ქუთაისის „აია“ სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ ერთთვიან შესვენებაზე პირველი ადგილით გავიდა. დიდი 10-ის მერვე ტურში მან თავისი მოსაგები მოიგო, ქუთაისის მეორე გუნდმა „ბაგრატმა“ კი, თანაქალაქელებს დიდი საქმე გაუკეთა.
ტურის პირველ მატჩში „აკადემია“ „ავჭალაზე“ „აიას“ მასპინძლობდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 15:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ „აკადემიამ“ 14 ქულის აღება შეძლო, თუმცა ლელო-გარდასახვა მეტოქისგანაც მიიღო, 17:22 დამარცხდა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.
ერთი საათით გვიან დაიწყო „ბაგრატისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ შეხვედრა და სტუმრებმა პირველ ტაიმში აქაც შეძლეს უპირატესობის მოპოვება - 10:0. მეორე ტაიმში „ბაგრატმა“ მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა და მართალია ერთი ლელო გაუშვა, მაგრამ თავად 21 ქულა აიღო და 21:15 იმარჯვა. შედეგად, „ლოკომოტივს“ მხოლოდ პრემია ერგო და მას „აიამ“ გადაასწრო, ხოლო „ბაგრატმა“ ქუთაისში გამარჯვება პირველად იზეიმა და ექვსეულს მიუახლოვდა.
„შევარდენზე“ აუტსაიდერების ჯახში „არმაზმა“ ბოლნისის „ყოჩები“ დაამარცხა - 15:0. კიკნაძეს დებიუტში ორი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თბილისელებმა ტაიმის ბოლოს მოლში მცველები ჩაითრიეს, მერე შეტევა ფლანგზე გაშალეს და ლელო საბა ხურცილავამ დადო, ხოლო კიკნაძემ გარდასახა. კიკნაძეს 62-ე წუთზე გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 4 წუთში მისი დარტყმული ზუსტი იყო, ხოლო 76-ე წუთზე გიგა ფრიდონიშვილმა ლელო დაამიწა. „არმაზმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და „ყოჩებს“ სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა.
ტურის ცენტრალურ მატჩში „ლელო-სარასენსმა“ „ავჭალაზე“ გორის „ჯიქს“ უმასპინძლა, შესვენებამდე ორი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ თავად ლელო და ჯარიმა გაუშვა და 6:8 ჩამორჩა. მეორე ტაიმში „ჯიქმა“ კიდევ ერთი ლელო დადო, თუმცა ლელო მეტოქისგანაც მიიღო, გარდასახვაც ზუსტი იყო და ფრე 13:13 დაფიქსირდა.
2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10
VIII ტური. 29 ოქტომბერი
თბილისი. „ავჭალა“
აკადემია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 17:22
თბილისი. „შევარდენი“
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 15:0
ქუთაისი. „აია არენა“
ბაგრატი (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 21:15
თბილისი. „ავჭალა“
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ჯიქი (გორი) 13:13
29/10 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 8 | 6 | 0 | 2 | 1 | 2 | 0 | 161:116 | +45 | 18/11 | 27 | |
2 | 8 | 6 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 142:097 | +45 | 14/10 | 26 | |
3 | 8 | 5 | 1 | 2 | 2 | 1 | 0 | 150:127 | +23 | 18/11 | 25 | |
4 | 8 | 4 | 1 | 3 | 4 | 1 | 0 | 149:097 | +52 | 22/08 | 23 | |
5 | 7 | 4 | 0 | 3 | 0 | 2 | 0 | 115:104 | +11 | 09/06 | 18 | |
6 | 7 | 4 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 109:108 | +1 | 10/13 | 17 | |
7 | 8 | 3 | 0 | 5 | 0 | 4 | 0 | 141:150 | -9 | 13/18 | 16 | |
8 | 8 | 3 | 0 | 5 | 1 | 2 | 0 | 125:136 | -11 | 12/16 | 15 | |
9 | 8 | 2 | 0 | 6 | 0 | 1 | 0 | 100:180 | -80 | 09/24 | 9 | |
10 | 8 | 1 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | 102:179 | -77 | 13/21 | 7 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 29/10 @ 18.30 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
30 ოქტომბერი
თბილისი. „ავჭალა“.14:00 საათი
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1