ტესტ-მატჩები

13:06 | 18.10.2016 | ნანახია 5731 - ჯერ

სამოა დიდი დანაკლისით მოდის

„ბორჯღალოსნების“ მომავალი მეტოქე სამოას ნაკრები, ნოემბრის ტესტ-მატჩებს დიდი დანაკლისით ხვდება და შესაბამისად, თბილისსაც შესუსტებული შემადგენლობით ეწვევა.

ტრავმების გამო კუნძულელები შემდეგ ლიდერებს მოისაკლისებენ: „სტად ფრანსეს“ ბურჯი პოლ ელო-ემილი, „გლოსტერი“ კვაჭი მოტუ მატუუ, „სეილ შარქსის“ ფლანკერი თი-ჯეი იოანე, „ბრისტოლის“ ნახევარმცველი ტუსი პისი, „უოსპსის“ ცენტრი ალაპათი ლეიუა და „ჩიფსის“ ფულბეკი ტიმ ნანაი-უილიამსი.

საქართველოს ნაკრებს ნოემბერში სამი თამაში ელის, აქედან ორი თბილისში. 12 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქს იაპონია ეწვევა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზით 10 ლიდერი აკლია. სამოა თბილისში 19 ნოემბერს ითამაშებს და ორივე ეს შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება. ტესტ-სერიას საქართველო შოტლანდიაში სტუმრობით ასრულებს.

მანამდე, იაპონელები 5 ნოემბერს ტოკიოში არგენტინას მასპინძლობენ, ხოლო თბილისის შემდეგ ევროპულ ტურნეს განაგრძობენ და კარდიფში უელსს, ხოლო საფრანგეთში ფიჯის ეთამაშებიან. სამოა 12 ნოემბერს ტულუზში საფრანგეთს შეხვდება, სადაც თბილისური მატჩის შემდეგ დაბრუნდება და გრენობლში კანადას შეერკინება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:16 | 19.10.2016
Torres9 (48)

კარგია უნდა შევიდეთ ათეულში

14:30 | 20.10.2016
BEERTRANCE (1073)

მასე ადვილად ვერ ვიტყვით, სამოას და იაპონიას თუ მოვუგეთ, მეტი ქულები გვექნება და შესაბამისად მეტიც გვექნება დასაკარგი სქოთებთან. სქოთებთან იქნება გადამწყვეტი ბრძოლა.

15:03 | 19.10.2016
aiarugby (20)

დარჩა 575 საათი ათეულამდე

13:01 | 19.10.2016
BEERTRANCE (1073)

2 თამაში მაინც მოსაგებია აუცილებლად.

01:13 | 19.10.2016
→ LELOS← (98)

დიდი შანსი გვაქვს წინ წავიწიოთ რეიტინგში და დარწმუნებული ვარ ამ შანსს გამოიყენებენ ბიჭები.
თან თითქმის ყველა ძალიან მაგარ ფორმაშია და ვნახოთ დაველოდოთ ცხელ ნოემბერს

21:54 | 18.10.2016
DataN24 (215)

ფედერალ ერთის გუნდებს ვათვალიერებდი და საკმაოდ მრავლად არიან ისევ ბურჯები 24-25 წლის ბიჭები და შეგიძლიათ სტატია რომ დადოთ ქართული და ფედერალ 1 ის კლუბების პირობების შესახებ (ხელფასი, სავარჯიშო პირობები და ა.შ)

20:06 | 18.10.2016
dede (87)

აუ რა ცუდია ვერც იაპონია მოდის ლიდერებით

18:52 | 18.10.2016
პანტელეიმონი (1218)

ნოემბრის ტესტების მოლოდინში გულისცემამ მომიმატა, სამივე უნდა დავდოთ ბიჭებო ! ! !

17:59 | 18.10.2016
krasni (587)

ცხელი ნოემბერი გველოდება. თბილისში ორივეს დავდებთ ბეჭებზე. შოტლანდიისთვის ბიჭები შეთამაშებული იქნებიან და ვნახოთ, არ ვიქნებით უშანსოდ.

13:41 | 18.10.2016
zurageorgevich (45)

როდის დაასახლებს მელიტონა საქართველოს გაფართოებულ ნაკრებს? საინტერესოა ვინ გამოგვაკლდება და ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებს...

0.095615