სიახლეები

15:15 | 22.11.2016 | ნანახია 1856 - ჯერ

დიდი 10-ის მსაჯები საერთაშორისო არენაზე

ბორჯღალოსნების პარალელურად, ნოემბრის სანაკრებო პერიოდში საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მსაჯებიც გამოჩნდნენ, რაც ბოლო დროს სასიამოვნო ტრადიციად იქცა.

დიდი 10-ის რეფერი ნიკა ამაშუკელი, 12 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე დონეზე, კონფერენს 1-ის ჩრდილოეთ დივიზიონში ჩეხეთისა და ლიტვის მატჩზე მთავარ მსაჯად იყო მივლინებული. ამავე დღეს, ასევე დიდი 10-ის რეფერი შოთა თევზაძე გერმანიისა და ურუგვაის ტესტ-მატჩზე კიდის მსაჯი იყო.

გარდა ამისა, ამაშუკელმა და თევზაძემ რაგბი ევროპისგან ოფიციალური მიწვევა მიიღეს და 2017 წლის აპრილში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-დივიზიონში მთავარი მსაჯები იქნება. აქამდე საქართველოს მსგავსი დონის ტურნირზე ერთდროულად ორი ცენტრალური მსაჯი არასდროს ყოლია.

უახლოეს პერიოდში, კონკრეტულად 23 ნოემბერს, ამაშუკელი და დიდი 10-ის კიდევ ერთი მსაჯი საბა აბულაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიაში მიემგზავრებიან, სადაც ალსთერ ბანკ ლიგის დივიზიონის შეხვედრებს იმსაჯებენ. თამაშები დუბლინში გაიმართება და 25 ნოემბერს აბულაშვილი 2ბ დივიზიონის შეხვედრაში ცენტრალური, ხოლო ამაშუკელი პირველი დამხმარე მსაჯი იქნება; 26-ში 2ა დივიზიონის მატჩში ნიკა ცენტრალური მსაჯია, ხოლო საბა პირველი დამხმარე; 30-ში ორივე ქართველი 19-წლამდელთა გუნდების ჩემპიონატის მატჩებს განსჯიან, ხოლო 1 დეკემბერს ისინი ირლანდიის რაგბის კავშირის უმაღლესი დონის სემინარს დაესწრებიან; 2 დეკემბერს ალსთერ ბანკ ლიგის 1ბ დივიზიონის მატჩში ცენტრალური მსაჯი ამაშუკელი, ხოლო თანამსაჯი აბულაშვილი იქნება; მომდევნო დღეს, ტურნირის 2ც დივიზიონში ისინი როლებს გაცვლიან. 3 დეკემბერს, ორივე ქართველი მსაჯი პრო 12-ის მე-10 რაუნდის მატჩს დაესწრება, რომელშიც ლენსტერი ნიუპორტს უმასპინძლებს.

საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის, მსაჯთა განვითარების ხელშეკრულება რამდენიმე წლის წინ გაფორმდა და ამაშუკელი და თევზაძე ამ ქვეყანაში ორჯერ იმყოფებოდნენ - პირველად სემინარებისთვის, ხოლო მეორედ ირლანდიის შიდა პირველობის პირველი დივიზიონის მატჩების სამსაჯოდ. ისევე, როგორც მაშინ, ქართველი მსაჯების ტრანსპორტირებას, დაბინავებას და კვებას ირლანდიური მხარე უზრუნველყოფს.

საქართველოს რაგბის კავშირის საიტი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:58 | 24.11.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია თანდათან უფრო და უფრო მაღალ დონეზე მიეცემათ მსაჯობის უფლება.

და რაც მთავარია ესენი პირველი მერხცლები უნდა იყვნენ რომელთაც სხვებიც მოყვება. იმედია ასეც იქნება.

17:02 | 22.11.2016
პანტელეიმონი (1218)

ძალიან კარგ საქმეს ჩაუყარა სათავე თავის დროზე გია ნიჟარაძემ, თუ ახალი ხელმძღვანელობაც გააფორმებს ანალოგიურ ხელშეკრულებას რომელიმე წამყვან სარაგბო ფედერაციასთან შესანიშნავი იქნება.

0.081183