საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, „ლე ბლეს“ საუკეთესო ბომბარდირი ფრედერიკ მიშალაკი, რომელმაც მორაგბის კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ბიზნესმენი გახდა.
34 წლის მიშალაკი სხვადასხვა დროს 9-10 ნომრებზე „ტულუზში“, სამხრეთაფრიკულ „შარქსში“, „ტულონსა“ და „ლიონში“ თამაშობდა და მორაგბის კარიერას წლეულს დაუსვა წერტილი. საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 77 მატჩში 436 ქულა დააგროვა და 2015 წელს მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ახლახან ფრედერიკმა ფედერალ 1-ში მოთამაშე „ბლანიაკის“ აქციების 60% შეიძინა და კლუბის პრეზიდენტად ასევე 34 წლის ბენუა ტრეი დანიშნა. „ბლანიაკის“ შემადგენლობაში ქართველი ბურჯი ნიკოლოზ გიორგაძე თამაშობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია