რაგბის ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიას, რომლის დროსაც პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, „ბორჯღალოსნებს“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულში შესვლის შანსი ექნებათ.
მანამდე, უკანასკნელ ორ კვირაში ოთხი ერისა და ერთა თასის ქვედა დივიზიონის შეხვედრების ზეგავლენით, რეიტინგში გარკვეული გადაადგილებები მოხდა. ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკას სარეკორდო სხვაობით, 57:15 რომ მოუგო, დიდი ხნის შესვენების შემდეგ საკუთარ მონაგარს ქულები შემატა და მდევრებს კიდევ უფრო დაშორდა. ახლა ის ინგლისს 7-ზე მეტი სარეიტინგო ქულით უსწრებს.
სამხრეთ აფრიკამ სულ რაღაც 0,27 ქულა დაკარგა, თუმცა ავსტრალიამ არგენტინას „თვიქენჰემზე“ 33:21 მოუგო და „ბოკე“ რეიტინგში ჩამოიტოვა. არგენტინას მარცხი კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა და ერთბაშად ორი საფეხურით დაქვეითდა. მას საფრანგეთმა და შოტლანდიამ გადაასწრეს და მე-9 ადგილზეა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი. 10 ოქტომბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 96,57
2 (2). ინგლისი 89,49
3 (4). ავსტრალია 85,33
4 (3). სამხრეთ აფრიკა 84,85
5 (5). უელსი 82,49
6 (6). ირლანდია 81,67
7 (8). საფრანგეთი 80,75
8 (9). შოტლანდია 80,44
9 (7). არგენტინა 80,31
10 (10). ფიჯი 75,49
11 (11). საქართველო 75,23
12 (12). იაპონია 74,95
13 (13). იტალია 72,23
14 (14). სამოა 71,37
15 (15). ტონგა 69,47
16 (16). რუმინეთი 68,74
17 (17). აშშ 65,60
18 (18). კანადა 64,53
19 (19). ურუგვაი 63,56
20 (20). ნამიბია 62,78
21 (21). რუსეთი 61,91
22 (22). კენია 59,28
23 (23). ესპანეთი 58,79
24 (24). ბელგია 57,94
25 (25). ჰონკონგი 57,84
26 (26). გერმანია 57,71
27 (27). ჩილე 55,73
28 (28). უკრაინა 54,85
29 (29). კორეა 54,85
30 (30). პორტუგალია 54,29
...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოპაა, ამათ ნახე რაა, A ნაკრებებისთვისს რა ტურნირი მიუციათ ჯიგრებისთვის. არგენიტინა, სამოა, ფიჯი, ურუგვაი, კანადა, აშშ ესენი ყველა A ნაკრები. ჩვენთვისაც გამოძებნათ რამე A ნაკრებისთვის არც ჩვენ გვაწყენდა.
მოკლედ რამდენ ხანს მოგვიწევს კიდევ საკუთარ წვენში ხარშვა კაცმა არ იცის. სასწრაფოდ გვჭირდება 2 გუნდი ევროტურნირებზე, სასწრაფოდ ! ! !
ისე ტონგა მოტეხეს თუ რა პონტია? რა პრინციპით არან ეს გუნდები შერჩეული? თუ იცით ვინმემ იქნებ დაეროთ საინტერესო იქნება.
რაგბი ჩვენი თამაშია!
ყველას თუ მოვიგებთ ალბათ მასე იქნება
რაც შეეხება ათეულს ყველაფერი თუ ისე წარიმართა როგორც ჩვენ გვაწყობს შეიძლება ნოემბრის ბოლოს მე-7-ეადგილზე ავღმოჩდეთ
ესენი მე მგონი სარეიტინგო თამაშები არაა
არაკომპეტენტური სტატიაა. როგორ დალაგდა რეიტინგი როდესაც დღეს პაციფიკი დაიწყო. ყველაზე საინტერესო ტურნირი და შეიძლება ორი ადგილით ჩამოვქვეითდეთ ან საუკეთესო შემთხვევაშI მეათეზე ავინაცვლოთ. დღეს უკვე იწყება და ტონგა ფიჯია დღეს და ამერიკა კანადა
უკაცრავად და სამოა-ფიჯი
დიახ დღეს სამოა-ფიჯი, ამერიკა-კანადა და არგენტინა-ურუგვაია, ოღონდ "ა" ნაკრებების დონეზე და მოგეხსენებათ, "ა" და "მზარდი" ნაკრებების თამაშები რეიტინგზე არ აისახება
მაგ ტურნირზე მარტო არგენტინა გამოდის მგონი ა ნაკრებით, დანარჩენები სარეიტინგო უნდა იყოს.
ა ნაკრებების ტურნირი ყოფილა თურმე.
ააა მაშინ მე ვიხდი ბოდიშს. არ ვიცოდი რომ A ნაკრებების დონეზე იყო . არაა მითითებული რომ A ნაკრებებია. მადლობა ინფოსთვის და ბოდიშI სტატიის ავტორს
არაფერია საბოდიშო მეგობარო, ყველაფერი რიგზეა. სულ თავისუფლად შეიძლება მეც შემეშალოს
მოკლედ პირველი 9 გუნდი უმაღლესი დონეა, მომდევნო 9 მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის არის (ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, ზოგს მეტი ფინანსები ზოგსაც მეტი თრაკის მლოკველი) დანარჩენი უკვე ქვემოთაა სულ.
1: პირველ 9 გუნდთან სასურველია ხშირად თამაში და პატარა სხვაობით მარცხი.
2: 10 დან 18 მდე გუნდებთან 3 დან 2 თამაშს უნდა ვიგებდეთ სასურველია/საჭიროა.
3: რეიტინგში 18 ადგილის ქვემოთ ვინც არიან იმათთან წაგება სირცხვილია და აღარ შეიძლება!
ყველაფერში გეთანხმები
იმედია ნოემბრის ბოლოსთვის მონაგარი გაზრდილი გვექნება.