ჩელენჯ კაპი

19:09 | 17.10.2016 | ნანახია 5658 - ჯერ

საუკეთესო მალაღურაძის 18 ქულა და განადგურებული იტალიელები [+ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ, ევროპის ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში იტალიურ „მოლიანოს“ ორი ჯარიმა და ექვსი გარდასახვა გაუტანა და საკუთარ გუნდს 18 ქულით შეეწია.

მისმა, მიხეილ წიკლაურისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარმა“ მეტოქეს მონინოში უმასპინძლა და 48:24 დაამარცხა. სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა რუსების შეცდომები მეორე ტაიმში, რამაც სტუმრებს 4 ლელოს დადების და პრემიალური ქულის აღების შესაძლებლობა მისცა.

მალაღურაძეს იმ დღეს კარში დარტყმებით 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა. გარდა ამისა, მას ჭკვიანურად მიყავდა თამაში და ორი სალელოვე პასის ავტორი გახდა - ჯერ ბურთი ერთი შეხებით თანაგუნდელს გადაუგდო და პრაქტიკულად დაუცველ ლელოში შეუშვა, მეორედ კონტრშეტევისას არ დააგვიანა ბურთის გაცემა და კოლომიიცევი დაუცველ ფლანგზე გაიქცა. ამ ყველაფრის შემდეგ, მალაღურაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ წიკლაური და ცნობილაძე და მოედანზე საათზე მეტი გაატარეს. 50-ე წუთზე, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, რაქიდან ბურთი ცნობილაძემ აიტაცა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა კვაჭმა თავისი გუნდი მეოთხე ლელო დაამიწა. პირველ ტაიმში „იარმა“ 3 ლელო დადო, 3 გარდასახვის გარდა, ლაშამ ორი ჯარიმაც გაიტანა და რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 27:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმი „მოლიანომ“ 3 ქულით მოიგო, თუმცა ჯამში დიდი სხვაობით დამარცხდა და „კრასნი იარს“ პრემიალური ქულაც შეხვდა.

ქართველების რუსული გუნდი მომდევნო თამაშს 22 ოქტომბერს, „სლავას“ სტადიონზე ესპანურ „ელ სალვადორთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის შესარჩევ ტურნირში 8 გუნდი ორ ჯგუფშია გადანაწილებული და თითოეული ჯგუფის გუნდები, მეორეს წარმომადგენლებს ერთ წრედ ხვდებიან. „ა“ ჯგუფში „კრასნი იარის“ გარდა იტალიური „კალვისანო“ და „პეტრარკა“, ასევე ბელგიური „დენდერმონდი“ მოხვდნენ, ხოლო მეორე ჯგუფში იტალიური „როვიგო“ და „მოლიანო“, ესპანური „ელ სალვადორი“ და გერმანული „ჰაიდელბერგერი“ გაერთიანდნენ.

პირველ ტურში „ელ სალვადორმა“ „დენდერმონდს“ 9 ლელო დაუდო და 57:8 გაანადგურა. იტალიურ დერბიში „პეტრარკამ“ „როვიგოს“ 24:13 სძლია, ხოლო „კალვისანომ“ „ჰაიდელბერგერი“ 60:19 გაანადგურა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:23 | 19.10.2016
meleksa (132)

ჩვენი კლუბები როდის ითამაშებენ ევროთასებზე ნეტა

10:32 | 19.10.2016
shotai-olimpi (89)

ისევე გვისწრებს რუსული სკლუბო რაგბი,როგორც ჩვენ ვუსწრებთ მათ სარაგბოში. გამოსასწორებელია.

19:50 | 17.10.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე

0.074994