უცხოური

12:34 | 7.12.2016 | ნანახია 7358 - ჯერ

„ენისეიმ“ ევროპა საგონებელში ჩააგდო

თუ რუსეთის ჩემპიონი, დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეი“ ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალში გავა, ტურნირის ორგანიზატორი EPCR-ის აღმასრულებელი კომიტეტი დებულებაში ცვლილებას შეიტანს.

„ენისეიმ“ ჯგუფური ეტაპის ორი სასტარტო შეხვედრა მოიგო, ერთში პრემიალური ქულაც მოიპოვა და 9 ქულით პირველ ადგილზეა. კრასნოიარსკელები 10 ოქტომბერს სოჭში „ბრივს“ მასპინძლობენ და თუ აქაც გამარჯვებულები დარჩნენ, პლეი-ოფს კიდევ უფრო მიუახლოვდებიან. არადა, ამჟამინდელი დებულების თანახმად, ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გუნდები ვალდებულნი არიან, ახალ სეზონში ჩელენჯ ქაფში თამაშის უფლებისთვის კვლავ შესარჩევ ტურნირში ჩაერთონ.

„ენისეი“ მეოთხედფინალში რომც გავიდეს, მას მომავალი სეზონისთვის საკვალიფიკაციო ტურნირში მოუწევს ჩართვა. შესარჩევი პლეი-ოფისა და ჩელენჯ ქაფის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩების თარიღები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და კლუბი ვერ შეძლებს ორივე ტურნირში მონაწილეობას. აღმასკომმა ეს საკითხი განიხილა და მზადაა შეიმუშაოს სათადარიგო გეგმა, თუკი „ენისეი“ ჯგუფურ ეტაპს გადალახავს“, - ამბობს EPCR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე მარტინ ჰინდლი.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:08 | 08.12.2016
Sofo (1)

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ 10 ოქტომბრის ნაცვლად 10 დეკემბერი. წარმატებები აბა ორივეს ^_^ ეს ის მომენტია, ორივეს მოგება რომ გაწყობს

19:12 | 07.12.2016
dinamo222 (692)

ბრივში ოთხი ქართველი თამაშობს თუმცა არა მგონია ძირითადი გუნდი ჩაიყვანონ და ალბათ მარტო ლობჟანიძე და ბეკოშვილი ითამაშებენ და არ ვიცი ვის ვუბალეშიკო ორივე გუნდში ორ ორი ქართველი ითამაშებს DD

15:34 | 07.12.2016
GiorgiG83 (525)

მსაჯი იქნება რეი (ჩარლზი) და ბრივი 2 ჯოკერს დაიმატებს ზე რაგბიდან

15:09 | 07.12.2016
geogoli (367)

ეს ის შემთხვევაა როცა ენისეის წარმატება ჩვენს წისქვილზეც ასხავს წყალს. ჯერ ერთი ევროპას ანახებს რო სხვაგანაც ისწავლეს რაგბის თამაში და მეორე ჩვენს რაგბის კავშირს მიანიშნებს ევროტურნირზე გასვლის აუცილებლობას.

21:10 | 07.12.2016
ogafa (407)

მართლა მასეა

14:53 | 07.12.2016
deqstera (86)

ქართული გუნდებიც საკმაოდ გაძლიერდნენ, პირადად მე ძალიან მომწონს ლელოს თამაში სადაც თავი მოიყარეს ისეთმა გამოცდილმა ხაზის მოთამაშეებმა როგორებიც არიან ხმალაძე-ყიასაშვილი-თოდუა-კვირიკაშვილი, პირადად მე ძალიან მომწონს აფრასიძე, რომელსაც ესეთი პროგრესის შემთხვევაში შეუძლია ლობჟანიძეს კონკურენცია გაუწიოს 9 ნომრის პოზიციაზე...

ამ ყველაფრის ფონზე კი პირველ სამ გუნდს თანაბარი ქულები აქვთ, 5ე ადგილოსანს კი მათზე მხოლოდ ორი ქულით ნაკლები რაც უდიდეს კონკურენციაზე მეტყველებს ეს კი მოთამაშეების ზრდას ხელს უწყობს!!

14:26 | 07.12.2016
krasni (587)

2017-ისთვის შეგვპირდა რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჩელენჯზე საქართველოს ჩემპიონის გაყვანას, იმედია ასეც იქნება.

13:23 | 07.12.2016
BEERTRANCE (1073)

საქამდე გაბლატავდენ ეგენი, აუცილებლადაა კლუბის გაყვანა ევროტურნირებზე.

0.076629