ლეგიონერები

16:36 | 2.11.2016 | ნანახია 4144 - ჯერ

ანტონ ფეიქრიშვილი ალსთერიდან კარდიფში

ბორჯღალოსანთა ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი, კარიერას პრო 12-ის უელსურ კლუბ ‘კარდიფ ბლუზში’ გააგრძელებს.

კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, 29 წლის მორაგბე, რომლის ანგარიშზეც 23 სანაკრებო კეპია, უკვე კარდიფშია და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ფეიქრიშვილს აქამდე ფრანგულ გუნდებში - ‘აჟენში’, ‘კასტრში’, ‘ბრივსა’ და ‘ბაიონში’ უთამაშია. სექტემბერში, ის სამედიცინო ჯოკერის სტატუსით პრო 12-ის ჩრდილო ირლანდიურ ‘ალსთერს’ შეუერთდა და იქ 19 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია და ბლუზში უკეთესი პირობებით - სეზონის ბოლომდე დაემატა.

ფეიქრიშვილთან დაკავშირებით კარდიფის მთავარმა მწვრთნელმა დენი უილსონმა თქვა: „ძალიან გვსურდა კიდევ ერთი ძლიერი ბურჯის დამატება, კონკურენციის გაზრდა და ანტონი ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ამ პოზიციის მოთამაშეებით, ქართული რაგბი ტრადიციულად ძლიერია და ფეიქრიშვილი, რომელსაც რამდენიმე სეზონი ტოპ 14-ში აქვს გატარებული, ჩვენს შერკინებას დიდ ძალას და გამოცდილებას შესძენს. მოუთმენლად ველით ანტონის მოედანზე გამოჩენას. ის უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაში.”

“ალსტერის ორივე ბურჯი, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ და რომელთა გამოც სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დამიმატეს, მოსალოდნელზე ადრე გამოჯანმრთელდნენ. ირლანდიელებთან კონტრაქტი 19 დეკემბერს მეწურებოდა, მათთან შეთანხმების გაგრძელების პერსპექტივა არ მქონდა და ფაქტობრივად, თვენახევარი უსაქმოდ უნდა ვყოფილიყავი.

“ამ დროს კარდიფი შემეხმიანა, რომელმაც კონტრაქტის გაფორმება სეზონის ბოლომდე შემომთავაზა, მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საფიქრალი აღარაფერი იყო, ალთტერის მენეჯერს ველაპარაკე და მანაც უპრობლემოდ გამათავისუფლა“ - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

rugby.ge


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:39 | 07.11.2016
buratino (480)

მსოფლიო სპორტი!
ან გააუქმეთ რაგბის განყოფილება ან კიდევ გაგვარკვიეთ რა ხდება, რატომ შეწყვიტეთ ნიუსების გამოქვეყნება, მით უმეტეს ახლა როცა ამდენი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და მოხდება კიდევ

18:01 | 07.11.2016
meleksa (132)

ეს ცალკე საიტი გააუქმონ და თან გაგვარკვიონ.

16:29 | 07.11.2016
orioni (88)

ინფორმაციულ ვაკუმში ვართ! იქნებ რამე დაწეროთ, ან საიტის ნეკროლოგი მაინც დადეთ რომ ვიგლოვოთ...

16:26 | 07.11.2016
orioni (88)

ცოცხლები ხართ?... შეგვატყობინეთ მაინც!

16:11 | 07.11.2016
geogoli (367)

მეტი რაღა უნდა მოხდეს სარაგბო სამყაროში: ერთი კვირაც არ არის დარჩენილი ნაკრების თამაშამდე და ინფორმაცია საიტზე - 0, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ალიყური მიიღო არგენტინელებისგან და ისევ - 0,
გიორგაძის დებიუტი ლელოთი აღინიშნა - 0, შარიქაძემ ლელო დადო - 0, წლის სენსაცია გამოცვა ზელანდიამ წააგო - 0.
ამდენი 0 რა ამბავია საიტია თუ 00? rugby.ge-დანაც აღარ აკოპირებთ?

15:55 | 07.11.2016
aiarugby (20)

გაიხარე ერო წამებულო

15:54 | 07.11.2016
aiarugby (20)

ასეთი ჟურნალისტურ ოპერატიულობით ვერ შევალთ ათეულში
მაგრამ რაგბი ჩვენი თამაშია და ყველა ერთად შევალთ ათეულში
მტრის ჯინაზე

15:49 | 07.11.2016
aiarugby (20)

მელიტონ შენ მაინც გამოდი რაღა შეკაცო
ოთიას ლელო მაინც გვაჩვენეთ 21-ე საუკუნეა

15:45 | 07.11.2016
aiarugby (20)

ეს ალსთერი და კარდიფი კვახია თუ საზამთრო

15:43 | 07.11.2016
aiarugby (20)

ექვსი თვეა ამ დღეს ვუცდი ის მაინც გვითხარით ბიჭები სად არიან სად ვარჯიშობენ და საერთოდ იქნება თუ არა თამაში

15:18 | 07.11.2016
aiarugby (20)

ბოლობოლო გაგვაგებინეთ ხომ ცოცხლები ხართ

14:27 | 07.11.2016
zangura (109)

ფუ თქვენი ჟურნალისტობა ...

14:21 | 07.11.2016
krasni (587)

ახლა თუ არა, როდის უნდა იმუშაოს ამ გვერდმა? გაიღვიძეთ.

22:45 | 06.11.2016
qomagi (248)

რა იყო დაგეძინათ საიტის ადმინისტრაციას? დაწერეთ ტოპ-14 თამაშების მიმოხილვა მაინც, ინტერნეტის ფული გაქვთ გადასახდელი თუ დენი გაგეთიშათ?
სეტანტაზე ვუყურე რასინგი-მონპელიეს თამაშს და მართალია მონპელიემ ბოლოს მაგრად ჩაისვარა, ჩვენი ბიჭების ბრალი ამაში 0 იყო. კოტემ პირველი 60 წუთი კარგად ითამაშა და ბევრი შავი სამუშაო შეასრულა, მე-60 წუთზე კი კოტე შეცვალეს მთელ პირველ ხაზთან ერთად და ქართული პირველი ხაზი შევიდა თამაშში: ნარიაშვილი-მამუკაშვილი-ქუბრიაშვილი, რომლებმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მათი პირველი შერკინებისას კომენტატორებმა თქვეს შერკინების მასტერკლასს ვიხილავთ ეხლა სამი ქართველის შესრულებითო. ბოლო წუთებიც მონპელიესი იყო ჩვენი ბიჭების დიდი აქტიურობის დამსახურებით, თუმცა გუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.
დანარჩენ თამაშებზე აწი თქვენ დაწერეთ პატივცემულო ჟურნალისტებო უფრო ვრცლად და ხატოვნად.

17:42 | 06.11.2016
aiarugby (20)

მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებია თუ რაა?

15:09 | 06.11.2016
meleksa (132)

როგორ გული მწყდება რომ რაგბის განყოფილება ''გაფუჭდა'' მსოფლიო სპორტზე. ეს ცალკე საიტის გაკეთება და სტატიებიდან აქეთ-იქით ხტუნაობა ნერვების მომშლელია და მეტი არაფერი. აღარ არის ისეთი დისკუსიები სარაგბო საკითხებზე როგორც ადრე იყო, სამწუხაროა. უკეთესი იქნებოდა ახალის საიტის თემები ქვეგანყოფილებებად გაეკეთებიათ, როგორც ფეხბურთს აქვს.

ამ რეკონსტრუკციამ გამოცოცხლების ნაცვლად უფრო ჩაანელა აქტივობა სარაგბო თემებზე. იმედია გაითვალისწინებთ. თუ ისევ ძველებურად იქნება რაგბი მსოფლიო სპორტზე მაგარი იქნება და ისევ გამოცოცხლდება კომენტარებში საუბრები.

გუშინ ოთია გიორგაძეს ლელო დაუდია, კლერმონის ძირითადში ითამაშა 6 ნომერზე. იაპონიამ 20-54 წააგო არგენტინასთან. ირლანდიამ სასწაული მოახდინა და ზელანდიას მოუგო 40-29. უელსი ავსტრალიასთან შერცხვა და ა.შ.

19:49 | 06.11.2016
temuchin (431)

გული მიგრძნობს რომ აქაც ისაა მიზეზი რაც ზოგადად ყველა სფეროშია ამ ჩვენს ქვეყანაში, კაპიკებს უხდიან თანამშრომლებს ან იმასაც დაგვიანებით აძლევენ, შტატებს ზოგავენ რაც ძალი და ღონე აქვთ, ან აჰყავთ უვარგისი თანამშრომლები ვინც დაბალ ხელფასზეც იმუშავებს, იგივე მიზეზით კარგავენ გამოცდილ კადრებს, შედეგი - ნულოვანი მოტივაცია - საბოლოო შედეგი - უხარისხო პროდუქცია და ნაკლები პასუხისმგებლობა. ეს ჩემი ვარაუდია რომელიც ძალიან მგონია რომ ახლოს უნდა იყოს რეალობასთან.

20:19 | 06.11.2016
meleksa (132)

საბოლოოდ ჩვენ ვზარალდებით ყველაზე მეტად.

14:30 | 06.11.2016
→ LELOS← (98)

ხალხი არ ხართ გვითხარით რამე ჩვენ ნაკრებზე როგორ ემზადებიან ან იაპონიის თამაშზე ან საერთოდ ზელანდიამ რო წააგო საერთოდ არაფერს წერთ .

22:27 | 05.11.2016
DataN24 (215)

ოჰოო ოთიამაც შესანიშნავად აღნიშნა დებიუტი გული მიგრძნობდა რაღაც რო ლელო უნდა დაედო დღეს

16:42 | 05.11.2016
krasni (587)

ანტონი გადასარევი ბიჭია, მაგრამ მერე აღარაფერი მომხდარა? ჩვენი ნაკრები ტულუზაში ემზადება, იაპონიამ დაიწყო და არგენტინასთან წააგო. იქნება მეტი ოპერატიულობა გამოიჩინოთ. პატივისცემით, რაგბის გულშემატკივარი.

13:13 | 03.11.2016
temuchin (431)

ანტონ მიდი დაუმტკიცე ალსთერს რა დაკარგეს, საერთოდ რაღაც ვერ გვაფასებენ ჯერ ბრიტები და ირლანდიელები და უნდა აჩვენოთ შენ, ჯაბამ, და გიორგიმ რაც შეგვიძლია, მერე იმედია სხვებიც შემოგემატებიან

10:26 | 03.11.2016
krasni (587)

ანტონი რომ გაუშვეს, უკეთესები დაიტოვეს ვითომ?! მიაწექი ანტონ.

21:45 | 02.11.2016
პანტელეიმონი (1218)

კარგია ანტონ, წარმატებას გისურვებ ! ! !

20:41 | 02.11.2016
test (124)

არ უნდოდათ რძე და ყველი? არაა ანტონი სკამის მოთამაშე და ძალიან კარგი თუ კარდიფში სათამაშო დროს მისცემენ, ნახავენ ვინ გაუშვეს კლუბიდან !!! წარმატებები წარმატებები წარმატებები !!!

0.087395