ჩელენჯ კაპი

16:48 | 16.10.2016 | ნანახია 3760 - ჯერ

ჩელენჯ ქაფი: კაჭარავას ლელო და 4 დებიუტი

საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესო ფორმაშია და ჩელენჯ ქაფის წლევანდელი სეზონის პირველივე მატჩში ლელო დაამიწა.

გასულ სეზონში „კაჭიმ“ იმავე ჩელენჯ ქაფზე „ნიუკასლსს“ საკუთარ დაბადების დღეზე დუბლი შეუსრულა. მართალია გუშინ მისი დაბადების დღე არ იყო, მაგრამ კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ქართველის ლელოს ვერ გადაურჩა. რა თქმა უნდა, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვემ „ენისეის“ შემადგენლობაში სრულად ითამაშა, ლელო კი, მე-6 წუთზე რაქიდან დარტყმის შედეგად დაამიწა. ამ დროს ანგარიში 10:0 გახდა, „ვუსტერმა“ 4 წუთში ჯოშ ადამსის ლელოთი უპასუხა და ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარც შეცვლილა - 10:7.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ჩემპიონი სათამაშო უპირატესობას ფლობდა და კიდევ რამდენჯერმე შეეძლო ლელოს დადება. ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ იური კუშნარიოვმა ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. სტუმრებმა 71-ე წუთზე მეორე ლელო დადეს, გარდასახვა ვერ გაიტანეს, თუმცა 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად დაახლოებით 9 წუთი რჩებოდათ. საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე, რამილ გაისინმა არეკნით მეტოქეს გამარჯვების იმედი გადაუწურა, „მეომრები“ მესამე ლელოს გასატანად უტევდნენ, რათა ფრისთვის მიეღწიათ, „ენისეიმ“ თავი დაიცვა და მოსკოვის სტადიონზე შეკრებილი 1000 მაყურებელთან ერთად, 19:12 მოგებით გაიხარა.

ეს ჩელენჯ ქაფზე „ენისეის“ მესამე დიდი გამარჯვებაა. შარშან რუსულმა კლუბმა ფრანგული „ბრივი“ და ინგლისური „ნიუკასლი“ დაამარცხა, ამ სეზონში კი, მათ გზას ინგლისური „ვუსტერი“ გაუყენა. მართალია ეს გუნდები ევროთასებზე პირველი შემადგენლობებით არ თამაშობდნენ, მაგრამ ისტორიას მხოლოდ შედეგი რჩება.

კაჭარავაზე უკვე ვთქვით და „ენისეის“ შემადგენლობაში დებიუტი ქონდა ქართველ მესამეხაზელ მიხეილ გაჩეჩილაძეს, რომელმაც სეზონი ბოლნისის „ყოჩებში“ დაიწყო და რუსეთის ჩემპიონი ევროთასებისთვის გააძლიერა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 1 საათი გაატარა და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. უკვე ვთქვით, რომ „ვუსტერი“ მეორე შემადგენლობით თამაშობდა და შესაბამისად, მის განაცხადში არ იყო ქართველი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე.

ამავე ჯგუფში, კარლენ ასიეშვილის, ვასილ ლობჟანიძის, სოსო ბეკოშვილისა და გიორგი ცუცქირიძის „ბრივი“ სტუმრად „ნიუპორტს“ ეთამაშა და 16:37 დამარცხდა. 4 126-მა მაყურებელმა პირველ ტაიმში დაძაბული ბრძოლა იხილა და ის ფრედ 13:13 დასრულდა. მე-60 წუთზე „ბრივი“ ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 16 წუთში 4 ლელო მიიღო და შეუფერებელი სხვაობით დამარცხდა. შედეგად, „ნიუპორტს“ პრემიაც შეხვდა.

ამ თამაშში ევროთასებში ორი ქართველი ლეგიონერის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ, პირველი გუნდის მაისურით ტოპ 14-ში ორჯერ ითამაშა შეცვლაზე, ახლა კი, სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და ევროთასებზეც პირველად იბურთავა. მან მოედანზე 69 წუთი გაატარა და სტატისტიკის თანახმად, 7 შეტევით 20 მეტრი მოგო, 52 პასი გასცა, 3-ჯერ ოფლოუდი შეასრულა, ხოლო 2-ჯერ თერნოვერი შეემთხვა. დაცვაში მან 4 ბოჭვა შეასრულა, 2-ჯერ კი ფეხით ითამაშა.

ევროთასებზე დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ქართველ ბურჯ ბეკოშვილს, რომელიც გუნდს ზაფხულში ფედერალ 1-ის „ჩამბერიდან“ შეუერთდა. სოსომ ტოპ 14-ში ერთხელ ითამაშა, თანაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს. ამჯერად ის თადარიგში გაამწესეს, მაგრამ ტრავმირებული თანაგუნდელი დებიუტშივე შეცვალა და მოედანზე 79 წუთი გაატარა. მან 5-ჯერ შეუტია და ბურთი 3 მეტრით წაწია წინ, 2-ჯერ მბოჭავი ჩამოიცილა და ერთხელ სუფთად გაჭრა ხაზი, ხოლო დაცვაში 9 ბოჭვა შეასრულა.

22 ოქტომბერს „ბირივი“ ინგლისში „ვუსტერს“ ეთამაშება, ხოლო „ენისეი“ „ნიუპორტს“ მასპინძლობს.

„ლიონის“ პირველი გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა თორნიკე მატარაძემ, რომლის „ლიონმაც“ სტუმრად „გრენობლი“ 39:13 დაამარცხა. 20 წლის მორაგბე შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა და ამის შემდეგ სტუმრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. 7 ათასმა მაყურებელმა დაძაბული პირველი ტაიმი იხილა და ის სტუმრებმა 16:13 მოიგეს. „ლიონმა“ თამაშის განახლებიდან 7 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო დასკვნით 14 წუთში 3 ლელო დაამიწა, ჯამში 4 მოუგროვდა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

„ჰარლიქუინსთან“ „სტად ფრანსეს“ მარცხზე უკვე ვწერდით, სხვა მატჩებში კი, ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

2016/2017 წლები. ჩელენჯ ქაფი. I ტური

I ჯგუფი

ბენეტონი (იტალია) - ლა როშელი (საფრანგეთი) 10:41

ბეიონი (საფრანგეთი) - გლოსტერი (ინგლისი) 27:47

1.

ლა როშელი

1

1

0

0

41:10

5

1

2.

გლოსტერი

1

1

0

0

47:27

5

1

3.

ბეიონი

1

0

0

1

27:47

0

0

4.

ბენეტონ ტრევიზო

1

0

0

1

10:41

0

0

20 და 22 ოქტომბერი: ლა როშელი - ბეიონი, გლოსტერი - ბენეტონი

II ჯგუფი

ოსპრეიზი (უელსი) - ნიუკასლი (ინგლისი) 45:0

გრენობლი (საფრანგეთი) - ლიონი (საფრანგეთი) 13:39

1.

ოსპრეიზი

1

1

0

0

45:0

5

1

2.

ლიონი

1

1

0

0

39:13

5

1

3.

გრენობლი

1

0

0

1

13:39

0

0

4.

ნიუკასლი

1

0

0

1

0:45

0

0

22 და 23 ოქტომბერი: ლიონი - ოსპრეიზი, ნიუკასლი - გრენობლი

III ჯგუფი

ნიუპორტი (უელსი) - ბრივი (საფრანგეთი) 37:16

ენისეი (რუსეთი) - ვუსტერი (ინგლისი) 19:12

1.

ნიუპორტი

1

1

0

0

37:16

5

1

2.

ენისეი

1

1

0

0

19:12

4

0

3.

ვუსტერი

1

0

0

1

12:19

1

1

4.

ბრივი

1

0

0

1

16:37

0

0

22 ოქტომბერი: ენისეი - ნიუპორტი, ვუსტერი - ბრივი

IV ჯგუფი

ბრისტოლი (ინგლისი) - კარდიფი (უელსი) 20:33

პო (საფრანგეთი) - ბათი (ინგლისი) 22:25

1.

კარდიფი

1

1

0

0

33:20

5

1

2.

ბათი

1

1

0

0

25:22

4

0

3.

პო

1

0

0

1

22:25

1

1

4.

ბრისტოლი

1

0

0

1

20:33

0

0

20 და 21 ოქტომბერი: ბათი - ბრისტოლი, კარდიფი - პო

V ჯგუფი

ჰარლიქუინსი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი) 43:21

ტიმიშოარა-სარასენსი (რუმინეთი) - ედინბურგი (შოტლანდია) 17:59

1.

ედინბურგი

1

1

0

0

59:17

5

1

2.

ჰარლიქუინსი

1

1

0

0

43:21

5

1

3.

სტად ფრანსე

1

0

0

1

21:43

0

0

4.

ტიმიშოარა-სარასენსი

1

0

0

1

17:59

0

0

20 და 22 ოქტომბერი: სტად ფრანსე - ტიმიშოარა-სარასენსი, ედინბურგი - ჰარლიქუინსი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:11 | 16.10.2016
DataN24 (215)

კარგია ნოემბრის ტესტებს ყველა ძალიან კარგ ფორმაში ხვდება თითმის კოლელიშვილზე არაფერი კოლელიშვილთან დაკავშირებით რახდება იქნება დაწეროთ რამე

0.102028