ჩელენჯ კაპი

12:13 | 22.10.2016 | ნანახია 2217 - ჯერ

ჩელენჯ ქაფზე ოთხნი იწყებენ და ერთი თადარიგშია [+სთრიმი]

დღეს ევროპის ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის ხუთი თამაშია და მოედანზე ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდი გავა.

კრასნოდარში რუსეთის ჩემპიონი, დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეი“ უელსურ „ნიუპორტს“ მასპინძლობს და მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, შუამარბად იწყებს თამაშს კაჭარავა, რომელმაც ერთი კვირის წინ „ვუსტერს“ ლელო დაუდო და გუნდს ინგლისელთა 19:12 დამარცხებაში შეეწია. ერთი კვირის წინ ახალ გუნდში დებიუტი ქონდა მესამეხაზელ გაჩეჩილაძეს, რომელმაც თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და ის ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაშია.

თამაშის ხილვა შემდეგ მისამართზე იქნება შესაძლებელი:

http://rugger.info/news/10159

ჯაბა ბრეგვაძის „ვუსტერი“ კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივს“ მასპინძლობს. თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ სტუმართა 9 ნომერი ლობჟანიძე და ბურჯი ბეკოშვილი. ლობჟანიძე ზედიზედ მეორედაა სასტარტო შემადგენლობაში, ბეკოშვილმა ერთხელ უკვე ითამაშა ძირითადში, ტოპ 14-ში და რადგან წინა ტურში პირველსავე წუთზე მოუწია შეცვლაზე შესვლა, მოედანზე 79 წუთი გაატარა.

„ლიონის“ პირველ გუნდში ზედიზედ მეორედ ითამაშებს ბურჯი თორნიკე მატარაძე, რომელიც ამჯერადაც თადარიგშია. მისი „ლიონი“ უელსურ „ოსპრეიზს“ მასპინძლობს. მატჩი 22:45 საათზე იწყება და მისი ხილვა ამ მისამართზე უნდა იყოს შესაძლებელი:

http://www.vipleague.tv/rugby/422300/1/lyon-vs-ospreys-live-stream-online.html


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080086