ქვედა ოთხეულის გუნდებმა ფავორიტებს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მეორეში ვეღარ გაძლეს და ლიდერებმა დაგეგმილი ქულები მოიპოვეს.
დიდი 10-ის XI ტურის ორი თამაში თბილისში, ხოლო ერთი ქუთაისში გაიმართა. „ავჭალაზე“ „არმიამ“, რომელსაც წლის ექვსეულში დასრულების შანსი ჰქონდა, „ლოკომოტივს“ ტაიმი 3:0 მოუგო, თუმცა შესვენების შემდეგ ქულაც ვეღარ აიღო. სამაგიეროდ, „რკინიგზელების“ ტაქტიკამ გაამართლა, მათ 26:3 იმარჯვეს და პრემიალური ქულაც მიიღეს.
„შევარდენზე“ „არმაზმა“ „ლელო-სარასენსს“ ორი ლელოს წილ ორი ჯარიმა გაუტანა და ტაიმი 6:12 დათმო. შესვენების შემდეგ ჩემპიონმა კიდევ ორი ლელო დადო და ერთი გარდასახა, თავად ერთი ჯარიმა გაუშვა და 24:9 მოგებით პრემიაც მიითვალა.
ქუთაისში ბოლნისის „ყოჩებმა“ პირველი ტაიმი 8:10 დათმო, მაგრამ მეორეში მონაგარს ვერაფერი შემატა, თავად 8 ქულა მიიღო და „აიამ“ 18:8 იმარჯვა. მასპინძლებს გული იმაზე თუ დაწყდებათ, რომ პრემია ვერ აიღეს.
დიდი 10-ში თვენახევრიანი შესვენება გამოცხადდა. ახალ წელს ცხრილის სათავეში „ლელო-სარასენსი“ და „ლოკომოტივი“ ხვდებიან, რომელთაც 37-37 ქულა აქვთ. მათ 2-2 ქულით ჩამორჩებიან „ბათუმი“ და „აია“, ხოლო გორის „ჯიქს“ 33 ქულა აქვს. ძნელად სავარაუდოა, ამ ხუთ გუნდს პლეი-ოფში გასვლის მხრივ პრობლემა შეექმნას, ხოლო მე-6 ადგილისთვის „აკადემია“ და „არმია“ იბრძოლებენ.
11/12 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 11 | 7 | 2 | 2 | 4 | 1 | 0 | 249:178 | +71 | 33/16 | 37 | |
2 | 11 | 8 | 1 | 2 | 1 | 2 | 0 | 207:138 | +69 | 22/15 | 37 | |
3 | 11 | 8 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 232:126 | +106 | 22/09 | 35 | |
4 | 11 | 8 | 0 | 3 | 1 | 2 | 0 | 191:148 | +43 | 20/12 | 35 | |
5 | 11 | 6 | 1 | 4 | 5 | 2 | 0 | 224:131 | +93 | 30/11 | 33 | |
6 | 11 | 5 | 0 | 6 | 1 | 3 | 0 | 160:166 | -6 | 16/20 | 24 | |
7 | 11 | 5 | 0 | 6 | 0 | 2 | 0 | 160:196 | -36 | 16/22 | 22 | |
8 | 11 | 3 | 0 | 8 | 0 | 5 | 0 | 167:279 | -112 | 15/37 | 17 | |
9 | 11 | 2 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 139:260 | -121 | 13/34 | 10 | |
10 | 11 | 1 | 0 | 10 | 0 | 3 | 0 | 134:241 | -107 | 18/29 | 7 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 11/12 @ 17.20 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია