26.12.2016
buratino (480)

ეს ხან ჭრის და ხან კერავს

13:18 | 24.12.2016
meleksa (132)

ეს რა მეორე კოკაია გამოდგა

0.085863