დიდი 10

22:00 | 22.10.2016 | ნანახია 2015 - ჯერ

დღე სტუმართა სასარგებლოდ

დიდი 10-ის მე-7 ტურის პირველ სათამაშო დღეს, სამივე შეხვედრა სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ჩვენს ჩემპიონატში ხშირ შემთხვევაში სტუმარ-მასპინძელი პირობითი ცნებაა.

მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბათუმში, სადაც ერთ-ერთი ლიდერი „ბათუმი“ აუტსაიდერ თბილისის „არმაზს“ მასპინძლობდა. სტუმრებს აქამდე ექვსი წაგება ჰქონდათ და მხოლოდ ერთხელ აიღეს პრემიალური ქულა, თუმცა ზღვის ჰაერი მოუხდათ და ტაიმი 12:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ, თუმცა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს და 14:18 დამარცხდნენ. შედეგად, „ბათუმს“ 1 ქულით მოუწია დაკმაყოფილება, ხოლო „არმაზმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.

გორში, ლიდერთა ჯახში, პირველ ტაიმში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა. ქულაუხვობით არც მეორე ტაიმი გამოირჩეოდა, თუმცა გუნდებმა მაინც შეძლეს შედეგიანი თამაში და საბოლოოდ „ლოკომოტივმა“ „ჯიქი“ 10:5 დაამარცხა. შედეგად, რკინიგზელები ხვალამდე გალიდერდნენ, ხოლო გორელებს 1 ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

„შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის „ლელო-სარასენსმა“ მასპინძელი ბოლნისის „ყოჩები“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 18:17. თამაში დაძაბული გამოდგა და გამარჯვება „ყოჩებსაც“ შეეძლო, თუმცა ფეხით ძალიან ცუდად ითამაშა და უპირატესობა ვერ გამოიყენა.

ანგარიში მე-14 წუთზე ბოლნისელთა შეცდომას მოყვა, როდესაც ირაკლი ყიასაშვილმა ფლანგზე ფეხით შეაცურა ბურთი, ის აუტში ვერავინ გადააგდო და შედეგად, შეტევის დამწყებმა პირველი ლელო დადო, თუმცა თავადვე გარდასახვა გაუცუდდა. 2 წუთში უკვე თბილისელები შეცდნენ ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას, მას ფეხი გიორგი ტყეშელიაძემ წაკრა, თავადვე აიღო, მერე იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა და დემურ ეფრემიძემ ლელო დაამიწა, ხოლო რამაზ ჯინაშვილს გარდასახვა გაუცუდდა - 5:5.

29-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ახლოდან არეკნი გაიტანა და „ლელო-სარასენსი“ კვლავ წინ გავიდა. ჯინაშვილს საპასუხო ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა მცველებს ბურთი წინ დაუვარდათ, ამჯერად „ყოჩებმა“ შერკინებიდან შეუტია, იერიში კვლავ მარცხნივ გაშალა და გიორგი ხარშილაძე ლელოში შევიდა, ხოლო ჯინაშვილმა გარდასახა. „ლელო-სარასენსმა“ ჯარიმები კარში აღარ დაარტყა და პირველი ტაიმის ბოლოს მიზანსაც უწია - რაქიდან მოულოდნელად თორნიკე ბუბუტეიშვილმა შეუტია და კვირიკაშვილმა გარდასახა - 15:12 „ლელო-სარასენსის“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯინაშვილს ჯერ არეკნი გაუცუდდა და მერე ჯარიმა. 57-ე წუთზე სიხარულიძე სინბინით დაისაჯა და „ლელო-სარასენსი“ 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. ბოლნისელებმა ვერაფრით შეძლეს ჯარიმებიდან ბურთის აუტში გადატანა, თუმცა 62-ე წუთზე მეტობით მაინც ისარგებლეს, მეტოქეს მისსავე შერკინებაში აჯობეს, რაქიდან ტყეშელიაძემ შეუტია და ლელო დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო და უპირატესობა 2-ქულიანი დარჩა.

ამის და მეტოქის სათამაშო უპირატესობის ფონზე, ჩემპიონმა ყველა შესაძლო პოზიციიდან ჯარიმით 3 ქულის აღება განიზრახა და კვირიკაშვილმა ცენტრიდან ბურთი ჰორიზონტალურ ძელს გაარტყა, თუმცა 75-ე წუთზე უკეთესი პოზიციიდან ზუსტი იყო და „ლელო-სარასენსი“ კვლავ წინ გავიდა. 3 წუთში ჯინაშვილი ურტყამდა თითქმის კარის წინ 30 მეტრიდან, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. სულ ბოლოს გასატანი ჯარიმა კვირიკაშვილსაც გაუცუდდა, თუმცა ეს აღარაფერს ცვლიდა და ჩემპიონმა ორმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა, ხოლო „ყოჩები“ პრემიას დასჯერდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VII ტური. 22 ოქტომბერი

გორი

ჯიქი (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 5:10

თბილისი. „შევარდენი“

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 17:18

ბათუმი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი) 14:18

22/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლოკომოტივი თბილისი

7

6

0

1

0

1

0

127:076

+51

12/07

25

2

ლელო სარასენს თბილისი

7

5

0

2

2

1

0

137:114

+23

17/09

23

3

აია ქუთაისი

6

5

0

1

1

1

0

131:085

+46

14/08

22

4

ჯიქი გორი

7

4

0

3

4

1

0

136:084

+52

20/07

21

5

ბათუმი ბათუმი

7

4

0

3

0

2

0

115:104

+11

09/06

18

6

არმია თბილისი

6

3

0

3

0

1

0

095:100

-5

09/12

13

7

ბაგრატქუთაისი

6

2

0

4

0

3

0

114:124

-10

10/15

11

8

აკადემია თბილისი

6

2

0

4

1

1

0

097:108

-11

09/13

10

9

ყოჩები ბოლნისი

7

1

0

6

0

3

0

102:164

-62

13/19

7

10

არმაზი თბილისი

7

1

0

6

0

1

0

085:180

-95

07/24

5

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

22/10 @ 18.25

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

23 სექტემბერი

თბილისი. „ავჭალა“. 14:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი)

ქუთაისი. „აია არენა“. 16:00 საათი

აია (ქუთაისი) - არმია (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124683