ჭაბუკთა "ბ"

14:35 | 19.10.2016 | ნანახია 2459 - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ფინალები

28 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ‘ბ’ ლიგის (16 წლამდე ჭაბუკთა პირველობა) ფინალები გაიმართება. წელს იმგვარად გამოვიდა, რომ მედლებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები იბრძოლებენ.

ფინალების განრიგი:

28 ოქტომბერი

14 საათზე, კიკეთისა და თბილისის გაერთიანებული გუნდი, ‘იუნკრები-ჩოხოსნები’ მე-3 ადგილისთვის ქუთაისის ‘აია 1’-ს ეთამაშებიან.

16 საათზე კი თბილისის ‘ლელო 1’ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ქუთაისის ‘ბაგრატს’ დაუპირისპირდება.

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა კაცთა, უფროსების ლიგებისგან განსხვავებით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე იმართება და საფეხურობრივი, პირამიდული პრინციპითაა მოწყობილი. წელს ტურნირი 40-მა გუნდმა დაიწყო. შემდეგ ეტაპზე ბრძოლა საუკეთესო 16-მა განაგრძო. ამათგან საუკეთესო 8 გამოვლინდა და ბოლოს ტიტულისთვის 4 აგრძელებს ბრძოლას.

ქომაგებს, ვინც ჭაბუკთა ლიგებისს პირველობებს (‘ა’ და ‘ბ’ ლიგები) ნაკლებად იცნობს, გვინდა ვუთხრათ, რომ წლევანდელი ფინალები საკმაოდ დაძაბული იქნება და არანაკლებად უკომპრომისო რკენებს ვიხილავთ, ვიდრე კაცთა სხვა ლიგების ნებისმიერი მატჩი. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ორ-სამ სეზონში ამ ჭაბუკების უმეტესობა შესაძლოა დიდი 10-ის კლუბებშიც ვიხილოთ.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089474