ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში შალვა მამუკაშვილის “სეილ შარქსმა” “სარასენსს” სამი ლელო გაუტანა, მაგრამ თავად ოთხი გაუშვა და მასპინძლებთან პრემიალური ქულით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭი სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში ცხვირიდან ორჯერ წასკდა სისხლი, მაგრამ მოედანზე ორივეჯერ დაბრუნდა, 50-ე წუთზე კი, მწვრთნელმა შეცვალა.
8 500 მაყურებლით გამხნევებულმა მასპინძლებმა პირველი ლელო მატჩის დებიუტშივე გაიტანეს და გარდასახვას მე-7 წუთზე ჯარიმაც მიაყოლეს. სტუმრებმა ლელოთი მალევე უპასუხეს, მაგრამ “სარასენსმა” ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, შესვენებამდე კიდევ ორი ლელო გაიტანა, ორივე გარდასახვა გამოიყენა და 30:7 დაწინაურდა. “სეილმა” 52-ე წუთზე მეორე ლელო მიითვალა, 68-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, საფინალო სასტვენამდე 12 წუთით ადრე კი, მასპინძლებმა მეოთხე ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც დაიბევეს. სტუმრებმა 71-ე წუთზე მესამე ლელო მიითვალეს (საჯარიმო), მაგრამ მეტოქის ჩათვლის მოედნის მეოთხედ გადაკვეთა ვეღარ შეძლეს და უქლოდ დარჩნენ.
“სეილ შარქსს” 7 ქულა დარჩა და მე-10 ადგილამდე დაეშვა. მომდევნო ტურში, 5 ოქტომბერს, ქართველი ლეგიონერის გუნდი “ლონდონ უოსპს” მასპინძლობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია