დიდი 10

18:08 | 30.10.2016 | ნანახია 2608 - ჯერ

„არმიამ“ ვეღარ შემოატრიალა

კაცნაკლულმა თბილისის „არმიამ“, „ბათუმს“ მეორე ტაიმში ორი ლელო დაუდო, მაგრამ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომების და უდისციპლინობის გამო დაისაჯა და ზღვისპირელებმა თამაში 22:15 მოიგეს.

პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა. ხშირი იყო ჯარიმები და შეჩერებები, 28-ე წუთზე კი, ერთ-ერთი ეპიზოდის გარჩევას დაახლოებით 10-15 წუთი დაჭირდა. სტუმრებმა შეძლეს მეტოქის ძალისმიერ თამაშში ჩართვა, შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ბახვა კობახიძემ 18 წუთში თითქმის ერთიდაიმავე პოზიციიდან სამი ჯარიმა გაიტანა. ბექა ურჯუკაშვილმა ერთი ჯარიმა მალევე გაქვითა, მერე 28-ე წუთი დადგა და ზემოთნახსენებ ხანგრძლივ გარჩევას არმიელთა მესამეხაზელის, თორნიკე გოგლიძის წითელი ბარათით გაძევება მოყვა, რომელმაც მეტოქეს სახეში მუშტი ჩაარტყა.

კობახიძემ კარში დარტყმების 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და შორიდან ჯარიმა გაიტანა, ხოლო რამდენიმე წუთში „ბათუმმა“ მეტობა გამოიყენა, ფლანგზე ორი მორაგბე უყურადღებოდ დარჩა და ვახტანგ ამირანაშვილის პასის შემდეგ ლელო ზურა ერისთავმა დაამიწა. კობახიძე კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი „ბათუმმა“ 19:3 მოიგო.

ყველა ელოდა, რომ ზღვისპირელები კაცნაკლულ მეტოქესთან პრემიის ასაღებად იბრძოლებდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით. ეს 40 წუთი „არმიამ“ ისე ჩაატარა, თითქოს თავად იყო მეტობაში, თამაში გაშალა და მეტოქის ლელოსთან ხიფათი ხიფათზე შექმნა. დებიუტში ურჯუკაშვილის გასატანი პოზიციიდან შესრულებული ჯარიმა ძელმა აისხლიტა, მერე გიორგი ჯიმშელაძის, მიხეილ მასხარაშვილის, შავლეგ მახარაშვილისა და გოდერძი ჭინჭარაულის გარჯა, ალამთან ლელოთი დავით მესხმა დაასრულა, თუმცა ვიდეო-გამეორებაზე გამოჩნდა, რომ თემურ სოხაძეს არანაკლებ კარგად უთამაშია და ბურთის დამიწებამდე შემტევი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა.

სამ წუთში მესხის პირველი ჩათვლილი ლელო გავიდა. ურჯუკაშვილმა მესხს სწრაფი პასი გაუკეთა, მანაც ფეხით გადაკიდა, ზურა თუთბერიძემ ოვალს ჯერ ფეხი ააცილა, მერე ურჯუკაშვილთან ჭიდილში ვერ დაამიწა და ეს მესხმა მოახერხა, ხოლო ბექამ გარდასახა. სამ წუთში „ბათუმმა“ სამჯერ ვერ შეძლო 3 ქულის აღება, ჯერ სოხაძეს გაუცუდდა არეკნი, მერე კობახიძეს ორი ჯარიმა, აქედან მეორე 100%-იან გასატანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. მერე ამირანაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, შემადგენლობები გათანაბრდა, „არმიამ“ ტემპს კიდევ უფრო მოუმატა, რაქიდან მოულოდნელად ალექსანდრე მერკვილიშვილმა შეუტია და ფლანგზე ბურთი მესხს გაატანა - 15:19.

ურჯუკაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და „არმია“ იძულებული იყო დარჩენილ დროშიც ლელოზე ეთამაშა, მით უმეტეს, რომ 74-ე წუთზე სოხაძემ ჯარიმით სტუმართა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. თბილისელები ეცადნენ ლელო-გარდასახვით წონასწორობა აღედგინათ, მაგრამ „ბათუმმა“ დაცვა გაამაგრა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ერთთვიან შესვენებაზე მშვიდად გავიდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VIII ტური. 30 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 15:22 (3:19)

30/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია ქუთაისი

8

6

0

2

1

2

0

161:116

+45

18/11

27

2

ლოკომოტივი თბილისი

8

6

0

2

0

2

0

142:097

+45

14/10

26

3

ლელო სარასენს თბილისი

8

5

1

2

2

1

0

150:127

+23

18/11

25

4

ჯიქი გორი

8

4

1

3

4

1

0

149:097

+52

22/08

23

5

ბათუმი ბათუმი

8

5

0

3

0

2

0

137:119

+18

10/08

22

6

არმია თბილისი

8

4

0

4

0

2

0

124:130

-6

12/14

18

7

ბაგრატქუთაისი

8

3

0

5

0

4

0

141:150

-9

13/18

16

8

აკადემია თბილისი

8

3

0

5

1

2

0

125:136

-11

12/16

15

9

არმაზი თბილისი

8

2

0

6

0

1

0

100:180

-80

09/24

9

10

ყოჩები ბოლნისი

8

1

0

7

0

3

0

102:179

-77

13/21

7

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

30/10 @ 16.50

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141829