დიდი 10

19:41 | 9.10.2016 | ნანახია 1785 - ჯერ

ქუთაისის დღე
„ბაგრატი“ თბილისის გუნდი?

დიდი 10-ის მე-5 ტურის დასკვნით სათამაშო დღეს ორივე ქუთაისურმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და ორივემ თბილისელი მეტოქე დაამარცხა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას „აია არენამ“ უმასპინძლა, სადაც „აიას“ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, აქამდე დაუმარცხებელი „ლელო-სარასენსი“ ეწვია. ამ თამაშამდე დიდ დიღმელებს ორი პრემიალური და ორიც უპრემიო მოგება ჰქონდათ. ქუთაისელებმა ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, ორი კვირის წინ თბილისში წააგეს „ლოკომოტივთან“. ამრიგად, საინტერესო იყო, შეძლებდა თუ ვერა „აია“ „ლელო-სარასენსის“ წარმატებული სვლის შეჩერებას და თავად დარჩებოდა თუ არა ლიდერთა სიახლოვეს.

ქუთაისელებმა ეს შეძლეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს და 17:3 დაწინაურდნენ. ტრადიციულად, „ლელო-სარასენსმა“ მეორე ტაიმში მოუმატა და ორი გარდასახული ლელოც დადო, თუმცა თავად თითო ლელო და ჯარიმა გაუშვა. საბოლოოდ „აიამ“ 25:17 იმარჯვა და სტუმრებს პრემიაც არ შეხვდა. მიუხედავად ამისა, „ლელო-სარასენსი“ პირველ ადგილზე რჩება, ოღონდ ახლა მდევრებს მინიმალურად უსწრებს.

დიდი 10-ის დებიუტანტი „ბაგრატი“ ქუთაისის გუნდია, თუმცა თბილისში უკეთ თამაშობს. მშობლიურ ქალაქში აქამდე ჩატარებულ სამ თამაშში მათ პრემიალური ქულები აიღეს, ხოლო თბილისში „არმაზი“ დაამარცხეს. „ბაგრატი“ დღესაც თბილისში, „ავჭალაზე“ თამაშობდა, ამჯერად „არმიასთან“ და უმაღლეს დონეზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელებმა 4 სატურნირო ქულა დამსახურებულად აიღეს და ბოლოს პრემიის მითვლაც შეეძლოთ, თუმცა ლელო გაუშვეს.

„ბაგრატი“ ადრეული ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. „არმიამ“ აგრესიულად შეუტია და არანაკლებ აგრესიულ დაცვას წააწყდა. თბილისელებს მიზნად ლელოს დადება ჰქონდათ დასახული და გასატანი პოზიციებიდან ჯარიმები არ ურტყეს, რაც შეცდომა აღმოჩნდა. მათ ვერ ივარგეს დერეფანში, ხოლო როდესაც აუტის მოგებას ახერხებდნენ, გაუვალ დაცვას აწყდებოდნენ.

ქუთაისელები არ გატყდნენ, ხოლო 26-ე წუთზე თავად გამოიმუშავეს ჯარიმა და რეზი ჯინჭველაშვილმა ახლოდან გაიტანა. 35-ე წუთზე არმიელთა ჯიქურმა შეტევებმა შედეგი გამოიღო, მარცხნივ ფლანკერი მასხარაშვილი მბოჭავს გაექცა და ლელოში შესულმა ახლო ძელამდე ირბინა, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახა და 7:10 პირველი ტაიმის შემდეგ.

მეორე ტაიმის 10-მა წუთმა შედარებით მშვიდად ჩაიარა, მერე „ბაგრატმა“ უკანახაზელების კარგი თამაშის წყალობით უპირატესობა შექმნა და გოგა კობახიძემ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. „არმიასთვის“ ეს დამაბნეველი აღმოჩნდა, მათ შეცდომები მოუმრავლდათ და ქუთაისელები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, მაგრამ ლელომდე ცოტა დააკლდათ. 57-ე წუთზე სიტუაცია დაიძაბა და მოთამაშეები წაკინკლავდნენ. საქმე ჩხუბამდე არ მისულა, თუმცა რეფერიმ ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა - თხელიძე და ურჯუკაშვილი.

მესამე ლელო 64-ე წუთზე, სუპერ რაგბის სტილში გავიდა, როდესაც ბურთი რამდენჯერმე დაიკარგა და გუნდებმა ხელდახელ სცადეს უპირატესობის გამოყენება. რაქიდან ბურთი ჯერ „არმიას“გამოუვარდა, ლოსაბერიძემ ფეხით გადაკიდა და მიყვა, მაგრამ მას ზედ ხაზთან ჯიმშელაძემ დაასწრო და კონტრშეტევა წამოიწყო. არმიელთა უკანახაზელი ფინტებით რამდენიმე მორაგბეს გასცდა და დაახლოებით 25 მეტრი იარა, თუმცა მერე ბოჭვისას ბურთი დაკარგა და კვლავ „ბაგრატის“ კონტრშეტევა ვიხილეთ. ამჯერად ფეხით თამაშის შემდეგ მარცხენა ფლანგზე ორი ქუთაისელი მარტოობაში აღმოჩნდა და ლელო გიორგი ფრუიძემ დაამიწა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 24:7.

ეს ფაქტობრივად გამარჯვების ტოლფასი იყო და 5 წუთის შემდეგ „ბაგრატმა“ მორიგი ლელოც რომ მიითვალა, ქუთაისელებს პრემიის წაღების შანსი გაუჩნდათ, თუმცა სულ ბოლოს „არმიამ“ მეტოქეს პრემია მაინც არ შეარჩინა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ხაზი კარის წინ გაიჭრა, შავლეგ მახარაშვილმა ოფლოუდი შეირგო და ბოჭვის მიუხედავად ლელოს მიწვდა. გარდასახვა ზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბაგრატის“ ორივე გამარჯვება თბილისზე მოდის, ამჯერად 29:14.

ტურის დასკვნით მატჩში, დედაქალაქურ დერბიში „აკადემიამ“ „არმაზს“ ტაიმი 11:0 მოუგო, მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდა, საბოლოოდ 35:5 იმარჯვა და პრემიალური ქულაც მიითვალა.

2016/2017 წლების სეზონი. დიდი 10

V ტური. 9 ოქტომბერი

თბილისი. „ავჭალა“

არმია (თბილისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 14:29

ქუთაისი. „აია არენა“

აია (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 25:17

თბილისი. „შევარდენი“

აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 35:5

9/10

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

5

4

0

1

2

0

0

102:075

+27

14/05

18

2

ლოკომოტივი თბილისი ^

5

4

0

1

0

1

0

099:058

+41

09/05

17

3

აია ქუთაისი

5

4

0

1

0

1

0

101:072

+29

10/07

17

4

ჯიქი გორი

5

3

0

2

3

0

0

111:065

+46

16/06

15

5

ბათუმი ბათუმი

5

3

0

2

0

1

0

079:069

+10

07/05

13

6

ბაგრატქუთაისი

5

2

0

3

0

3

0

105:104

+1

10/12

11

7

აკადემია თბილისი

5

2

0

3

1

1

0

088:086

+2

09/12

10

8

არმია თბილისი

5

2

0

3

0

1

0

073:091

-18

08/12

9

9

ყოჩები ბოლნისი

5

1

0

4

0

1

0

073:128

-56

09/15

5

10

არმაზი თბილისი

5

0

0

5

0

1

0

054:136

-82

06/19

1

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4)

9/10 @ 18.55

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

VI ტური. 15-16 ოქტომბერი

ბაგრატი - ჯიქი, ლოკომოტივი - ყოჩები, ლელო-სარასენსი - ბათუმი, არმაზი - აია, არმია - აკადემია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:02 | 09.10.2016
GO_GO_LELOS (81)

დღევანდელ დღეს ერქვა მირიან მოდებაძის ბენეფისის დღე. აუცილებელად უნდა დაუძახონ ამ ბიჭს ნაკრებში.

0.088597