საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების რიგით მეორე შეხვედრა წარმატებით დაასრულა – დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე “ბორჯღალოსნებმა” სამოას ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში ოთხი ქულის სხვაობით, 20:16 იმარჯვეს და ერთი კვირის წინ, იაპონიასთან მარცხის მერე ხასიათი გამოიკეთეს.
პირველი ტაიმი ქართველთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. თავიდან მილტონ ჰეიგის გუნდი წინ საჯარიმო ლელოს ხარჯზე გავიდა, რადგან ზედ ლელოს ხაზზე სტუმრებმა შერკინება ჩაშალეს და ამის გამო დაისაჯნენ. გარდასახვა ზუსტად მერაბ კვირიკავშვილმა დაარტყა. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, რომ კვირიკაშვილმა მეორე ლელოც ზუსტად გარდასახა და ტაიმის მიწურულს საჯარიმოს გატანაც მოახერხა. მეორე ლელო კი, ქართველთაგან ასევე შერკინებას მოჰყვა – მიძალების შედეგად კი, 5 ქულა ბექა ბიწაძემ მიითვალა. ამ მომენტებს შორის კი, იყო სამოელთა თითო ჯარიმა, ლელო და გარდასხვა. შესაბამისად, შესვენებაზე გუნდები 17:10 ანგარიშით გავიდნენ “ბორჯღალოსანთა” სასარგებლოდ.
რაც შეეხება მეორე ტაიმს, უპირატესობას ჩვენი სტუმრები ფლობდნენ და რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ ლელოს დადებისთვის, მაგრამ ქართველებმა თავი წარმატებით დაიცვეს. მეორე 40 წუთში მხოლოდ სამი ჯარიმა გავიდა, ორი ჩვენს კარში, ერთი სტუმართა კარში – ეს კი, საქართველოს ნაკრებს რომ მოეგო, საკმარისი გამოდგა.
მილტონ ჰეიგის შეგირდები ნოემბრის ტესტებს ერთი კვირის თავზე, შოტლანდიასთან საგარეო თამაშით დაასრულებს.
საქართველო – სამოა 20:16 (17:10)
ქულები: ბიწაძე (ლ), კვირიკაშვილი (2გ, 2ჯ)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესანიშნავი და თავგანწირვით მოპოვებული გამარჯვება იყო! კიდევ ერთ მარცხს ნაღდად ვერ გადავიტანდით ქომაგები და ამიტომ მე პირადად, გაცივების მიუხედავად, ჩემს 2 შვილთან ერთად მხურვალედ ვუჭერდი მხარს ჩვენს საამაყო ბორჯღალოსნებს. თამაშს რაც შეეხება, ორი აზრი არ არის რომ დავიმსახურეთ მოგება. 1-ლ ტაიმში სანაქებოდ გავისარჯეთ, ხოლო 2-ე ტაიმში კი სანაქებოდ დავიცავით თავი. ასეთი მტკიცე დაცვა რომ გვეთამაშა იაპონჩიკებთან და ქულები არ გვეჩუქებინა, ახლა 2 მოგება გვექნებოდა. მოკლედ, მომავალი ჩვენია!
მოთამაშეთა ჩემეულ შეფასებებს რაც შეეხება: ამ მატჩში უდავოდ გამორჩეულად შარიქაძე მიმაჩნია, რომელმაც მინიმუმ 2-ჯერ აშკარა ლელოს გადაგვარჩინა. ბუკამ ალბათ სწორი დასკვნები გამოიტანა წინა თამაშში მისი შეცდომებიდან და ერ-ერთი საუკეთესო იყო.შერკინების 'ლომებზე' არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველაფერი ნათელია. როგორც ყოველთვის, კარგები იყვნენ მამუკა და სხვა 2-ე და 3-ე ხაზელები, განსაკუთრებით აქტიურობდა მიქაუტაძე. უკანახაზელებმაც დაცვაში კარგად იმუშავეს, მიუხედავად რამდენიმე გაცუდებული ბოჭვისა (ბიწაძე, მჭედლიძე). ვასკა ასევე კარგი იყო, ოღონდ იმ დონეზე სარგებლიანი ვერა როგორც წინა თამაშში. მალაღურა და მეკო კარგ დარტყმებს ასრულებდნენ, თუმცა მაინც მგონია რომ თოდუას და ხმალაძეს უკეთ გამოსდით ფეხით თამაში მატჩის დროს. შეცვლებს რაც შეეხება, მათმა უმეტესობამ ნორმალურად ითამაშა, ცოტათი დუდუ ქუბრიაშვილმა გამიცრუა იმედები
თქვენ შემოგევლეთ ლომებო ! გილცოავთ ბრწყინვალე გამარჯვებას ! წარმატებები ბიჭებო შოტლანდასთან !
გილოცავთ ყველას!
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, თუმცა მე პირადად ვისურვებდი შეტევაში უფრო მრავალფეროვან თამაშს. ჩემი (არაპროფესიონალური)აზრით ძალიან გვაკლდა ხმალაძე. თუ იცით როდის ჩადგება მწყობრშI/
იტალიას რამდენი ემატება რეიტინგში აფრიკასთან მოგებით? გაგვასწრებენ რეიტინგში?
მოკლედ იტალიამ მოიგო ახალ იქნებ ირწმუნონ თავი და ჩვენთან ტესტი თვითონ მოითხოვონ
ვფიქრობ სადაც არ უნდა შევხდეთ მოვუგებთ, მოტივაცია არის ამისი დაჟე რუსეთზე მეტი
რაც შეეხება შოტლანდიას, გააჩნია როგორ წაგვივა თამაში, თუ პირველი ტაიმი მოვიგეთ ან მაქსიმუმ 3 ქულით დავთმეთ ყველაფერის შეიძლება მოხდეს
წარმატებები ლომებს. დიდი პატივია მათი გულშემატკივრობა.
ბრწყინავალე გამარჯვება
ტონგა გაძიმავს იტალიას...სამხრეთ აფრიკა კიდევ საშინელ ფორმაშია
გაჟიმავს D
ჯერჯერობით მე-12 პოზიციაში ვართ რეიტინგში თუმცა იტალიელები წამოგვეწივნენ სამხრეთ აფრიკასთან მოგებით და მომდევნო კვირას რეალური შანსიც ექნებათ რომ გადაგვასწრონ ჩვენ შოტლანდიას ვხვდებით ისინი ტონგას.
უელსმა იპონიას ბოლო წუთზე დარტყმული არეკნით მოუგო მე რაც უყურე ჩვენ უფრო დავჩაგრეთ იაპონელები ფიზიკურად და უფრო დიდხანს ვფლობდით ბურთს ვიდრე უელსელები თუმცა ჩვენ წავაგეთ უელსმა გაჭირვებით მაგრამ მაინც მოიგო ალბატ იმიტომ რომ ჩვენზე უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა, იაპონელები კი თავის სტილში იყვნენ თავგანწირული დაცვა და როცა ბურთი ჩაუვარდათ ხელში ფაქტობრივად იმდენჯერ ქულა აიღეს მაგარი გუნდია.
დღევანდელ მატჩს რაც შეეხება ვულოცავ ბიჭებს მძიმე ბრძოლა იყო, იაპონიასთან შედარებით დაცვაში გამოვასწორეთ თამაში მაგრამ შეტევაში მაინც იგივე შეცდომები გვქონდა მაინც ჩემი აზრით მწვავე შეტევისას ბურთის წინ გავარდნა და არც თუ ისე სწრაფი გაგრძელებ შეტევების და სხვა ტექნიკური წუნი, თუმცა აშკარად ვითარდებით. წარმატებები ბიჭებს შოტლანდიასთან ეგ თამაში რო მოგვაგებინა ძაან მაგარი იქნება
ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინავალე გამარჯვებას ! ! !
იაპონიას ცოტა დააკლდა სენსაციამდე, 79-ე წუთზე ლელო გარდასახვით გაანიჩიავა. ბოლო წამებზე სამი ქულით დაწინაურდა უელსი 33-30. მაგარი მუხტით წავიდა თბილისიდან.
შოტლანდია არგენტინაზე რას ფიქრობთ. ვერ მოუგებს არგენტინა?
ვფიქრობ მოუგებს..
სამხრეთ აფრიკამ ჩაისვარა იტალიაში, მთავის თავს არ ჰგავდნენ. 26-ში იტალია ტონგას ღებულობს, კარგი შანსი აქვს რეიტინგის ამოქაჩვის. ხოდა მაკარონებს ხომ არ გადავასწრებიებთ, სკოტები უნდა მივჯირყვნოთ.
იაპონიაც მაგრად ეთამაშება უელსს
ეს რა ქნა იტალიამ, მალადეც სენსაციაა !!! ერთკვირაში ჩვენი ჯერია!!!
ძალიან ბევრს ვჯარიმდებით..ზაფხულში კუნძულებზე მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები..ამ ტესტებზე სუფთა თამასს ვერ ვახერხებთ
არავითარი სტაგნაცია..ვისაც ახსოვს ზაფხულის ტესტები, ჩვენმა ხაზმა უკეთესად ითამაშა ვიდრე ახლა, უფრო მეტი შეუძლიათ ბიჭებს...ჩემი აზრით გუნდი ყოველწლიურად უმატებს..რაც მთავარია მოდის ახალგაზრდობა ვისაც ეხერხება ხელით თამაში, მომავალში წინსვლას ველოდები..რა თქმა უნდა ძალიან ბევრია გასაკეთებელი ჩვენი უკანა ხაზის დონის ასამაღლებლად და ამისთვის პირველ რიგში საჭიროა ევროტურნირებში ჩვენი გუნდების ჩართვა, 7-კაცა რაგბისთვის უფრო მეტი ყურადღების მიქცევა..სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ, როგორმე კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჩემპიონატი..მე ყურადღებას ვადევნებ ჩვენი გუნდების თამაშებს და მინდა ვთქვა, სულ უფრო და უფრო მეტი გუნდი ცდილობს ხელით თამაშს, რაც მთავარია ლამაზი ლელოები იდება..ასე რომ მე პირადად დიდი იმედი მაქვს წინსვლის, და ახლო მომავალში ვფიქრობ შევალთ 10-ში
იტაალია უგებს სამხრეთ აფრიკას 17-15, ნახევარი საათია დარჩენილი.
მართლაც საჭირო გამარჯვება იყო. აქაც რომ წაგვეგო ძალიან იმოქმედებდა გუნდის და გულშემატკივრის თვითრწმენაზე, ასევე რა თქმა უნდა რეიტინგზეც.
ამით განსხვავდებიან ბორჯღალოსნები ფეხბურთელებისგან, რომ როგორც წესი დაგეგმილს ასრულებენ. წინა კვირას რაც მოხდა, ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო.
შეკითხვა მაქვს მათთან, ვინც კარგად ერკვევა ქართულ რაგბში. სტაგნაციას ხომ არ აქვს ადგილი ? კი ბატონო, წლებია უკვე მუდმივად ვპროგრესირებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს რაიმე ახლის ათვისებით კი არა, მხოლოდ იმის დახვეწით ხდება, რაც აქამდე ვიცოდით. "აიღე და მიეძალე" მაქვს მხედველობაში.
მე მგონი ამ სტილს თავისი ზღვარი აქვს და თუ რამე არ შეიცვალა, მალე გავჩერდებით.
რაც შეეხება შოტლანდიასთან შეხვედრას. ოპტიმიზმს ვერ გავიზიარებ და ვფიქრობ მინიმუმ 20 ქულით წავაგებთ. არა მგონია ისეთი სუპერ არალოგიკური რამ მოხდეს, რაც ესპანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩში მოხდა.
ეხლა უფრო დამწყდა იაპონიასთან წაგებაზე გული,როგორ შეგვეძლო მოგება...დღეს კიდე დავრწმუნდი რომ იაპონია არ დავაფასეთ როგორც საჭირო იყო და მაგან დაგვღუპა.
გილოცავთ ყველას.
უყურონ რაგბის მამებმა რამდენი ხალხი დადის სამოასთან და იაპონიასთან, დასწრებოს შიშით რომ გვეუბნებიან უარს!!
ევროპის შესაბამისი ფასები რომ ბილეთზე ვერ მოვა ამდენი ხალხი
ყოჩაღ ბიჭებს, გილოცავთ! დამსახურებული იყო.
ამდენი ჯარიმა არ შეიძლება, მეტოქეს ბევრ შანსს ვაძლევთ. შოტლანდია არ გვაპატიებს ამდენ ჯარიმას და მსაჯიც არ დაგვინდობს.
კარგი იყო დებიუტანტების თამაში, მშვენივრად ითამაშა კოშაძემ და ალხაზიშვილმაც კარგად მოაწოდა ბოლო აუტები.
დღეს განსხვავებული შარიქაძე ვნახეთ იაპონიასთან შედარებით, ბევრად მოტივირებული და მობილიზებული იყო.
პირველმა ხაზმა კარგად იმუშავა. არ მესმის მარტო რა სჭირს ქუბრიაშვილს, ამხელა გაბარიტების პატრონს საკუთარი თავის რწმენა აკლია, ვერ დგას შერკინებაში ისე საიმედოდ როგორც ჩილაჩავა.
ბიწაძე კარგი ბიჭია, მაგრამ ცოტა მეტი უნდა ივაჯრიშოს ბოჭვებზე, დღეს რამდენიმე ბოჭვა გაუფუჭდა, წინაზეც. ისე კარგი იყო შეტევაში.
მეკომ ფაქტიურად უშეცდომოდ ითამაშა დღეს. მალაღურაძესაც არაუშავრდა, თუმცა თამაშის გაშლა არ გამოსდის კარგად.
მიქაუტაძემ დღეს კარგად ითამაშა და როცა ასე აქტიურად თამაშობს უდიდეს უპირატესობას ქმნის. ნემსაძეც კარგი იყო.
მესამე ხაზმა კარგად ითამაშა, თითქოს ცოტა მამუკა არ ჩანდა შეტევებში, მაგრამ კარგი იყო აუტებზე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის!
იაპონიასთან წაგებით 2 ქულაზე მეტი დავკარგეთ და სამოასთანაც რომ წაგვეგო იტალიაც და სამოაც გაგვასწრებდა
დაახლოებით 1.5 დავკარგეთ იაპონიასთან.
73.78 გაგვიხდა იაპონიასთან წაგების მერე და 75-ზე მეტი გვქონდა მანამდე და დაახლოებით 1.5 დაგვიკარგავს
არაფრით არ შეიძლებოდა დღევანდელი თამაშის წაგება.
სარეიტინგო კუთხითაც და ფსიქოლოგიური კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ მოგებას, ეს თამაში რომ წაგვეგო მერე სკოტებთან შეიძლება გავნადგურებულიყავით
გილოცავთ ყველას ბიჭების წარმატებას...ახლა უფრო დამწყდა გული იაპონიასთან წაგებულ მატჩზე
გილოცავთ ყველას ამ წარმატებას