ამბები

18:51 | 22.12.2016 | ნანახია 3424 - ჯერ

ლოსაბერიძის შეთავაზება ძალაშია

რუსეთის რაგბის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი მამუკა ლოსაბერიძე და ექს-პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოპიევი ერთმანეთს პარასკევს შეხვდებიან.

“კონფერენცია კანონის სრული დაცვით წარიმართა, მას სპორტის სამინისტროსა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მსვლელობისას არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. დელეგატთა 88%-მა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ანუ კვორუმიც შესრულებულია. ხოლო ჩვენი პირადი ურთიერთობა რუსეთის რაგბის განვითარებას ხელს არ უნდა უშლიდეს. ჩემი წინადადება ჯერაც ძალაშია”, - თქვა ლოსაბერიძემ, რომელმაც არჩევნების დასრულებისთანავე ვიაჩესლავ კოპიევს საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, კოპიევმა არჩევნებში მარცხი აღიარა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081976