დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დასკვნითი ოთხი მატჩია და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერია. იმავე შეხვედრაში ორი მორაგბე სათადარიგოთა სკამზეა.
მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის, გაგი ბაზაძისა და შალვა მამუკაშვილის „მონპელიე“ ირლანდიურ „ლენსტერს“ მასპინძლობს. წინა მატჩისგან განსხვავებით, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 4 ქართველი იყო, ამჯერად თამაშს მხოლოდ კვაჭი მამუკაშვილი იწყებს, ხოლო ბურჯები - ქუბრიაშვილი და ნარიაშვილი თადარიგში არიან.
ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ ინგლისურ „უოსპს“ ქართველი ბურჯის გარეშე დაუხვდება, ხოლო დანარჩენ ორ თამაშში ქართველი ლეგიონერების გუნდები არ მონაწილეობენ.
2016/2017 წლები. ჩემპიონთა თასი
II ტური. 23 ოქტომბერი
მონპელიე (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) [16:00 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422305/1/montpellier-herault-rc-vs-leinster-live-stream-online.html
ტულუზი (საფრანგეთი) - უოსპსი (ინგლისი) [18:15 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/422306/1/stade-toulousain-vs-wasps-live-stream-online.html
ძებრე (იტალია) - კონახტი (ირლანდია) [18:15 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/427676/1/zebre-vs-connacht-rugby-live-stream-online.html
ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - რასინგი (საფრანგეთი) [20:30 საათი]
http://www.vipleague.tv/rugby/427677/1/leicester-tigers-vs-racing-metro-live-stream-online.html
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებებიი