იტალიის ლიგის ერთ-ერთ მატჩში მეტად უჩვეულო რამ მოხდა - მატჩის არგენტინელმა მონაწილემ შეხვედრის მანდილოსანი რეფერი... შებოჭა.
"ვიჩემცასა" და "ვალსუგანას" დაპირისპირებისას მასპინძელთა არგენტინელი მორაგბე ბრუნო დოლიოლი მოულოდნელად თავს დაესხა 23 წლის რეფერი მარია ბეატრიჩე ბენვენუტის. ცნობილმა იტალიელმა მსაჯმა აგრესორი არასათამაშო სიტუაციაში ბოჭვის ფორმულირებით გაასინბინა და მატჩის ჩამთავრებაც შეძლო, მაგრამ მოგვიანებით ახალგაზრდა ქალბატონი კისრის მალის დაზიანებით ადგილობრივ ჰოსპიტალში მოათავსეს.
რაც შეეხება დოლიოლის, არგენტინელს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანეს - 3 წლით აუკრძალეს რაგბის თამაში, არადა ბრუნო 33 წლისაა და ეს დისკვალიფიკაცია მის კარიერას წერტილს უსვამს...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დაემსვიდობოს აბა რაგბს
ნაბ ოზარი @@ სპეციალურად დაეჯახა 3 წელი კი არა ეგეთები საერთოდ არ უნდა გააკარონ რაგბს! @@
კარგით რა თქვე ოხრებო, გაუპატიურებაზე აღარაა მაგხელა სროკი DDDDDDDDDD