დიდი 10

19:38 | 16.10.2016 | ნანახია 3200 - ჯერ

„ლელო-სარასენსი“ დიდ დიღომში პირველად დამარცხდა

საქართველოს ბოლო ოთხი გათამაშების ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ მეორე წელია რაც საშინაო თამაშებს დიდ დიღომში, საკუთარ „ლელო არენაზე“ ატარებს და დღეს იქ პირველი მარცხი იწვნია.

სეზონის სტარტზე მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ, ჩემპიონი ზედიზედ მეორედ დამარცხდა და დიდი 10-ის მე-6 ტურის შემდეგ ეს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. „ლელო-სარასენსი“ „ბათუმს“ მასპინძლობდა და მაყურებელმაც საინტერესო თამაში იხილა, თუმცა შედეგით უმრავლესობა კმაყოფილი ვერ დარჩებოდა.

სანამ უშუალოდ მიმოხილვაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა და თუ ჩემპიონატში ასეთი ტემპის შეხვედრები გახშირდება, ეს მის დონეზე აუცილებლად აისახება.

გუნდებმა მაყურებელს პირველივე წუთებიდან მაღალი ტემპი შესთავაზეს. ისინი სისწრაფეში, ხელდახელ ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, თუმცა დაცვაშიც ორივე გუნდი აგრესიულად იდგა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც თემურ სოხაძემ 47 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ირაკალი ყიასაშვილს ანგარიშის გათანაბრება მე-13 წუთზე შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუფუჭდა. ორიოდე წუთში სოხაძეს შორიდან არეკნი გაუცუდდა, 25-ე წუთზე ბათუმელთა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ახლოდან შანსი ხელიდან არ გაუშვა - 0:6.

„ლელო-სარასენსმა“ პირველი ქულები 29-ე წუთზე აიღო, როდესაც სტუმრები საკუთარ 22-ში რაქში დაჯარიმდნენ და ყიასაშვილი ამჯერად ზუსტი იყო, თუმცა 4 წუთში სოხაძემ დაახლოებით 33 მეტრიდან არეკნი გაიტანა და გუნდს 6-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძელთა კარგი იერიში „ბათუმმა“ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა და ყიასაშვილმა ჩამორჩენა ისევ შეამცირა. შესვენებამდე სოხაძემ ერთხელაც სცადა არეკნის გატანა, 45 მეტრიდან მიზანმა ოდნავ უმტყუნა და ტაიმი სტუმრებმა 9:6 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყიასაშვილმა ორი ჯარიმა გაიტანა და 5 წუთის შემდეგ „ლელო-სარასენსი“ პირველად დააწინაურა. სოხაძემ 49-ე წუთზე ანგარიში ჯარიმითვე გაათანაბრა, ხოლო 53-ე წუთზე 40 მეტრიდან ბრწყინვალე არეკნი გაიტანა და „ბათუმს“ ლიდერობა დაუბრუნა. „ლელო-სარასენსს“ 3 წუთში ლელო უნდა დაედო, ფლანგზე ტაბუცაძე ძალიან სწრაფად გაიქცა და თითქოს 5 ქულა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მიზნამდე 3 მეტრში წინპასი გამოუვიდა.

მაყურებელმა პირველი ლელო 65-ე წუთზე იხილა, ოღონდ „ბათუმის“ შესრულებით. მიმინოშვილმა ცენტრალურ ხაზთან ხმალაძის გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე ირბინა, ხოლო კარის წინიდან სოხაძემ გარდასახა - 12:22. 73-ე წუთზე სოხაძემ კიდევ ერთხელ სცადა არეკნის გატანა, მაგრამ დარტყმულმა მიზნამდე ვერ მიაღწია და ერთ წუთში „ლელო-სარასენსმა“ ლამაზი ლელო გაიტანა - ჭყოიძემ თავისსავე ნახევარზე რაქიდან მოულოდნელად შეუტია და მარჯვენა ფლანგზე ბურთი ჭეიშვილს გაატანა, მან ის ბერიაშვილთან გაითამაშა, დარჩენილი 22 მეტრი თავად დაფარა და ჯამში 70-მეტრიანი შეტევა ლელოთი დააგვირგვინა.

ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა და „ლელო-სარასენსს“ კიდევ ერთი ლელოს დასადებად 5 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა. მასპინძლებს ცდა არ დაუკლიათ, თუმცა ამ პერიოდში ქულების აღება „ბათუმს“ უფრო შეეძლო, მაგრამ სოხაძის არეკნი მიზანს ოდნავ ასცდა. ამრიგად, „ბათუმმა“ 22:17 იმარჯვა და „ლელო-სარასენსს“ დიდ დიღომში პირველი მარცხი აგემა, თანაც ლიდერობა დააკარგვინა.

ერთი დღით ადრე კარგი საყურებელი თამაში „ავჭალაზე“ გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ ბოლნისის „ყოჩებს“ მასპინძლობდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „რკინიგზელები“ უპირობო ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა „ყოჩებმა“ კარგი შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებასაც იმსახურებდა, თუმცა დასკვნითი მეოთხედი ჩააგდო და მხოლოდ პრემიას დასჯერდა. მაყურებელმა აქაც სწრაფი და დაძაბული თამაში იხილა, რაც დიდი 10-ის დონის ზრდაზე მეტყველებს.

ბოლნისელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და უპირატესობას დაეუფლნენ. „ლოკომოტივი“ ძლიერი შერკინებითაა ცნობილი, თუმცა „ყოჩებმა“ ამ კომპონენტშიც შეძლო უპირატესობის მოპოვება. მეტოქის ნახევარზე გატარებულ 10 წუთში, მათ ორი ჯარიმა გამოიმუშავეს და აქედან ერთი რამაზ ჯინაშვილმა 3 ქულად აქცია. „ლოკომოტივი“ პირველად მე-10 წუთზე გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ლელო გაიტანა - ვაჟა ხუციშვილის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ლევან გოგოლაშვილი მიყვა და თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვას 22-ე წუთზე ჯარიმა შემატა - 10:3.

დარჩენილმა დრომ კვლავ ბოლნისელთა უპირატესობით ჩაიარა. „ყოჩებმა“ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვა და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 36-ე წუთზე დერეფნიდან მოლის აგორებამ შედეგი გამოიღო. ბურთი დავით ხიდეშელმა დაამიწა, ხოლო ჯინაშვილმა მოჭრილი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „ყოჩების“ შერკინებამ კიდევ ერთხელ გამოიმუშავა ჯარიმა, თუმცა ჯინაშვილს გასატანი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა და 1 წუთში არეკნმაც ვერ მიაღწია მიზანს. „ლოკომოტივმა“ შერკინებაში ხერხს მიმართა და შედეგად, რეფერიმ ორივე გუნდის პირველხაზელი სინბინით დასაჯა. სათამაშო უპირატესობა მაინც ბოლნისელთა მხარეს იყო და 53-ე წუთზე ჯინაშვილმა 36 მეტრიდან საკუთარი გუნდი 13:10 დააწინაურა. წიკლაურმა ჯარიმა მალევე გაქვითა, მერე დარტყმა გაუცუდდა, ხოლო 61-ე წუთზე „ლოკომოტივის“ სწრაფი შეტევა ფლანგზე ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და „ყოჩებს“ მატჩის მოგების იმედი შერჩათ, მაგრამ ხან შეტევაში დაჯარიმდა, ხან ლელოდან 5 მეტრში საკუთარი დერეფანი წააგო და 13:18 დამარცხდა.

ამ მოგებამ „ლოკომოტივი“ ერთი დღით გაალიდერა და რადგან დღეს „ლელო-სარასენსი“ დამარცხდა, „რკინიგზელები“ ჩემპიონის ზევით დარჩნენ. გუშინვე „ლელოს“ გორის „ჯიქმაც“ გადაასწრო, რომელმაც ქუთაისში „ბაგრატს“ 20:9 აჯობა. გორელებმა სამი უპასუხო ლელოს დადებისთვის პრემიალური ქულაც აიღეს, ხოლო დიდი 10-ის დებიუტანტი „ბაგრატი“ მე-6 ტურში პირველად დარჩა უქულოდ.

დღეს თბილისში „არმაზს“ ქუთაისის „აიამ“ 30:13 აჯობა, პრემიაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილის თავში მოკალათდა. კიდევ ერთ მატჩში „არმიამ“ „აკადემიას“ 22:9 აჯობა და ექვსეულში შევიდა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

VI ტური

15 ოქტომბერი

ქუთაისი. ქუთაისი 2

ბაგრატი (ქუთაისი) - ჯიქი (გორი) 9:20

თბილისი. „ავჭალა“

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 18:13

16 ოქტომბერი

თბილისი. „ლელო არენა“

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 17:22

თბილისი. „შევარდენი“

არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 13:30

თბილისი. „ავჭალა“

არმია (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 22:9

16/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

აია ქუთაისი

6

5

0

1

1

1

0

131:085

+46

14/08

22

2

ლოკომოტივი თბილისი

6

5

0

1

0

1

0

117:071

+46

11/06

21

3

ჯიქი გორი

6

4

0

2

4

0

0

131:074

+57

19/06

20

4

ლელო სარასენს თბილისი

6

4

0

2

2

1

0

119:097

+22

15/06

19

5

ბათუმი ბათუმი

6

4

0

2

0

1

0

101:086

+15

08/06

17

6

არმია თბილისი

6

3

0

3

0

1

0

095:100

-5

09/12

13

7

ბაგრატქუთაისი

6

2

0

4

0

3

0

114:124

-10

10/15

11

8

აკადემია თბილისი

6

2

0

4

1

1

0

097:108

-11

09/13

10

9

ყოჩები ბოლნისი

6

1

0

5

0

2

0

085:146

-61

10/17

6

10

არმაზი თბილისი

6

0

0

6

0

1

0

067:166

-99

07/23

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

16/10 @ 18.15

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

VII ტური. 22-23 ოქტომბერი

აკადემია - ბაგრატი, ჯიქი - ლოკომოტივი, ყოჩები - ლელო-სარასენსი, ბათუმი - არმაზი, აია - არმია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:07 | 17.10.2016
BEERTRANCE (1073)

კი ძალიან გამიკვირდა მაღალი ტემპი, იმედია შეგვაჩვევენ და აღარ გაგვიკვირდება ხოლმე.

23:47 | 16.10.2016
meleksa (132)

გუშინ ჩილაჩავამ 2 ლელო დადო მარა ტულონმა მაინც წააგო სარასენთან

23:59 | 16.10.2016
meleksa (132)

2 არა ერთი დადო

22:33 | 16.10.2016
temuchin (431)

მართლა კაი თამაში გამოვიდა, ცოტა შეცდომების დაშვებასაც თუ მოუკლებენ ტემპი მერე ნახე შენ

22:34 | 16.10.2016
temuchin (431)

ლელო-ბათუმს ვგულისხმობ

21:32 | 16.10.2016
geogoli (367)

ტელევიზორში ვნახე ლელო-ბათუმი და მშვენიერი შთაბეჭდილება დამრჩა. მაყურებელიც ბლომად იყო.

21:42 | 16.10.2016
geogoli (367)

ერთნაირი ფორმები არ მომეწონა მხოლოდ

0.106873