დიდი 10

11:35 | 22.10.2016 | ნანახია 1927 - ჯერ

გორში დიდი მატჩია

გორის იმ მაცხოვრებელს, რომელიც დღეს ახალაშენებულ სტადიონზე მისვლას გადაწყვეტს, დიდი სანახაობა ელის. 16 საათზე დიდი 10-ის VII ტურის ცენტრალური ჯახი იწყება და „ჯიქი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუხვდება.

სატურნირო ცხრილში ეს გუნდები მეზობლად არიან. ჯიქმა 4 თამაში მოიგო, ორი წააგო, დამატებით 4 პრემიალური ქულა მიითვალა და ჯამში 20-ით მესამე საფეხურზეა. მასზე ქულით მეტი აქვს „ლოკომოტივს“, რომელმაც გამარჯვება 5-ჯერ იზეიმა და ერთხელ დამარცხდა, თუმცა პრემიალური ქულა მხოლოდ ერთხელ ჩაიწერა. „რკინიგზელებმა“ ეს ერთადერთი მარცხი მე-2 ტურში განიცადეს და მას შემდეგ 4-მოგებიანი სერია გამოაცხეს. „ჯიქს“ ორი მოგების შემდეგ მცირე ჩავარდნა ქონდა, რის შემდეგაც კვლავ ორი თამაში მოიგო. დღეს გამარჯვებული გუნდი, ხვალამდე სატურნირო ცხრილის თავში მოექცევა და „აიას“ თამაშის შედეგს დაელოდება.

თბილისში, „შევარდენზე“, ბოლნისის „ყოჩები“ თბილისის „ლელო-სარასენსს“ ეთამაშება. ბოლო ორ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და ახლა ერთ-ერთს ხასიათის გაუმჯობესების შანსი ექნება. ორმატჩიან მარცხამდე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ზედიზედ 4 გამარჯვება ქონდა და პირველ ადგილზე იყო, თუმცა წინა ტურში ლიდერობა დაკარგა და ერთბაშად სამმა გუნდმა გაუსწრო. „ყოჩების“ საქმე“ უფრო ცუდადაა, ბოლნისელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება და ბოლოსწინა ადგილზეა.

ბათუმში ადგილობრივი გუნდი აუტსაიდერ „არმაზს“ მასპინძლობს. ზღვისპირელებმა აქამდე 4 თამაში მოიგეს, 2-ჯერ დამარცხდნენ, თუმცა პრემია მხოლოდ ერთხელ აიღეს და მე-5 ადგილზე არიან. „არმაზი“ ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ გამარჯვებით არ გაუხარია და ამის მიღწევა ზღვისპირეთშიც გაუჭირდება.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VII ტური. 22 ოქტომბერი

გორი. 16:00 საათი

ჯიქი (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. „შევარდენი“. 16:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

ბათუმი. 16:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმაზი (თბილისი)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109226